ევსები ნიკომედიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევსები ნიკომედიელი (ბერძნ. Ευσέβιος ο Νικομηδείας; ? - 341) - კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი 338-341 წწ.

ევსები ჯერ იყო ბერიტუსის (ბერძნ. Βηρυτός, დღევანდელი ბეირუთი) ეპისკოპოსი ფინიკიაში, ხოლო შემდეგ ნიკომედიის ეპისკოპოსი ბითინიაში (ბერძნ. Βιθυνία), სადაც იმ პერიოდში იმპერატორის რეზიდენცია იყო. კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს არიანელი იმპერატორის კონსტანტინე II-ის (337-361) მიერ პავლე I-ის კონსტანტინოპოლიდან გაძევების შემდეგ. ევსები დიდხანს არ დარჩენილა საპატრიარქო ტახტზე. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

წინამორბედი:
პავლე I
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

338341
შემდეგი:
პავლე I