თეოდორე II (ალექსანდრიის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეოდორე II
პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა

ალექსანდრიის პატრიარქი
ეკლესია ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
საერო სახელი ნიკოლაოს ხორეფტაკისი
დაბადების თარიღი 25 ნოემბერი, 1954 (საბერძნეთის დროშა საბერძნეთი)
ეროვნება ბერძენი
რელიგია ქრისტიანობა

პატრიარქი თეოდორე II (ბერძ. Πατριάρχης Αλεξανδρείας Θεόδωρος Β΄, ერისკაცობაში — ნიკოლაოს ხორეფტაკისი, ბერძ. Νικόλαος Χορευτάκης; დ. 25 ნოემბერი, 1954) — სრულიად აფრიკისა და დიდისა ქალაქის ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი 2004 წლიდან. აირჩიეს საავიაციო კატასტროფაში პატრიარქ პეტრე VII დაღუპვის შემდეგ.

ტიტულატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორე II-ის ტიტული განისაზღვრება შემდეგნაირად: მისი ღვთაებრივი უნეტარესობა, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კუნძულ კრეტაზე, საბერძნეთი. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ათენის რიზარიოსის საეკლესიო სკოლაში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. დაამთავრა სალონიკის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა ხელოვნების ისტორიას, ლიტერატურასა და ფილოსოფიას სსრკ-ში (ოდესის უნივერსიტეტში).

1975 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა კრეტის სამთავარეპისკოპოსოს ლამბისისა და სფაკიონის სამიტროპოლიტოს მთავარდიაკვნად და სვინგელოზად;

1985 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა ალექსანდრიის საპატრიარქო ეგზარქოსად რუსეთში;

მან დააარსა ბერძნული კულტურის ინსტიტუტი და ფილიკის მუზეუმი;

1990 წელს ხელდასხმულ იქნა კირენის ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქ პართენიოსის პირად წარმომადგენლად ათენში (1997 წლამდე);

1997 წელს დაინიშნა აწ განსვენებული პატრიარქ პეტრე VII-ის ქორეპისკოპოსად;

1997 წელს - კამერუნის მიტროპოლიტად; აქ მან ააშენა არაერთი სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო;

2002 წელს გადაყვანილ იქნა ზიმბაბვის მიტროპოლიტად; აქ მიტროპოლიტმა თეოდორემ დააფუძნა 6 სამისიონერო ცენტრი, ასევე სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები;

2004 წლის სექტემბერში პატრიარქი პეტრე VII და ალექსანდრიის ეკლესიის რამდენიმე ეპისკოპოსი დაიღუპა საავიაციო კატასტროფაში ეგეოსის ზღვის თავზე. 9 ოქტომბერს სინოდმა თეოდორე აირჩია პატრიარქად, ხოლო ინტრონიზაცია მოხდა 24 ოქტომბერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]