კატარის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
QAT orthographic.svg

კატარის ისტორია იწყება ადამიანის მიერ მისი პირველად დასახლებიდან და გრძელდება თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებამდე. კატარზე ადამიანის პირველი მკვიდრობა 50,000 წლის წინ თარიღდება. ნახევარკუნძულზე აღმოჩენილია ქვის ხანის დასახლებები და იარაღები. მესოპოტამია იყო ცივილიზაცია ნეოლითური პერიოდის განმავლობაში, რაც დასტურდება სანაპირო დასახლებებთან ენეოლითური პერიოდის წარმოშობის თიხის ჭურჭლის აღმოჩენებით.

ნახევარკუნძულზე დასახლებული ხალხი სხვადასხვა იმპერიის ბატონობის ქვეშ აღმომჩნდარა ადრეულ წლებში, მათ შორის სელეუზიდის, პართელების და სასანიდების. ახ.წ. 628, მას შემდეგ, რაც მუჰამედმა აღმოსავლეთ არაბეთის სასანიდ მმართველს იბნ სავას მოციქული გაუგზავნა და სარწმუნოება უქადაგა, მოსახლეობამ ისლამი აღიარა. მე-8 საუკუნისთვის ნახევარკუნძული მარგალიტებით ვაჭრობის ცენტრად ითვლებოდა. აბასიანების ეპოქამ კი რამდენიმე დასახლება აღზარდა. მას შემდეგ რაც 1783 წელს ბანი უთბამ და სხვა არაბულმა ტომებმა დაიპყრეს ბაჰრეინი, ალ-ხალიფამ ბაჰრეინსა და ყატარზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მათი ხელისუფლება დაამყარა.

საუკუნეების მანძილზე კატარი იყო ვაჰჰაბის ნაჯდისა და ალ-ხალიფას შორის სადავო ტერიტორია. ოსმალებმა 1871 წელს გააფართოვეს თავიანთი იმპერია აღმოსავლეთ არაბეთში. 1915 წელს კი პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დატოვეს იგი. 1916 წელს კატარი მოექცა ბრიტანეთის მფარველობის ქვეშ და აბდულა ალ თანიმ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის გათვალისწინებით მას ტერიტორიაზე უნდა შემოეშვა ბრიტანეთი. სანაცვლოდ მთელ ტერიტორიას ზღვიდან მოსალოდნელი ყველა აგრესიისგან და ხმელეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში კატარს დაიცავდნენ ბრიტანელები. 1935 წელს ხელშეკრულება უფრო გაფართოვდა. 75 წლიანი ნავთობის მოპოვების უფლება მიენიჭა კატარის ნავთობკომპანიას. 1940 წელს კი მაღალი ხარისხის ნავთობი აღმოაჩინეს დუკანში.

1950-იან და 1960-იან წლებში ნავთობის შემოსავლებმა გაზარდა კეთილდღეობა, დააჩქარა იმიგრაცია და მნიშვნელოვანი სოციალური პროგრესი იგრძნო მოსახლეობამ. დაიწყო ქვეყნის თანამედროვე ისტორია. მას შემდეგ, რაც 1968 წელს ბრიტანეთმა სპარსეთის ყურის საექსპოზიციო ურთიერთობების ხელშეკრულების ვადების ამოწურვის მოახლოვება გამოაცხადა, კატარი შეუერთდა სხვა რვა ქვეყანას ბრიტანეთის დაცვის ქვეშ იმ გეგმით, რომ შეექმნა არაბეთის ემირატების ფედერაცია. 1971 წლის შუა ხანებში, ბრიტანეთის ხელშეკრულების ურთიერთობის შეწყვეტის თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, არსებულმა ცხრა წევრმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შეთანხმებას კავშირის თვალსაზრისით. შესაბამისად, 1971 წლის 3 სექტემბერს კატარმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1995 წლის ივნისში დეპუტატი ჰამად ბინ ხალიფა გახდა ახალი ემირი მამამისის, ხალიფა ბინ ჰამადის ხელისუფლების უსისხლოდ გადატრიალების შემდეგ. ემირმა მეტი უფლებები მისცა ლიბერალურ პრესას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც საპარლამენტო არჩევნების შემადგენელს. ახალი კონსტიტუცია დამტკიცდა საჯარო რეფერენდუმის გზით 2003 წლის აპრილში და ძალაში შევიდა 2005 წლის ივნისში.

