აგაპენორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგაპენორი (ბერძნ. Ἀγαπήνωρ -ορος, ὁ) — არკადიელთა წინამძღოლი ტროას ომში.[1] იგი იყო ერთ-ერთი, ვინც ტროას ცხენში დაიმალა.[2]

უკან დაბრუნებისას ის შტორმა კვიპროსის სანაპიროზე გარიყა. სადაც მან დააარსა ქალაქი პაფოსი და ააშენა იქ აფროდიტეს ცნობილი ტაძარი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Schmitz, Leonhard (1867), „Agapenor“, Smith, William, Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology, 1, Boston, pp. 59, http://www.ancientlibrary.com/smith-bio/0068.html
  2. Homer, The Iliad, translated by Richmond Lattimore, 1951
  3. Pausanias, 8. 5. § 2, &c.