ფრიდონ თოდუა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრიდონ თოდუასაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, თბილისის რადიოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა 1944 წელს ზუგდიდში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1968-1991 წწ მუშაობდა ა.ა. ვიშნევსკის სახ. ქირურგიის ინსტიტუტში რიგითი ექიმიდან წამყვანი განყოფილების ხელმძღვანელამდე.

1991 წ. თბილისში დააარსა კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელსაც შემდგომში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა და დღემდე მისი უცვლელი დირექტორია. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1989), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). 1995 წლიდან დღემდე არის საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის და ტელემედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი.

1998 წლიდან დღემდე არის ჟურნალ “ჯეორგიან ჯოურნალ ოფ რადიოლოგის” მთავარი რედაქტორი, საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს რეზიდენტურის პროგრამდირექტორი სპეციალობაში "რადიოლოგია", სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის და ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიის კათედრების გამგე. 2001 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მთავარი რადიოლოგია. 2005 წელს არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პერზიდენტად და საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრად.

ფრიდონ თოდუა ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრია. ასევე, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, ჯანმრთელობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი. არის რამდენიმე ქართული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის და 15 გამოგონების ავტორი. 200-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. 15 სადოქტორო და 44 საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

არის საბჭოთა კავშირის (1988) და საქართველოს (1996) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი მეცნიერების დარგში. დაჯილდოვებულია მრავალი ორდენითა და მედლით. არის თბილისის საპატიო მოქალაქე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]