კვიპროსის ისტორია
კვიპროსზე ადამიანის პირველი ნამოსახლარები პალეოლითის ხანას განეკუთვნება. ისტორიის მანძილზე მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კვიპროსი განიცდიდა აღმოსავლური და ხმელთაშუა ზღვის კულტურების გავლენას.
ბრინჯაოს ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრინჯაოს ხანაში შეიქმნა ისეთი პირველი ქალაქები როგორიცაა – ენგომი. დაიწყო სპილენძის სისტემატიური მოპოვება და განვითარდა ვაჭრობა. ამავე პერიოდში დაიწყეს კუნძულზე მიკენიელმა ბერძნებმა დასახლება, რაც ჩვენს წელთაღრიცხვამდ XV საუკუნის "ხაზოვანი წერილი ბ"–თი დასტურდება.[1]
გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კვიპროსი წარმოადგენდა ხეთების იმპერიის ნაწილს, რაც ძირითადად იმპერატორის ძალაუფლების აღიარებაში ვლინდებოდა. ამ პერიოდიდან შემორჩენილია ასევე მიკენური ტიპის თიხის ნაკეთობების ნიმუშები და ციკლოპური ქვის წყობით ნაგები შენობები, რაც მის მიკენურ კულტურასთან მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. არსებობს ასევე იმდროინდელ კრეტასთან ვაჭრობის დამადასტურებული არქეოლოგიური აღმოჩენებიც.
რკინის ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვიპროსზე ქალაქ სახელმწიფოების ჩამოყალიბებას კლასიკური ხანის ავტორები ძირითადად ტროას ომის გმირებს მიაწერენ. მაგალითად: სალამინის დაარსება მიეწერება აიაქსის ძმა ტევკრის, ხოლო პაფოსის დაარსება აგაპენორს.
ძვ. წ. VIII საუკუნეში ფინიკიელებმა კვიპროსზე დააარსეს რამდენიმე ქალაქიმ, მათ შორის დღევანდელი ლარნაკა.
ანტიკური ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველ წერილობით წყაროებში კვიპროსი მოხსენიებულია ასურეთის მმართველობის ქვეშ. კიტიონში 1845 წელს აღმოჩენილ სტელაზე აღნიშნულია ძვ. წ. 709 წელს სარგონ II–ის (ძვ. წ. 721–705) შვიდ მეფეზე გამარჯვება. ასარხადონის წარწერებში (ძვ. წ. 673/2) ასევე ნახსენებია კვიპროსის 10 მათგან სანაპირო ზოლზე: სალამინი, კიტიონი, ამათუსი, კურიონი, პაფოსი და სოლი; ხოლო კუნძულის სიღრმეში: ტამასოსი, ლედრა, იდალიუმი და ჩიტრი.
კვიპროსმა დაახლოებით ძვ. წ 669 წლისთვის დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ეგვიპტემ დაიპყრო ამასის II–ს (ძვ. წ. 570–526/525) მმართველობის დროს. შემდეგ კუნძული ძვ. წ. 545 წელს აქემენიანთა იმპერიამ დაიპყრო, მარიონში აღმოჩენილია იმ ხანის სპარსული სასახლის ნანგრევები. ძვ. წ. IV საუკუნის დასაწყისში სალამისის მეფემ ეუაგორას I–მა შეძლო მთელს კუნძულზე კონტროლის დამყარება და ცდილობდა სპარსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას. კიდევ ერთ აჯანყებას ადგილი ჰქონდა ძვ. წ. 350 წელს, თუმცა ის აჯანყება არტაქსერქსე III ძვ. წ. 344 წელს ჩაახშო.
ძვ. წ. 321–58 წლებში კუნძული მოქცეული იყო პტოლემეების დინასტიის წარმომადგენლების მართველობის ქვეშ. ამ პერიოდში კუნძულს განსაკუთრებით მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ათენსა და ალექსანდრიასთან. პტოლემეების მმართველობის დროს მოხდა კუნძულის ელინიზაცია. ამ პერიოდში დაარსდა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის არსინოია.
სტრაბონის მიხედვით, კვიპროსი რომის პროვინცია ძვ. წ. 58 წელს გახდა. მარკუს ანტონიუსმა კვიპროსი კლეოპატრას გადასცა, თუმცა აქციუმის ბრძოლაში (ძვ. წ. 31) დამარცხების შემდეგ ის ისევ რომის მფლობელობაში დარჩა.
