შინაარსზე გადასვლა

ბჰუტანის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბჰუტანის მთავრობის სახლი 1952 წლიდან.

ბჰუტანის ადრეული ისტორია მითოლოგიაშია აღწერილი და ბუნდოვანი რჩება. ზოგიერთი წყარო გვაწვდის მტკიცებულებას, რომ რეგიონი დასახლებული ყოფილა ძვ.წ. 2000 წლამდე. ლეგენდის თანახმად მას განაგებდა კოოქ-ბეჰარის მეფე, სანგალდიპი, დაახლოებით ძვ.წ. VII საუკუნეში, [1] მაგრამ ბევრი რამ არ არის ცნობილი ტიბეტური ბუდიზმის შემოღებამდე, რომელიც მოხდა IX საუკუნეში, როდესაც ტიბეტში არეულობამ მრავალი ბერი აიძულა გაქცეულიყო ბჰუტანში. XII საუკუნეში დაარსდა დრუკპას სკოლა (ტიბეტური ბუდიზმის სკოლა, ცნობილი როგორც 'წითელქუდიანები') და დღემდე ბჰუტანში ბუდიზმის დომინანტურ ფორმად რჩება. ქვეყნის პოლიტიკური ისტორია მჭიდრო კავშირშია მის რელიგიურ ისტორიასთან და სხვადასხვა სამონასტრო სკოლებსა და მონასტრებს შორის ურთიერთობებთან. [2]

ბჰუტანი არის იმ ქვეყანათა მცირე რიცხვში, რომელიც დამოუკიდებელი იყო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, არასოდეს ყოფილა დაპყრობილი, ოკუპირებული ან გარე ძალაუფლების ქვეშ. ბჰუტანი მუდმივად და წარმატებით იცავდა თავის სუვერენიტეტს. [3]

ბჰუტანის კონსოლიდაცია მოხდა 1616 წელს, როდესაც ნგავანაგ ნამგიალი, როგორც შაბდრუნგი, მართავდა ბჰუტანს. 1885 წელს უგენ ვანგჩუკმა შეძლო ძალაუფლების კონსოლიდაცია და ბრიტანელებთან მჭიდრო კავშირების დამყარება დაიწყო. [2]

1907 წელს უგენ ვანგჩუკი აირჩიეს ბჰუტანის მემკვიდრეობით მმართველად, ეკურთხა 1907 წლის 17 დეკემბერს და სახელმწიფოს მეთაურად დაინიშნა დრუკ გიალპო ( დრაკონი მეფე ). 1910 წელს მეფე უგენმა და ბრიტანელებმა ხელი მოაწერეს პუნახას ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ბრიტანეთის ინდოეთი არ ჩაერეოდა ბჰუტანის საშინაო საქმეებში, სანაცვლოდ კი ქვეყანა მიიღებდა რჩევებს მისი საგარეო ურთიერთობების შესახებ. როდესაც უგენ ვანგჩუკი გარდაიცვალა 1926 წელს, მისი ვაჟი ჯიგმე ვანჩუკი გახდა მმართველი, ხოლო როდესაც 1947 წელს ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ინდოეთის ახალმა მთავრობამ ბჰუტანი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. 1949 წელს ინდოეთმა და ბჰუტანმა ხელი მოაწერეს მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ინდოეთი არ ჩაერეოდა ბჰუტანის საშინაო საქმეებში, მაგრამ უხელმძღვანელებდა მის საგარეო პოლიტიკას. 1952 წელს მისი შვილის, ჯიგმე დორჯი ვანგჩუკის წარმატების შედეგად, ბჰუტანმა ნელ – ნელა დაიწყო დაგეგმილი განვითარების პროგრამა. შეიქმნა ბჰუტანის ეროვნული ასამბლეა, სამეფო ბჰუტანის არმია და სამეფო იუსტიციის სასამართლო, კანონთა ახალ კოდექსთან ერთად. [2] ბჰუტანი გაეროს წევრი გახდა 1971 წელს.