პალეოლითური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური მტკიცებულებები კატარის ნახევარკუნძულს ადამიანთა დასახლებას 50,000 წლით ათარიღებს, როდესაც ქვის ხანის მოსახლეობის პატარა ჯგუფები სეზონურ თავშესაფრებს იგებდა. ამ დროს სპარსეთის ყურე ჩვეულებრივი მიწა იყო მდინარის ხეობით. კატარის თანამედროვე ტერიტორია მაშინ არ იყო ნახევარკუნძული და არც რამე რელიეფი გააჩნდა, არამედ იგი იყო არაბეთიდან სპარსეთის ყურემდე გაჭიმული მასიური მიწის ნაკვეთი და ის სავარაუდოდ მხოლოდ ზამთრის საძოვრებად გამოიყენებოდა მონადირე-შემგროვებლებისთვის, რომლებიც სარგებლობდენ სპარსეთის ყურის ხეობის უფრო ნაყოფიერი მიწით.

1961 წელს, ნახევარკუნძულზე ჩატარებულმა დანიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 122 ადგილზე გამოავლინდა დაახლოებით 30 000 ქვის იარაღი. უბნების უმრავლესობა სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარეობდა და ფლიფტის ტიპოლოგიაზე დაფუძნებულ ოთხ სხვადასხვა კულტურულ ჯგუფად დაიყო. აღმოაჩინეს მაკროლითური იარაღები, როგორიცაა ქვედა და შუა პალეოლითური პერიოდის საჭრეთელები, მშვილდ-ისრები და ნაჯახები.

სპარსეთის ყურის წყლით დაფარვა 8000 წლის წინ მოხდა, რის შედეგადაც სპარსეთის ყურეში მცხოვრები ხალხი კატარზე გადავიდა. ახალმოსახლეებმა თავიანთი რესურსები გამოიყენეს სანაპირო რესურსების კაპიტალდაბანდებისთვის. ამ ხნის მანძილზე კატარი რეგულარულად გამოიყენებოდა საუდის არაბეთში ნაჯდისა და ალ-ჰასას რეგიონების მომთაბარე ტომების იალაღებად, და მთელი რიგი სეზონური ნაგებობების წყლის რესურსების გარშემო ასაშენებლად.

ოსმალეთის კონტროლი (1871-1915)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი დოჰა

1871 წელს ოსმალეთის იმპერია აღმოსავლეთ არაბეთში გაფართოვდა. ალ-ჰაას სანაპიროზე თავიანთი ხელისუფლების გამყარების შემდეგ მათ კატარისკენ გაიწიეს. ალ ბიდა მალევე გამოცხადდა როგორც ბედუინების ოპერაციების დამფუძნებელი, ოსმალების/ოტომანების მომაბეზრებელი დევნა დაიწყო სამხრეთში და ქუვეითის აბდულა II ალ-საბა გაგზავნეს ქალაქში, რათა უზრუნველეყო ოსმალეთის ჯარების მიღება. მან კატარში თან წაიღო ოთხი ოსმალეთის დროშა ყველაზე გავლენიანი პიროვნებებისთვის. მოჰამედ ბინ თანმა მიიღო საჩუქარი დროშა, მაგრამ მან იგი ალ ვაკრაში გაგზავნა და თავის სახლზე ადგილობრივი დროშით გააგრძელა ცხოვრება. ჯასიმ ბინ მუჰამედმა მიიღო დროშა და თავის სახლზე ააფრიალა. მესამე დროშა გადაეცა ალი ბინ აბდულ აზიზს, ალ-ხორის მმართველს.