ითვლება, რომ კუნძულზე ქრისტიანობა პავლე მოციქულმა იქადაგა. 431 წლის ეფესოს საეკლესიო კრებაზე, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიამ ანტიოქიის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
შუა საუკუნეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომის იმპერიის გაყოფის შემდეგ, კვიპროსი ბიზანტიის იმპერიის ნაწილი გახდა. 650 წელს კვიპროსზე არაბები შეიჭრნენ.
688 წელს იუსტინიანე II–მ და აბდულ–მალიკ იბნ მერვანმა მიაღწიეს უპრეცედენტო შეთანხმებას, რომლის ძალითაც შემდგომი 300 წელი კვიპროსს ერთობლივად განაგებდნენ არაბებიდა ბიზანტიელები, მიუხედავად მათ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებიდსა.
965 წელს ნიკიტა ხალკუცამ კუნძული ბიზანტიისთვის დაიმორჩილა. 1185 წელს კუნძულის ბოლო ბიზანტიელი მმართველი ისააკ კომნინი იმპერატორის ტიტულის მოსაპოვებლად აჯანყდა. მისი აჯანყება წარუმატებელი აღმოჩნდა თუმცა მან კუნძულის შენარჩუნება მოახერხა. კომნინმა წარმატების მიღწევა სიცილიის სამეფოსა და ეგვიპტის სასულთნოს დახმარებით შეძლო.
XII საუკუნეში კუნძული ჯვაროსნების სამიზნე გახდა. 1191 წლის 1 ივნისს ლიმასოლში რიჩარდ I ლომგული არმიით ჩავიდა და აიძულა ისააკი დაეტოვებინა ლიმასოლი. ისააკი დანებდა და კუნძულის კონტროლი ინგლისის მეფეს დაუთმო. რიჩარდმა კუნძული ტამპლიერებს მიჰყიდა, რის შემდეგაც მასზე ფრანგები შეიჭრნენ და კვიპროსის სამეფო დააარსეს.
რენესანსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამორი II–მ კვიპროსის მეფის ტიტული და გვირგვინი მიიღო საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ VI–სგან. კვიპროსზე ლათინური მოსახლეობა უმცირესობას წარმოადგენდა და ისინი ძირითადად ნიქოზიასა და სანაპირო ზოლში მდებარე ქალაქებში ცხოვრობდნენ. კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიას შენარჩუნებული ჰქონდა არსებობის უფლება, თუმცა კათოლიკური ეკლესია ჩაყენებული იყო უპირატეს მდგომარეობაში და სარგებლობდა ყველა პრივილეგიით.
იერუსალიმის სამეფოს მსგავსად კვიპროსზეც მოქმედებდა უმაღლესი სასამართლო. კუნძული უფრო მდიდარი და ფეოდალურად განვითარებული იყო ვიდრე იერუსალიმი. კუნძულზე ყველაზე გავლენიანი ვასალები იყვენენ იბელების წარმომადგენლები. კვიპროსის მეფეები ხშირად იყვნენ დაპირისპირებულები იტალიელ ვაჭრებთან, რადგან კვიპროსი თანდათან გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. 1291 წელს განსაკუთრებით აკოს დაცემის შემდეგ.
XIV საუკუნეში კუნძულზე თანდათან გაძლიერდა გენუელი ვაჭრების გავლენა. ამიტომაც დიდი განხეთქილების დროს იმ იმედით, რომ ფრანგები კვიპროსიდან იტალიელებს გფანდევნიდნენ, კვიპროსმა ავინიონის პაპს დაუჭირა მხარი.
1426 წლიდან, კვიპროსის მამლუქების მოხარკე სახელმწიფო გახდა. კვიპროსის მონარქებმა საბოლოოდ დაკარგეს გავლენა და 1489 წელს ბოლო დედოფალი კატერინა კორნარო იძულებული გახდა კუნძული ვენეციის რესპუბლიკისთვის მიეყიდა. შემდგომი პერიოდი ხასიათდება ოსმალების ხშირი შემოსევებით, რომლებმაც კუნძული საბოლოოდ 1571 წელს დაიპყრეს.
ოსმალეთის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბერძნეთის ოსმალეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში კვიპროსიც მონაწილეობდა. 1821 წლის 9 ივლისს 486 კვიპროსელი ბერძენი აჯანყებაში მონაწილეობისთვის სიკვდილით დსაჯეს. მათ შორის ოთხი ეპისკოპოსს და რამდენიმე გამოჩენილი ადამიანს. ველა მათგანს ნიქოზიის ცენტრში მოკვეთეს თავი, ხოლო მთავარეპისკოპოსი კიპრიანუსი ჩამოახრჩვეს. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა კვიპროსის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და ბერძნებთან სიახლოვის სურვილი, რამაც წარმოშვა მოძრაობა ენოსისი (ბერძ. Ένωσις, "კავშირი").