1972 წელს, ჯიგმე სინგე ვანგჩუკი ტახტზე ავიდა 16 წლის ასაკში. მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე განათლებაზე, მართვის დეცენტრალიზაციაზე, ჰიდროენერგეტიკისა და ტურიზმის განვითარებაზე და სოფლად არსებული ვითარების გაუმჯობესებაზე. იგი კმაყოფილი დარჩა ბჰუტანის გარდამავალი დემოკრატიზაციის პროცესით და გადადგა 2006 წლის დეკემბერში. მისი ვაჟი, ჯიგმე კესარ ნამგიელ ვანგჩუკი გახდა მეფე. [2]

ბჰუტანში ნაპოვნი ნეოლითური ნაშთები მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები ჰიმალაის რეგიონში ცხოვრობდნენ მინიმუმ 11,000 წლის უკან. ბჰუტანის და სამხრეთ აზიის მიმდებარე ჰიმალაის ტერიტორიების ადრეული მოსახლეობა იყო ინდის ცივილიზაციის ხალხი.

წარმოშობა და ადრეული დასახლება, 600–1600

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლომონის სახელმწიფო (სიტყვასიტყვით: სამხრეთის სიბნელე) ან მონიული (ბნელი მიწა ), შესაძლოა ყოფილიყო ტიბეტის ნაწილი. ფიქრობენ, რომ მონიული არსებობდა 100 – დან 600 – მდე ა.წ.. სანსკრიტის მიხედვით სიტყვები Bhota-ant (Bhot- ის დასასრული) ან Bhu-uttan (ნიშნავს მაღალმთიანეთს). XVII საუკუნეში ქვეყნის სახელი იყო Drukpa, 'დრაკონი ხალხი', რაც ხაზს უსვამდა იმ ფაქტს,რომ რეგიონში დომინანტი ბუდისტური სექტა სწორედ აქ იყო. [4]

ბუდიზმი პირველად ბჰუტანში შემოიტანეს VII საუკუნეში. ტიბეტის მეფე სონგსტან გამპომ (მეფობდა 627-49) მიიღო ბუდიზმი,რომელიც სწრაფად გავრცელდა და მალევე გახდა დომინანტი რელიგია.[5].

სექტანტთა მეტოქეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

X საუკუნისათვის ბჰუტანის პოლიტიკურ განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია მისმა რელიგიურმა ისტორიამ. ტიბეტში ანარქიის შემდეგ, ძალაუფლება მოიპოვა ტიბეტური ბუდიზმის 'ყვითელქუდიანების სექტამ', ანუ გელუგპამ. ასევე,დრუკპა (წითელქუდიანების სექტა) მთელ ბჰუტანში გავრცელდა და საბოლოოდ რელიგიური პრაქტიკის დომინანტურ ფორმად იქცა. [6]

თეოკრატიული მთავრობა, 1616–1907

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტის კონსოლიდაცია, 1616–51

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შაბდრუნგი, XIX საუკუნის მხატვრობა

XVII საუკუნეში დაარსდა ტიბეტის პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელი თეოკრატიული მთავრობა და წარმოიშვა პრემოდერნული ბჰუტანი. თეოკრატიული მთავრობა დააარსა ექსპატრიატ დუკუკას ბერმა ნგავანგ ნამიგალმა, რომელიც ბჰუტანში ჩავიდა 1616 წელს. [7]

ნგავანგ ნამგიალის რეჟიმის შემოსაზღვრული იყო იურიდიული კოდიფიცირებით, რომელსაც ეწოდა Tsa Yig, რომელშიც აღწერილია სულიერი და სამოქალაქო რეჟიმი და გათვალისწინებულია კანონები მთავრობის ადმინისტრაციის სოციალური და მორალური ქცევისათვის. სამართლებრივ კოდექსი ძალაში დარჩა 1960-იან წლებამდე. [7]

ადმინისტრაციული ინტეგრაცია და კონფლიქტი ტიბეტთან, 1651–1728

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნგავანგ ნამგიალი გარდაიცვალა 1651 წელს. [8] ნგაგავანგ ნამგიალის ვაჟმა და ნახევარძმამ, 1651 და 1680 წლებში, ღირსეულად გააგრძელეს მისი მემკვიდრეობა.

დასავლეთის საგუშაგო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის განმავლობაში ბჰუტანი მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა ლადახთან და ეხმარებოდა ლადახს ტიბეტთან 1684 წლის ომში. ლადახს ადრე ჰქონდა მიცემული ბჰუტანისთვის რამდენიმე ანკლავი დასავლეთ ტიბეტის მთა კაილაშის მახლობლად. ეს დრუკპას სექტის მონასტრები იყო და ემორჩილებოდა ბჰუტანის ხელისუფლებას. ეს ანკლავები ბჰუტანის კონტროლის ქვეშ დარჩნენ მაშინაც კი, როდესაც დასავლეთ ტიბეტის დანარჩენი ნაწილები დალაი-ლამას და მისი გელუგპას სექტის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1959 წლამდე ბჰუტანის ანკლავები დაიკავეს ჩინელებმა. [9]

სამოქალაქო კონფლიქტი, 1728–72 წწ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ დამპყრობლებს არ შეეძლოთ კონტროლის აღება, პოლიტიკური სისტემა მაინც არასტაბილური ხდებოდა. რეგიონულმა დაპირისპირებებმა ხელი შეუწყო ბჰუტანის თანდათან დაშლას იმ დროს, როდესაც ბრიტანეთი პირველად დაინტერსდა ბჰუტანის ტერიტორიით. [10]

XVIII საუკუნის დასაწყისში დაიწყო უთანხმოება ბჰუტანსა და კოოჩ ბეჰარის სამთავროზე. ფაქტობრივად, ბჰუტანი კარგავდა სამთავროზე კონტროლს. მრავალი მცდელობის მიუხედავად, დაძაბულობა კვლავ გრძელდებოდა და კოოჩ ბეჰარმა მიაღწია შეთანხმებას ბრიტანელებთან ბჰუტანის საპირისპიროდ.

ბრიტანეთის შეჭრა, 1772–1907

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანელებთან კოოჩ ბეჰარის შეთანხმების თანახმად, ბრიტანეთის საექსპედიციო ძალებმა ბჰუტანში გარნიზონი ჩაიყვანა და შეიჭრნენ ბჰუტანში 1772–73 წლებში.

ტიბეტისგან დახმარების ვერმიღების გამო, დრუკმა დეისიმ ხელი მოაწერა მშვიდობის ხელშეკრულებას ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიასთან 1774 წლის 25 აპრილს. ბჰუტანი შეთანხმდა, რომ დაუბრუნდებოდა 1730 წლის საზღვრებს, გადაუხდიდა ბრიტანეთის სიმბოლური ხარკს- ხუთ ცხენს და, სხვა დათმობებს შორის, ბრიტანელებს ბჰუტანში სატყეო ვაჭრობის უფლება მისცეს. ბჰუტანსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები მაინცდამაინც ვერ განვითარდა, მთავარ საგარეო საფრთხედ კი ტიბეტი გადაიქცა ბრიტანეთისთვის. [11]

ბრიტანეთსა და ბჰუტანს შორის მიმდინარეობდა დავა ტერიტორიების შესახებ, რომელმაც დუარის ომის (1864–65) სახე მიიღო და ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. ბჰუტანური ძალების მიერ გარკვეული გამარჯვების მიუხედავად, ბჰუტანის დამარცხება, მისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილის დაკარგვა და ტერიტორიების იძულებით ოკუპირება მოხდა. სინჩულას ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 1865 წლის 11 ნოემბერს არის გაფორმებული, ბჰუტანს გადაეცა გარკვეული ტერიტორიები, ამის სანაცვლოდ კი ყოველწლიურად უნდა დაებრუნებინა 50,000 რუპიის სუბსიდია. [11]

მემკვიდრეობითი მონარქიის დაარსება, 1907

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უგენ ვანგჩუკის, როგორც ეროვნული ლიდერის გამოჩენა, ემთხვეოდა იმ აზრს, რომ ორმაგი პოლიტიკური სისტემა იყო მოძველებული და არაეფექტური. მან ჩამოიშორა თავისი მთავარი მეტოქე, პაროსოს პონტოლი და მის ადგილზე დანიშნა მისი მხარდამჭერი და ნათესავი, პრო-ბრიტანული დორჯის ოჯახის წევრი. როდესაც უკანასკნელი შაბდრუნგი გარდაიცვალა 1903 წელს და 1906 წლისთვის არ გამოჩნდა მისი რეინკარნაცია, სამოქალაქო ადმინისტრაცია უგენ ვანგჩუკის კონტროლის ქვეშ მოექცა. დაბოლოს, 1907 წელს ორმოცდამეოთხე და ბოლო დრუკ დეზი იძულებული გახდა დაეტოვებინა პოსტი და შაბდრუნგის სისტემა დასრულდა. [12]

1907 წლის ნოემბერში გაიმართა წამყვანი ბუდისტური ბერების, მთავრობის წარმომადგენლების და მნიშვნელოვანი ოჯახების ხელმძღვანელთა ასამბლეა, რათა დასრულებულიყო მორიბუნდის 300 წლიანი ორმაგი მმართველობა და დაემკვიდრებინა ახალი, აბსოლუტური მონარქია. უგენ ვანგჩუკი აირჩიეს პირველ მემკვიდრედ, როგორც დრუკ გიალპო („დრაკონის მეფე“). [13] დორჯის ოჯახი გახდა გონგზიმის (მთავარი პალატის) თანამდებობის მემკვიდრეობითი მფლობელები. ბრიტანელებმა, რომლებსაც სურდათ პოლიტიკური სტაბილურობა ჩრდილოეთ საზღვარზე, მისაღებად მიიჩნიეს ქვეყნის განვითარება. [12]

1924 წელს ბჰუტანმა ბრიტანეთისგან გარანტია მოითხოვა, რომ ვანჩუკის ოჯახი შეინარჩუნებდა თავის უპირატესობას ბჰუტანში. ამ ყოველივემ გააჩინა საჭიროება, გამოერკვიათ ბჰუტანის იურიდიული სტატუსი ბრიტანული პროტექტორატის ქვეშ. [12]

ცენტრალიზებული ხელისუფლების განვითარება, 1926–52

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უგენ ვანგჩუკი გარდაიცვალა 1926 წელს და მისმა ვაჟმა, ჯიგმე ვანგჩუკმა ჩაანაცვლა იგი (მეფობდა 1926–52 წ.წ.). მეორე დრუკ გიალპო განაგრძობდა მამის ცენტრალიზაციისა და მოდერნიზაციის მცდელობებს და ააშენა ბევრი სკოლა, დისპანსერი და გზები. ჯიგმე ვანჩუკის მეფობის დროს მონასტრები და საოლქო მთავრობა სულ უფრო და უფრო ექცეოდა სამეფო კონტროლის ქვეშ. ამასთან, ბჰუტანი ზოგადად იზოლირებული იყო საერთაშორისო საქმეთაგან. [14]

ბჰუტანის სტატუსის საკითხი ინდოეთის მთავრობის პირისპირ გადაისინჯა ლონდონში 1932 წელს, რომლის მიხედვითაც ბჰუტანმა შეინარჩუნა კონტროლი საკუთარ შიდა მმართველობაზე. [14]

პუნახას ხელშეკრულებით, 1949 წელს, ბრიტანეთის მსგავსად, ინდოეთიც შეთანხმდა, რომ არ ჩაერეოდა ბჰუტანის შინაგან საქმეებში. ინდოეთი ასევე დათანხმდა წლიური სუბსიდიის 500,000 რუპიის გაზრდას წელიწადში. [14]

მოდერნიზაცია ჯიგმე დორჯის ქვეშ, 1952–72

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე დრუკ გიალპო, ჯიგმე დორჯი ვანგჩუკი, აღსაყდრდა 1952 წელს. [15]

საერთაშორისო ურთიერთობები, 1972 – დღემდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც პაკისტანში სამოქალაქო ომი 1971 წელს დაიწყო, ბჰუტანი იყო პირველი, რომელმაც აღიარა ბანგლადეშის ახალი მთავრობა, ხოლო ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა 1973 წელს. ბჰუტანის მეოთხე მეფე, ჯიგმე სინგე ვანგჩუკი, ტახტზე ავიდა 1972 წელს. მისი მეფობისას ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტებისა და უცხოელების შეზღუდული რაოდენობა დაიშვებოდა. მეფემ უზრუნველყო ახალი ინფრასტრუქტურით ქვეყნის აღჭურვა (ელექტროენერგია, ტელეფონები, გზები) თან ისე, რომ ეკოლოგიას მინიმალური ზარალი მიადგა. 1998 წელს მეფემ მართვის უფლებამოსილება მინისტრთა საბჭოს გადასცა, რითაც უზრუნველყო აღმასულებელი ხელისუფლების მუდმივი ცვალებადობა. 2002 წელს ქვეყანაში დაარსდა ნაციონალური ტელევიზია (მანამდე ქვეყანაში ტელევიზია აკრძალული იყო). ბოლო წლებში ბჰუტანმა ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ის კვლავ მკაცრად იცავს ეროვნულ ტრადიციებს [16]

სამხედრო მოქმედება ასამელი სეპარატისტების წინააღმდეგ 2003 წლის დეკემბერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის 15 დეკემბერს სამეფო ბჰუტანის არმიამ დაიწყო სამხედრო ოპერაციები პარტიზანული ბანაკების წინააღმდეგ სამხრეთ ბჰუტანში, ინდოეთის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინირებით და იანვარში მოახერხა მათი ჩახშობა.

ფორმალიზებული დემოკრატია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის 26 მარტს, მეფემ და მთავრობამ გაავრცელეს ქვეყნის პირველი კონსტიტუციის პროექტი, რომლითაც ყველა მოქალაქეს საშუალება მიეცა განეხილა იგი. კონსტიტუციის თანახმად, მონარქიას დაეკისრა ლიდერის როლი მთავრობისთვის მიმართულებების განსაზღვრაში, იქამდე ვიდრე მეფე ასრულებს თავის ვალდებულებას და შესაძლებლობას, დაიცვას სამეფო და მისი ხალხის ინტერესები.

ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 15 დეკემბერს, მეოთხე დრუკ გიალპომ, მისმა უდიდებულესობამ ჯიგმე სინგე ვანგჩუკმა, გააუქმა ყველა მისი უფლებამოსილება. მას სურდა, მოემზადებინა ქვეყანა სრულფასოვანი ტრანსფორმაციისთვის.

  • Sonam Kinga (2009), Polity, Kingship, and Democracy: A biography of the Bhutaneae state, Thimphu: Ministry of Education, OCLC 477284586

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Fraser, Neil; Bhattacharya, Anima; Bhattacharya, Bimalendu (2001). Geography of a Himalayan Kingdom: Bhutan. Concept Publishing, გვ. 1. ISBN 978-8170228875. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 "Background Note: Bhutan". U.S. Department of State (March 2008).
  3. Rose, Leo E. (1977). The Politics of Bhutan. Ithaca: Cornell University Press, გვ. 24. ISBN 0-8014-0909-8. „[T]here can be no doubt that since at least the tenth century no external power has controlled Bhutan, although there have been periods when various of its neighbors have been able to exert a strong cultural and/or political influence there.“ 
  4. Worden, Robert L. "Origins and Early Settlement, AD 600–1600". In Savada.
  5. Padel, Ruth (2006). Tigers in red weather: a quest for the last wild tigers. Bloomsbury Publishing USA, გვ. 139–40. ISBN 0-8027-1544-3. ციტირების თარიღი: 2011-08-21. 
  6. Worden, Robert L. "Rivalry among the Sects". In Savada.
  7. 7.0 7.1 Worden, Robert L. "Consolidation and Defeat of Tibetan Invasions, 1616–51". In Savada.
  8. Worden, Robert L. "Administrative Integration and Conflict with Tibet, 1651–1728". In Savada.
  9. Rose, Leo E (1977). The Politics of Bhutan. Ithaca: Cornell University Press, გვ. 70, 80. ISBN 0-8014-0909-8. 
  10. Worden, Robert L. "Civil Conflict, 1728–72". In Savada.
  11. 11.0 11.1 Worden, Robert L. "British Intrusion, 1772–1907". In Savada.
  12. 12.0 12.1 12.2 Worden, Robert L. "Establishment of the Hereditary Monarchy, 1907". In Savada.
  13. Hannavy, John (2013) Encyclopedia of Nineteenth-Century Photography. Routledge, გვ. 1496. ISBN 978-1-135-87327-1. 
  14. 14.0 14.1 14.2 Worden, Robert L. "Development of Centralized Government, 1926–52". In Savada.
  15. Worden, Robert L. "Modernization under Jigme Dorji, 1952–72". In Savada.
  16. Worden, Robert L. "Entering the Outside World, 1972–present". In Savada.