ბრიტანეთმა იგრძნო საფრთხე თავიანთი ინტერესებისთვის და უარყოფითად უპასუხა ოსმალეთის წინსვლას. მათი პროტესტის ურეაქციოდ დატოვების შემდეგ ბრიტანელებმა 1871 წლის 19 ივლისს საბრძოლო გემი „ჰიუ როუზი“ ჩამოიყვანეს კატარის კუნძულზე. სიტუაციის შესწავლის შემდეგ სპარსეთის ყურის ასისტენტმა, პოლიტიკურმა მკვიდრმა სიდნი სმიტმა აღმოაჩინა, რომ კატარზე დროშების აღიმართვაში ძალდატანება არ მომხდარა. კეთილგანწყობის შემდგომი განვითარების მიზნით, ჯასიმ ბინ მუჰამედი, რომელმაც ამ პერიოდში თავისი მამის როლს ასრულებდა, 1874 წლის დეკემბერში ოსმალებს ალ-ბიდაში 100 ჯარისა და აღჭურვილობის გაგზავნის უფლება მისცა. 1872 წლის იანვრამდე ოსმალებმა კატარი თავიანთ სამფლობელოში შეიყვანეს. იგი ხელახლა ჩამოყალიბდა ნაჯიდის პროვინციად რომელიც სანჯაკის კონტროლის ქვეშ იქნებოდა. ჯასიმ ბინი მოჰამედი დაინიშნა რაიონის ქვე-გუბერნატორად, ხოლო დანარჩენი სხვა კატარელები უფლებამოსილი იყვნენ თავიანთი პოზიციები შეენარჩუნებინათ ახალ მთავრობაში.

ჩარლზ გრანტმა, ასისტენტმა და პოლიტიკურმა რეზიდენტმა, არასწორი მოხსენება გააკეთა, თითქოსდა ოსმალებმა ქატიფიდან ზუბარაჰზე გაგზავნა 100 მეომარი 1873 წლის აგვისტოში ჰოსეინ ეფენდის ბრძანებით. ბაჰრეინის შეიხი უარყოფითად გამოეხმაურა, რადგან ზუბარას ალ ნიუიმის ტომმა, ხელი მოაწერა შეთანხმებას აღნიშნულ საკითხზე. შეიხთან დაპირისპირების შემდეგ გრანტი პოლიტიკურ რეზიდენტად ედვარდ როსს უწოდებს. როსმა შეატყობინა შეიხს, რომ მას არ ჰქონდა ყატარის მოსახლეობაზე რამე უფლება. სექტემბერში კი შეიხმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სუვერენიტეტი ქალაქსა და ტომის მიმართ. გრანტმა ისევ საპირისპირო მოახსენა, რომ ბაჰრეინის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ამ საკითხს არ შეხებიან. ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა გამოთქვა თავისი მოსაზრება და განაცხადა, რომ ბაჰრეინის შაჰმა უნდა შეინარჩუნოს კონტინენტის გართულებებში ჩაურევლობა.

კიდევ ერთი შანსი გაჩნდა ალ-ხალიფასთვის, რომ განეახლებინა 1874 წელს ზუბარაჰზე გამოთქმული პრეტენზია, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერი ნასირ ბინ მუბარაკი კატარისკენ გადავიდა. ალ ხალიფამ მიიჩნია, რომ მუბარაქი, ჯასიმ ბინ მუჰამედის დახმარებით ზუბარაჰში მცხოვრები ალ-ნიუიმის ტომის დასამორჩილებლად მიდიოდა. საბოლოოდ ბაჰრეინის საბრძოლო ძალები ზუბარაჰში გადაგზავნეს, რაც დიდი ბრიტანეთის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ შეიხმა თავისი თავი შარში გახვია. ედვარდ როსმა დაუფარავად ურჩია შეიხს მთავრობის საბჭოს გადაწყვეტილებისთვის დაეჯერებინა, რომ შეიხი არ ჩარეულიყო კატარის საქმეში. ხალიფა მაინც დარჩა ალ-ნიუიმთან კავშირში ტომის 100 კაციანი ჯგუფით და თავისი არმია და ფინანსური დახმარების შეთავაზებით. ჯაზიმ ბინ მუჰამედი თავისი არმიის კარგ რეპუტაციაზე ზრუნავდა. მან ჯარიდან გააძევა ტომის ზოგიერთი წევრი, რომლებიც 1878 წელს ალ ბადასთან ახლოს მდებარე ხომალდებს დაესხნენ თავს.

კატარის ტომელების ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯასიმ ბინ მუჰამედმა განაგრძო ოსმალეთის მხარდაჭერა. თუმცა, მხარეებს შორის პარტნიორობის გაუმჯობესების ნიშნები არ ყოფილა და ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა. კერძოდ, ოსმალებმა უარი თქვეს 1882 წლის ექსპედიციაში ჯასიმისთვის დახმარების გაწევაზე. გარდა ამისა, ოსმალებმა მხარი დაუჭირეს მოჰამედს ბინ აბდულ ვაჰაბის გადაწყვეტილებას, რომელიც შეეცადა 1888 წელს ჯასიმ ბინ მოჰამედს დახმარებოდა.