1830 წელს საბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კვიპროსი ისევ რჩებოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ოსმალეთს კვიპროსის დატოვება 1878 წელს რუსეთ–თურქეთის ომის შემდეგ მოუწია, თუმცა კუნძული კვიპროსის კონვენციის საფუძველზე გაერთიანებულ სამეფოს გადასცა, ამავდროულად კვიპროსზე სუვერენიტეტი ისევ ოსმალეთის იმპერიას რჩებოდა. ეს მდგომარეობა გაგრძელდა 1914 წლამდე, როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ პირველ მსოფლიო ომში თურქეთს ომი გამოუცხადა და კვიპროსის ცალმხრივი ანექსია მოახდინა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიდო ლოზანის საზავო ხელშეკრულება რითიც თურქეთმა კვიპროსზე საბოლოოდ თქვა უარი.
თანამედროვე ეპოქა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1955–59 წლებში ენოსისის იდეის მხარდასაჭერად შეიქმნა ორგანიზაცია ეოკა, რომელსაც გეორგიოს გრივასი ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციამ ვერ მიაღწია საბერძნეთთან კვიპროსის შეერთებას, თუმცა ხელი შეუწყო კვიპროსის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას.
1960 წლის კონსტიტუცია განსაზღვრავდა, რომ კვიპროსის ვიცეე–პრეზიდენტი და პარლამენტის შემადგენლობაში მინიმუმ 30% უნდა ყოფილიყო კვიპროსელი–თურქების წარმომადგენელი. მთავარეპისკოპოსი მაკარიოს III იქნებოდა პრეზიდენტი, ხოლო ფაზილ კიუჩიუკი ვიცე–პრეზიდენტი.
კვიპროსელ ბერძნებსა და თურქებს შორის დაპირისპირებები მალე გადაიზარდა ბრძოლებში. 1964 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იძულებული გახდა კუნძულზე სამშვიდობო ძალები შეეყვანა, რომლებიც დღემდე ასრულებენ მოვალეობას. 1974 წელს, საბერძნეთის სამხედრო ხუნტის დახმარებით კვიპროსელმა ბერძნებმა წამოიწყეს პუტჩი. საპასუხოდ თურქეთი კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში შეიჭრა.
ჩრდილოეთი კვიპროსის არაღიარებული სახელმწიფოს შექმნა გამოცხადდა 1975 წელს. 2002 წლიდან გაეროს სეკრეტარმა კოფი ანანმა კუნძულის გაერთიანებისთვის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი წამოიწყო. გაეროსა და აშშ–ს ძალისხმევით 2004 წელს შეიქმნა გაერთიანების გეგმა, თუმცა კვიპროსელმა გეგმა უარყვეს. 2004 წელს კვიპროსი გახდა ევროპის კავშირის წევრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- C. D. Cobham, Excerpta Cypria: materials for a history of Cyprus (Cambridge 1908). Nice Collection of written sources.
- D. Hunt, Footprints in Cyprus (London, Trigraph 1990).
- Vassos Karageorghis, Cyprus (1969). Includes bibliography.
- Veronica Tatton-Brown, Cyprus BC: 7000 years of history (London, British Museum 1979).
- Stuart Swiny, Earliest Prehistory of Cyprus (American School of Oriental Research 2001) ISBN 0-89757-051-0
- J. M. Webb/D. Frankel, "Characterising the Philia facies. Material culture, chronology and the origins of the Bronze Age in Cyprus" in American Journal of archaeology 103, 1999, 3-43.
- S. Gitin/A. Mazar/E. Stern (eds.), Mediterranean peoples in transition, thirteenth to early 10th century BC (Jerusalem, Israel exploration Society 1998). Late Bronze Age and transition to the Iron Age.
- J. D. Muhly, "The role of the Sea People in Cyprus during the LCIII period. In: Vassos Karageorghis and J. D. Muhly (eds), Cyprus at the close of the Bronze Age (Nicosia 1984), 39-55. End of Bronze Age
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Strange, John (1980). Caphtor : Keftiu : a new investigation. Leiden: Brill, გვ. 167. ISBN 978-90-04-06256-6.
|