თამაზ შილაკაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ შილაკაძე (დ. 19 თებერვალი, 1932) — ქართველი გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი. ტექნიკური მეცნიერებათა კანდიდატი, ტრანსპორტის სამეცნიერო დოქტორი. საქართველოს სსრ დამსახურებული გამომგონებელი (1971), საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1986) თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

1955 წელს დაამთავრა საქართველოს სსრ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1977 წლიდან მის მიერ დაარსებული ინსტიტუტის — „საქგზამეცნიერების“ დირექტორია (1965 წლიდან საქართველოს საგზაო სამეცნიერო-კვლევითი სადგურის პირველი დირექტორი იყო). 1958-1996 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვსა და თბილისში. 1976 წლიდან საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენთმცოდნეობის ინსტიტუტის რექტორია. 1978-1991 — საქართველოს ნოვატორთა საბჭოს, 1992 წლიდან — საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების თავმჯდომარე. 1992 წლიდან — საქართველოს სახელმწიფო პატენტრწმუნებული. მრავალი შრომისა და გამოგონების ავტორი. სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოდგენს საგზაო-სატრანსპორტო სისტემების სრულყოფისა და განვითარების პრობლემათა შესწავლა და ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა. საგზაო დარგში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის განვითარების სამუშაოები. საგზაო-სატრანსპორტო ქსელის შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების საკითხები. საგზაო დარგისთვის საჭირო ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება, ადგილობრივი საგზაო საამშენებლო მასალებისა და მრეწველობის ნარჩენების შესწავლა საგზაო სისტემაში დანერგვის მიზნით. გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და ახალი ეფექტური ავტოტრანსპორტის დამცავი ნაგებობების შექმნა და მათი დანერგვა. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს და გამოგონების ავტორი. არჩეულია რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის, ნიუ-იორკის, კალიფორნიის (აშშ), მარკონის (იტალია) აკადემიების წევრად. 2013 წელს მიენიჭა „წლის საუკეთესო ინჟინრის“ წოდება.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს კულტურის ფონდი, თავმჯდომარე (2017-)
  • ტრანსპორტის საერთაშორისო აკადემია, პრეზიდენტი (2017-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1992-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი, პრეზიდენტის მრჩეველი (2018-)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]