ალ ვაჯბაჰის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1893 წლის თებერვალში მეჰმედ ჰეიფის ფაშა კატარში ჩავიდა მიუღებელი გადასახადების მოსაკითხად და ჯასიმ ბინ მოჰამედის იმ შემოთავაზების გამო, რომელიც ოსმალითის ადმინისტრაციული რეფორმების გატარებას იმიზნავდა. ეშინოდა რა, რომ მას სიკვდილი ან პატიმრობა ემუქრებოდა, ჯასიმ ბინ მოჰამედი გადავიდა ალ ვაჯბაჰში, დოჰადან დასავლეთით 10 მილის დაშორებით. მას თან ახლდა ტომის რამდენიმე წევრი. მეჰმედმა მოითხოვა დაეშალა თავისი ჯარი და ერთგულება გამოეცხადებინა ოსმალებისთვის. თუმცა, ჯასიმ ბინ მუჰამედი შეუვალი დარჩა ოსმალეთის ხელისუფლებისთვის. 1893 წლის მარტში მეჰმედმა დააპატიმრა მისი ძმა აჰმედ ბინ მოჰამედ ალ თანი 13 ცნობილ ლიდერთან ერთად. მას შემდეგ, რაც მეჰმედმა უარი თქვა ათი ათასი ლირის საფასურად ტყვეების გათავისუფლებაზე , მან ბრძანება გასცა და დაახლოებით 200 ოსმალო ჯარისკაცი გაგზავნა იუსუფ ბუშის ციხესიმაგრეში, ალ ვაჯბაჰში იუსუფ ეფენდის ზედამხედველობით.

ოსმალებმა სრული დამოუკიდებლობა ვერ მოიპოვეს, ბრძოლამ მხარეები იძულებული გახადა ხელშეკრულება დაედოთ. აღნიშნული ხელშეკრულება, მოგვიანებით, იმპერიის ფარგლებში კატარის ავტონომიურ ქვეყნად წარმოშობის საფუძველი გახდა.

ბრიტანეთის მფარველობა (1916-1971)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალებმა ოფიციალურად უარი თქვეს 1913 წელს კატარის სუვერენიტეტზე და 1916 წელს ახალმა მმართველმა აბდულა ბას ჯასიმ ალ თანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებაზე. ამგვარად, განისაზღვრა კანონმდებლობის გავრცელების არეალი. ეს იმას ნიშნავდა, რომ კატარმა გააუქმა თავისი ავტონომია საგარეო ურთიერთობებში, როგორიცაა ძალაუფლების დათმობის უფლებამოსილება და სხვა საქმეები, სანაცვლოდ საგარეო საფრთხეებისგან ბრიტანეთის მხრიდან სამხედრო თავდაცვის სანაცვლოდ. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა მონობის, მეკობრეობისა და ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვის დებულებებს, მაგრამ ბრიტანეთი არ იყო მკაცრი ამ დებულებების აღსრულების შესახებ.

ბრიტანეთის დაცვის ქვეშ კატარის შესვლის მიუხედავად, აბდულა ბას ჯასიმის პოზიცია მაინც არასაიმედო იყო. ხსენებულმა ტომებმა უარი თქვეს ხარკის გადახდაზე. ოჯახები, რომელთაც ეს უარი აზარალებდათ, მის წინააღმდეგ წამოემართნენ. და ბას ჯასიმმა იგრძნო თავისი დასუსტება ბაჰრეინის და ვაჰაბის ძალებთან შედარებით. ალ თანი ძირითადად მარგალიტებით მოვაჭრე იყო და დამოკიდებული იყო სხვა ტომებზე. მიუხედავად აბდულა ბინ ჯასიმის მიერ სამხედრო დახმარების იარაღის და სესხის მრავალგზის მოთხოვნისა, დიდი ბრიტანეთი არ ჩართულა შიდა საქმეებში. ბრიტანეთის პასიურობა შეიცვალა 1930-იან წლებში, როდესაც რეგიონის ნავთობის დათმობაზე კონკურენცია გააქტიურდა.

ნავთობის საბურღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონული ტერიტორიული დავების ფონდებში ნავთობზე მოხმარების საკითხმა ტერიტორიული საზღვრების ჩამოყალიბების აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. პირველი ნაბიჯი გაკეთდა 1922 წელს უქირის სასაზღვრო კონფერენციაზე იბნ საუდთან კამათში, როდესაც მაიორ ფრანკ ჰოლმსი, კატარში ნავთობის მოთხოვნას ცდილობდა. სერ პერსი კოქსმა, ბრიტანელმა წარმომადგენელმა, იგრძნო შეთქმულება და ხაზი გაუსვა რუკაზე, რომლითაც კატარის ნახევარკუნძული გამოყო კონტინენტიდან.

ნავთობის პირველი გამოკვლევა 1926 წელს, გეორგ მარტინი ლეის ხელმძღვანელობით მოხდა, გეოლოგმა ანგლო სპარსული ნავთობის კომპანიასთან დადო ხელშეკრულება, მაგრამ ნავთობი ვერ მოიძებნა. ნავთობის საკითხმა კვლავ წამოყო თავი 1933 წელს ბაჰრეინის ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ. ლისმა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში კატარი კვლავ უნდა დაფინანსდეს ნავთობის გამოსაკვლევად. 1935 წლის 17 მაისს გრძელვადიანი მოლაპარაკებების შემდეგ, აბდულა ბინ ჯასიმმა ხელმოწერისთვის 400 ათასი დოლარის სანაცვლოდ 75 წლიანი ანგლო-სპარსეთის ხელშეკრულება გააფორმა.

1936 წელს ბაჰრეინი განაგრძობდა კუნძულებზე მმართველობას. ყველაზე დიდი კუნძული იყო ჰავარის კუნძულები, რომელიც მდებარეობს კატარის დასავლეთ სანაპიროზე. ჰავარის კუნძულებზე ბაჰრეინს ადრევე შექმნილი ჰქონდა პატარა სამხედრო გარნიზონი. ბრიტანეთმა ბაჰრეინის პრეტენზია აბდულაჰ ბინი ჯასმის წინააღმდეგ დააკმაყოფილა, რადგან ბაჰრეინის შეიხის მრჩეველმა შეძლო ბრიტანელი მაღალჩინოსნები დაერწმუნებინა სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბებული დოკუმენტით. 1937 წელს ბაჰრეინმა კვლავ წინადადებით მიმართა მიმდინარე პროცესებიდან ცალკე მდგომ ქალაქ ზუბარას, მას შემდეგ, რაც ალ-ნიუიმების ტომთან დავაში ჩაერია. აბდულა ბინ ჯასიმმა დიდი, მძიმედ შეიარაღებული ძალები გამოგზავნა და ალ-ნიუიმი დაამარცხა. ბრიტანეთის პოლიტიკურმა რეზიდენტმა ბაჰრეინში მხარი დაუჭირა ყატარის პრეტენზიას და გააფრთხილა ბაჰრეინის მმართველი ჰამად იბნ ისა ალ ხალიფა, რომ არ ჩარეულიყო სამხედრო მოქმედებებში. ზუბარაჰის დაკარგვით გაბრაზებულმა ჰამად იბნ ისამ მძიმე ემბარგო დააწესა ვაჭრობასა და კატარზე მოგზაურობაზე.

1938 წლის ოქტომბერში დიუკანში პირველი ნავთობის ჭაბურღილები ამუშავდა და ერთი წლის შემდეგ მიადგნენ ზედა იურული კირქვის ნავთობს. ბაჰრეინის საბადო იყო საუდის არაბეთის დმამის ველის მსგავსი, რომელიც უფრო ადრე, სამი წლის წინ აღმოაჩინეს. წარმოება შეჩერდა 1942-1947 წლებში მეორე მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში, რადგან ომმა გამოიწვია საკვები პროდუქტების მიწოდების გართულება. კატარზე 1920-იან წლებში გახანგრძლივებული ომიანობის გამო ეკონომიკური კრიზისი იყო დაიწყებული, რამაც მარგალიტებით ვაჭრობის ჩამოშლა გამოიწვია. მდგომარეობა გაუარესდა 1930 წელს დაწყებული დიდი დეპრესიის და ბაჰრეინის ემბარგოს გამოც. ისევე, როგორც წინა პერიოდებში ხდებოდა ხოლმე, არახელსაყრელი საარსებო პირობების გამო ბევრი ოჯახი და ტომი გადავიდა სპარსეთის ყურის სხვა ადგილებში და ამის გამო მრავალი სოფელი დაცარიელდა კატარზე. აბდულა ბინ ჯასიმმა მისი საყვარელი მეორე ვაჟი ჰამად ბინ აბდულა ალ თანი მემკვიდრედ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, 1948 წელს ჰამად ბინ აბდულას სიკვდილმა გამოიწვია მემკვიდრეობის კრიზისი, რომელშიც ძირითადი კანდიდატები იყვნენ აბდულა ბინ ჯასიმის უფროსი ვაჟი ალი ბინ აბდულა ალ თანი და ჰამად ბინ აბდულას თინეიჯერი შვილი ხალიფა ბინ ჰამად ალ თანი.

ნავთობის ექსპორტი და გადასახადები ოფშორული უფლებებისთვის 1949 წელს დაიწყო და კატარის ცხოვრებაში გარდატეხა აღინიშნა. ნავთობის შემოსავლები მკვეთრად გარდაქმნიდა ეკონომიკასა და საზოგადოებას და ასევე გაითვალისწინებდა ადგილობრივ დავებსა და საგარეო ურთიერთობებს. ცხადი გახდა აბდულა ბინ ჯასიმისთვის, როდესაც რამდენიმე ნათესავი შეიარაღებული დაპირისპირებით დაემუქრა, თუ მათზე გადაცემული რეგულარული თანხები არ გაიზრდებოდა. ასაკოვანმა და შეშფოთებულმა აბდულა ბინ ჯასიმმა 1949წელს ბრიტანეთს მიმართა.

ბრიტანეთის პროტექტორობის ქვეშ 1950-იან წლებში შეიმჩნეოდა სახელმწიფო სტრუქტურების და საჯარო სამსახურების განვითარება. ალი ბინ აბდულა თავდაპირველად თავს იკავებდა რომ ძალაუფლება ვინმესთვის გაეყო. ძალაუფლება კი თავის ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც უმწიფარი ბიუროკრატიით იყო დაკომპლექტებული და ძირითადად გარედან იმართებოდა. ალი ბინ აბდულას მზარდმა ფინანსურმა სირთულეებმა და ნავთობის მუშაკების უმართავმა გაფიცვებმა ალი ბინ აბდულა ბრიტანეთისკენ მიაბრუნა. პირველი ოფიციალური ბიუჯეტი მას ბრიტანელმა მრჩეველმა შეადგენინა. 1954 წლისთვის კი კატარის მთავრობა 41 თანამშრომელს ითვლიდა.

პროტესტები და რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი სტატია: კატარის ეროვნული ერთიანობის ფრონტი 1950-იან წლებში დიდი ბრიტანეთისა და მმართველი ოჯახის გაერთიანების გამო მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დიდი ტალღა წამოვიდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია 1956 წელს ჩატარდა. მასში მონაწილე 2000 ადამიანის უმრავლესობა მაღალი რანგის არაბთა ეროვნულ ძალებთან და უკმაყოფილო ნავთობკომპანიებთან თანამშრომლობდა. 1956 წლის აგვისტოში კიდევ ერთი პროტესტის მონაწილეებმა ეგვიპტის დროშების ქნევითა და ანტიკოლონიის ლოზუნგებით გამოხატეს საკუთარი უკმაყოფილება. 1956 წლის ოქტომბერში პროტესტის ნიშნად სპარსეთის ყურეზე გამავალი ნავთობსადენები დააზიანეს ბულდოზერით. ეს კი დიდი დარტყმა იყო ბრიტანეთის პოლიციის გასანადგურებლად, რომელიც 1949 წელს დაარსდა. დემონსტრაციებმა ალი ბინ აბდულა აიძულა პოლიციის მიმართ პირადი უფლებამოსილება და მხარდაჭერა გამოხატა. ეს იყო მისი მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი ცვლილება ბედუინი მებრძოლების მიმართ.

