ავტონომიური რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ავტონომიური რეგიონისუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნებში შემავალი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც გააჩნია ტერიტორიული ავტონომიის განსაზღვრული დონის კონკრეტული სამართლებლივი სტატუსი. ავტონომიური რეგიონი უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებისგან შემდგარ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელშიც მათ გააჩნიათ საკუთარი ენა, რელიგია, კონსტიტუცია და სამართლებლივი სისტემა, განსხვავებით იმ ქვეყნისგან, რომლის შემადგენლობაშიც ავტონომიური რეგიონი იმყოფება. ზოგიერთ მათგანს საკუთარი ვალუტაც კი გააჩნია. ავტონომიური რეგიონი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია, მას გააჩნია ფართე უფლებები ეკონომიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, კულტურაში და სხვა, საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის გარდა.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ტერიტორიული ერთეულის სია, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობის აზრით, აქვთ ავტონომიური რეგიონის სტატუსი: