იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია
ბერძ. Πατριαρχείον Ιεροσολύμων
არაბ. كنيسة القدس الأرثوذكسية
ებრ. הכניסייה האורטודוקסית של ירושלים


იერუსალიმის ეკლესიის ლოგო

ინფორმაცია
დამაარსებელი

მოციქულები

ავტოკეფალია

მოციქულების პერიოდი

ადგილი დიპტიქში

მე-4

წინამძღვარი

თეოფილოს III

რეზიდენცია

იერუსალიმი, ისრაელი

არეალი

ისრაელი, პალესტინა, იორდანია, საუდის არაბეთი

საეკლესიო ენა

არაბული, ბერძნული, ინგლისური

მრევლი

130,000

ოფიციალური საიტი

http://www.jerusalem-patriarchate.info/

იერუსალიმის საპატრიარქოს დროშა

იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია (ბერძ. Πατριαρχείον Ιεροσολύμων; არაბ. كنيسة القدس الأرثوذكسية; ებრ. הכניסייה האורטודוקסית של ירושלים) — ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–4 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში. მართავს იერუსალიმის პატრიარქი და წმინდა სინოდი. მისი იურისდიქცია ვრცელდება ისრაელის, იორდანიისა და პალესტინის ტერიტორიებზე, მისი ავტონომიური ნაწილია სინაის საარქიეპისკოპოსო, წმინდა დიდმოწამის ეკატერინეს მონასტრით სინაის მთაზე, ეგვიპტეში. იერუსალიმის პატრიარქის სრული ტიტულია — უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი წმინდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, იორდანიისა, გალილეისა და წმინდა სიონისა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანული ეკლესია იერუსალიმში დაფუძნებულა მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლის მომენტში და ითვლება დედა ეკლესიად, რადგან აქედან გავრცელდა ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში. მას სიონის ეკლესიასაც უწოდებენ. მართლმადიდებელი იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად ითვლება მოციქული იაკობი.

იუდეველების ომის დროს (66–70 წწ.) იერუსალიმის ეკლესია საკმაოდ დაზარალდა და თავისი პირველობა დაუთმო რომს. IV საუკუნიდან ხდებოდა თანდათანობით აღდგენა. 451 წელს იერუსალიმის ეპისკოპოსს, მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებით უბოძეს პატრიარქის ტიტული და ეკლესიამ დაიკავა მეხუთე ადგილი დიფტიქში რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის და ანტიოქიის ეკლესიების შემდეგ (1054 წელს რომის ეკლესიასთან განხეთქილების შემდეგ გადაინაცვლა მეოთხე ადგილზე). VII საუკუნეში კვლავ დაეცა არაბთა ლაშქრობების გამო. 1099 წელს ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ ხდებოდა მართლმადიდებლების განდევნა მონასტრებიდან, იერუსალიმის პატრიარქები იძულებულნი იყვნენ ეკლესია კონსტანტინოპოლიდან ემართათ.

XIII-XV სს. პალესტინა დაიკავეს მამლუქებმა, რომლებიც ანგრევდნენ ტაძრებს და ანადგურებდნენ სამღვდელოებას იმ მიზნით,რომ ამოეძირკვათ ქრისტიანობა, განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა 1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ.

1517 წელს თურქების მიერ პალესტინის დაპყრობამ საწყისი დაუდო შედარებით მშვიდ პერიოდს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში. ოტომანთა იმპერიის ბატონობის ქვეშ მართლმადიდებელმა პატრიარქმა გაიმაგრა თავისი პოზიციები წმინდა მიწაზე.

თანამედროვე მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერუსალიმის ეკლესია შედგება ორი ეპარქიისაგან (ფთოლემაიდისა და ნაზარეთისა) და ერთი ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოსაგან (სინაის ეკლესია). აქვს 37 ტაძარი და ერთი მონასტერი იორდანიაში, 17 ტაძარი – ისრაელში, 11 – პალესტინაში. იერუსალიმის ეკლესია ითვლის 130 ათას მორწმუნეს (ძირითადად არაბებს), თვითონ იერუსალიმში 8 ათასამდე მართლმადიდებელია. წირვა–ლოცვა წარევლინება ბერძნულ და არაბულ ენაზე. 2005 წელს პატრიარქად აიჩიეს თეოფილე III. პატრიარქის რეზიდენცია არის იერუსალიმში, საპატრიარქო კათედრალური ტაძარი არის ქრისტეს აღდგომის ტაძარი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]