საზოგადოებრივი სამსახურები 1950-იან წლებში ნელა ვითარდებოდა. 1953 წელს გაიხსნა პირველი სატელეფონო სადგური, 1954 წელს პირველი სადეზინფექციო ქარხანა და 1957 წელს პირველი ელექტროგადამცემი ქარხანა. ასევე, ამ დროისთვის ააგეს დოკი, საბაჟო საწყობი, თვითმფრინავი და პოლიციის შტაბი. 1950-იან წლებში მმართველი ოჯახების 150-მა ზრდასრულმა მამაკაცმა მიიღო გრანტი მთავრობისგან. შეიხმა ასევე მიიღო მიწა და თანამდებობა მთავრობის სამსახურში. ეს ძვრები მათ მოტივაციას უმაღლებდა რამდენადაც ნავთობის შემოსავლები იზრდებოდა. თუმცა, როდესაც შემოსავლები შემცირდა 1950-იან წლებში, ალი ბინ აბდულა ვერ გაუმკლავდა ოჯახის ზეწოლას, რომელიც უკმაყოფილო იყო შვეიცარიაში მისი ცხოვრებით, ექსტრავაგანტული ხარჯებითა და სანადირო ვიზიტებით პაკისტანში.

ოჯახური ზეწოლისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ალი ბინ აბდულამ 1960 წელს დატოვა პოსტი და იმის ნაცვლად, რომ ძალაუფლება გადაეცა ხალიფა ბინ ჰამადისთვის, რომელიც მემკვიდრედ ჰყავდა 1948 წელს დასახელებული, მან თავისი ვაჟს, აჰმად ბინ ალის ჩააბარა ძალაუფლება. მიუხედავგაად ამისა, რადგან აჰმად ბინ ალიმ დიდი ხანი გაატარა ქვეყნის გარეთ, ხალიფა ბინ ჰამადს, როგორც მემკვიდრეს, უკვე მნიშვნელოვანი ძალაუფლება ჰქონდა მოპოვებული. მისი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ის, რომ შეიხმა დაფინანსება განვითარების პროექტებისა და სოციალური მომსახურების ხარჯზე გაზარდა. გარდა ამისა, მოწიფულ ალ-თანებს თანამდებობები მისცა მთავრობაში. ამას დაემატა რეჟიმის მიმართ უკმაყოფილება, რომელიც უკვე იგრძნობოდა ნავთობის მუშებსა და დაბალი რანგის ალ თანის შორის. 1963 წლის 19 აპრილს შეიხი აჰმად ბინ ალის ძმისშვილის მიერ აქციის ერთ-ერთ მონაწილის მოკვლის საპასუხოდ შექმნეს ეროვნული ერთობის ფრონტი. როდესაც საუდის მონარქი მმართველი სასახლეში იმყოფებოდა, 1963 წლის 20 აპრილს, შენობის წინ დემონსტრანტები შეგროვდნენ. პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და სამი მომიტინგე მოკლა რადგან იეჭვეს, რომ ეროვნული ერთობის ფრონტი დიდ გაფიცვას აპირებდა. გაფიცვა ორი კვირის მანძილზე გრძელდებოდა და მოსახლეობის უმეტესობა დაზარალდა.

ჯგუფმა იმავე კვირაში გააკეთა განცხადება, სადაც 35 მოთხოვნა იყო ჩამოთვლილი. ისინი ითხოვდნენ სამთავრობო საქმეებში მმართველი ოჯახებისგან ნაკლებ ჩართულობას, ნავთობწარმოებაში დასაქმებულების დაცვას, ვაჭართა პროფესიული კავშირების აღიარებას მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებას და ლიდერების არაბიზაციას. აჰმედ ბინ ალიმ უარყო ამ მოთხოვნების უმეტესობა და სასამართლო პროცესის გარეშე დააპატიმრა 50-მდე ყველაზე ცნობილი ნაციონალური ფრონტის წევრი და მომხრე. მთავრობამ გარკვეული რეფორმები გაატარა ამ მოძრაობის საპასუხოდ. რეფორმები მოიცავდა მიწათმოქმედების სფეროს და სესხების გაცემას ღარიბ ფერმერებზე.

