ტაჯიკეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაჯიკეთის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო.

პირველყოფილური თემური წყობილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკეთის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ჩრდილოეთ და სამხრეთ ტაჯიკეთში შემორჩენილია ქვემო პალეოლითის ძეგლები. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ტაჯიკეთში ცხოვრობდა ორი სხვადასხვა ხალხი, რომლებიც დაახლოებული იყვნენ ყაირაქყუმის კულტურის მქონე და სამხრეთ და წინა აზიის ბრინჯაოს ეპოქის ძეგლების შემქმნელ ხალხთან.

ადრეკლასობრივი წყობილება (ძვ. წ. VIII–VII საუკუნეები — ახ. წ. VI საუკუნე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებში ტაჯიკეთის ტერიტორიაზე და დაიწყო სოციალური და ქონებრივი დიფერენცია. ტაჯიკეთის ტერიტორია შეადგენდა სოღდისა და ბაქტრიის სახელმწიფოთა ორგანულ ნაწილს. ძვ. წ. VI–IV საუკუნეებში ტაჯიკეთი დაიპყრო ირანმა, ძვ. წ. 329 წელს — ალექსანდრე მაკედონელმა. ძვ. წ. 329–327 წლებში მოხდა აჯანყება დამპყრობთა წინააღმდეგ სპიტამენის მეთაურობით. ძვ. წ. IV–III საუკუნეებში ტაჯიკეთის ტერიტიის ნაწილი შედიოდა სელევკიდების, ხოლო III–II საუკუნეებშიბერძნულ-ბაქტრიულ სამეფოში. ქუშანურ პერიოდში (იხ. ქუშანის სამეფო) გრძელდებოდა მონათმფლობელურ ურთიერთობათა განვითარება. ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში მოქმედებდა სარწყავი არხების დიდი სისტემა, მაღალ დონეს მიაღწია საქალაქო ცხოვრებამ და ხელოსნობამ, გაცხოველდა ვაჭრობა, რასაც მოწმობს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რომის იმპერიის, ინდოეთისა და სხვა მონეტები. ნაპოვნია ბერძნულ საფუძველზე შექმნილი ქუშანური დამწერლობის ცალკეული ძეგლები. ტაჯიკეთში ამ დროს ინდოეთიდან გავრცელდა ბუდიზმი, ირანიდან მანიქეიზმი, ძირითად რელიგიად კი რჩებოდა ზოროასტრიზმი. მონათმფლობელობის კრიზისი აისახა მაზდაკელთა მოძრაობასა და აბრუის აჯანყებაში. შუა აზიის აღმოსავლეთი ნაწილი ამ დროს დაიპყრეს ქიონიტების, შემდეგ კი — ეფტალიტების ტომებმა.

ტაჯიკეთი ფეოდალიზმის ეპოქაში (VI საუკუნე — XIX საუკუნის I ნახევარი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VI საუკუნეში თურქთა ტომებისა და ეფტალიტების ბრძოლა თურქთა სახაკანოს გამარჯვებით დამთავრდა. VII საუკუნეში ფეოდალური ურთიერთობათა განვითარების შედეგად დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა. კულტურის დიდ ცენტრს წარმოადგენდა ფენჯიქენთი. VIII საუკუნის შუა წლებში ტაჯიკეთში შემოიჭრნენ არაბები, რომელთა წინააღმდეგ დაიწყო აჯანყებები. ყველაზე შეუპოვარი და ხანგრძლივი იყო მუკანას აჯანყება. VIII საუკუნის 70–80-იან წლებში დამკვიდრდა ისლამი. დროებით შეფერხდა შუა აზიის ხალხების ეკონომიკური და კულტურული განვითარება. IX–X საუკუნეებში ტაჯიკეთი შედიოდა ტაჰირიდებისა და სამანიდების სახელმწიფოებში. ამ პერიოდში დამთავრდა ტაჯიკი ხალხის ეროვნებად ჩამოყალიბების პროცესი. ერთ-ერთი ადგილობრივი დიალექტის ბაზაზე შეიქმნა ტაჯიკური ენა. X–XII საუკუნეებში განვითარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და მათგან დამზადებულ ნაკეთობათა გატანა სხვა ქვეყნებში. განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია სოფლის მეურნეობამ, ხელოსნობამ. გაფართოვდა საქარავნო ვაჭრობა აზიის, ევროპის ქვეყნებთან, აგრეთვე რუსეთთან. ამ დროს მოღვაწეობდნენ სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის დამფუძნებელი რუდაქი, გამოჩენილი პოეტი ფირდოუსი, მეცნიერი და მწერალი იბნ სინა, დიდი გეოგრაფი ბირუნი და სხვ. კლასობრივი ბრძოლა, გამოწვეული ფეოდალური საზოგადოების წინააღმდეგობათა გაღრმავებით, მჟღავნდებოდა რელიგიური საფარველით მომხდარ აჯანყებებსა და მოძრაობებში. ჩინგიზ-ყაენისა და მისი შვილების ლაშქრის შემოსევას ტაჯიკმა ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია (ბრძოლა თემურ-მელიქის მეთაურობით ხოჯენდში, აჯანყება ბუხარაში 1238 წელს და სხვ.). მონღოლებმა ეს აყვავებული მხარე უდაბნოდ აქციეს და მშრომელთა მძიმე მდგომარეობა თათარ-მონღოლთა უღელმა კიდევ უფრო გააუარესა. XIV საუკუნის II ნახევარში დაწინაურდა თემურლენგი, რომელმაც მძარცველური ომებით შექმნა უზარმაზარი სახელმწიფო (დედაქალაქი სამარყანდი). მის შემადგენლობაში შევიდა ტაჯიკებით დასახლებული მიწებიც. თემურის შთამომავლების დროს მაღალ დონეს მიაღწია ხელოვნებამ, მეცნიერებამ, ლიტერატურამ. XVIII საუკუნის შუა წლებში წარმოიქმნა კოკანდის სახანო. ბუხარის სახანო დაიპყრო ირანმა, მაგრამ მალე განთავისუფლდა. XIX საუკუნის I ნახევარში ტაჯიკეთის ტერიტორია გაიყო კოკანდისა და ბუხარის სახანოებს შორის. ტაჯიკეთში, ფეოდალური წყობილების მიუხედავად, არსებობდა მონობა და მონათა ბაზრები. ტაჯიკეთში, ისევე როგორც აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მიწის მფლობელად ითვლებოდა ფეოდალი, სახელმწიფო მიწებთან ერთად არსებობდა დიდი სასულიერო ფეოდალების — შანების მიწები, რელიგიური დაწესებულებების მიწები – ვაკუფები. მოსახლეობას მიწით სარგებლობისათვის ახდევინებდნენ ხარაჯას ანუ მეათედს, დეჰყანები მიწას მემკვიდრეობით გადასცემდნენ და ყიდდნენ კიდეც, თუმცა შარიათის მიხედვით მესაკუთრენი არ იყვნენ. დიდი გავლენით სარგებლობდა მუსლიმური სასულიერო წოდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა ხალხთა კულტურულ განვითარებაზე. სკოლა (შექთები) მთლიანად სასულიერო წოდების ხელში იყო. მედრესეების — უმაღლესი რელიგიური სკოლების სასწავლო პროგრამა თითქმის მთლიანად ღვთისმეტყველების სქოლასტიკაზე იყო აგებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]