ინფრასტრუქტურა, საგარეო შრომა და ბიუროკრატია 1960-იან წლებში კვლავაც იზრდებოდა ძირითადად ხალიფა ბინ ჰამადის დავალებით. იყო ადრეული მცდელობები კატარის ეკონომიკური ბაზის დივერსიფიკაციაში, კერძოდ, ცემენტის ქარხნის, ეროვნული თევზსაჭერი კომპანიის და მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო კულტურის დამკვიდრებაში. 1961 წელს პირველად გამოქვეყნდა ოფიციალურ გაზეთი, ხოლო 1962 წელს, ეროვნული კანონმდებლობა შემოიღეს.

საემიროების ფედერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს ბრიტანეთმა გამოაცხადა სუეცის აღმოსავლეთთ სამხედრო ვალდებულებების განთავისუფლების სამწლიანი გეგმა. სპარსეთის ყურის საშეიხოს სისუსტის და სიმცირის გამო, ბაჰრეინის, კატარის და ტურესის სანაპიროების მმართველებმა ბრიტანეთის გასვლის შემდეგ შეიქმნეს ფედერაცია. თუმცა მმართველებს შორის იყო სადავო ისეთი საკითხები, როგორიცაა დედაქალაქის ადგილმდებარეობა, კონსტიტუციის შემუშავება და სამინისტროების განაწილება.

აჰმად ბინ ალიმ შემდგომში გამოაცხადა დროებითი კონსტიტუცია 1970 წლის აპრილში, რომელმაც კატარის დამოუკიდებელი არაბული ისლამური სახელმწიფოს ძირითადი კანონად შარიათი აღიარა. ხალიფა ბინ ჰამადი მაისში პრემიერ მინისტრად დაინიშნა. მინისტრთა პირველი საბჭო 1970 წლის 1 იანვარს დამტკიცდა, რომლის ათი წევრი ალ თანი იყო.

კატარის პირველი უნივერსიტეტი 1973 წელს გაიხსნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წლის 1 სექტემბერს ყატარმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში შევიდა ორი დღის შემდეგ. როდესაც აჰმად ბინ ალიმ თავისი განცხადება გამოაქვეყნა შვეიცარიიდან ნაცვლად კატარისა. ამგვარად, ბევრი კატარელი დარწმუნდა, რომ ლიდერის შეცვლის დრო იყო. 1972 წლის 22 თებერვალს, ხალიფა ბინ ჰამმა აჰმად ბინ ალი გაათავისუფლა როცა იგი ირანში სანადიროდ იყო წასული. ხალიფა ბინ ჰამიდს ალ თანისა და ბრიტანეთის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერაც ჰქონდა.

მისი წინამორბედის პოლიტიკისგან განსხვავებით, ხალიფა ბინ ჰამმა ოჯახური ხარჯები შეამცირა და გაზარდა ხარჯები სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის საცხოვრებლის, ჯანდაცვის, განათლების და პენსიებისა. გარდა ამისა, მან შეავსო მთავრობის ბევრი მაღალი თანამდებობა ახლო ნათესავებით. 1993 წელს, ხალიფა ბინ ჰამადი დარჩა ემირად, მის ვაჟს, ჰამად ბინ ხალიფას ერგო თავდაცვის მინისტრის თანამდებობა და ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად სარბენი საქმე. ორივე ადამიანი კონსულტირებდა ერთმანეთთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

1991 წელს კატარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყურეში მიმდინარე ომში, კერძოდ ხაფჯის ბრძოლაში.

1995 წლის 27 ივნისს, დეპუტატმა ემირ შეიხ ჰამად ბინ ხალიფამ მამამისი ხალიფა უსიხლო გადატრიალებით ჩამოიცილა პოლიტიკური ასპარეზიდან. წარუმატებელი კონტრაქცია მოხდა 1996 წელს მამის მხრიდან. მოგვიანებთ, ემირი და მისი მამა შერიგდნენ, თუმცა ზოგიერთი მხარდამჭერი კვლავ ციხეში დატოვეს. ემირმა თავისი განზრახვა გამოაცხადა კატარის დემოკრატიული განვითარებისკენ და მეტად ლიბერალური პოლიტიკა განახორციელა პრესის მიმართ და მუნიციპალური არჩევნები აღიარა როგორც მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ახალი კონსტიტუცია დამტკიცდა საჯარო რეფერენდუმის გზით 2003 წლის აპრილში და ძალაში შევიდა 2005 წლის ივნისში. გატარდა ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული რეფორმები. 2003 წელს განათლების მინისტრად ქალი დაინიშნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]