უზბეკეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბრეშუმის გზა.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში, ირანელმა მომთაბარეებმა ცენტრალური აზიის მდინარეების გასწვრივ შექმნეს საირიგაციო სისტემები და ააშენეს ბუხარა და სამარყანდი. ეს ქალაქები ძალიან გამდიდრდა აბრეშუმის გზის წყალობით, რომელიც ევროპას ჩინეთთან აკავშირებდა. VII საუკუნეში რეგიონი დაიკავეს მავერანაჰრელმა არაბებმა, რომლებმაც იქ ისლამი გაავრცელეს. აბასიანთა სახალიფოს შემადგენლობაში VIII-IX საუკუნეები რეგიონისთვის კულტურული განვითარების ხანა იყო. XII საუკუნეში რეგიონი გაერთიანდა ირანული ხვარაზმის სამეფოში. XIII საუკუნის დასაწყისში სამეფო მონღოლებმა ჩინგიზ-ყაენის მეთაურობთ დაიპყრეს. მავერაჰრანის რეგიონის ბოლო კულტურული აყვავება თემურლენგის მმართველობის დროს მოხდა. თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა დაიშალა და 1510 წელს ცენტრალური აზია უზბეკმა ტომებმა დაიპყრეს.[1]

XVI საუკუნეში უზბეკებმა შექმნეს ორის ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ბუხარას სახანო და ხივის სახანო. ამ პერიოდში საოკეანო სავაჭრო გზების გაჩენამ აბრეშუმის გზის მნიშვნელობა დააკნინა და მის მიმდებარე ქალაქებმა დასუსტება დაიწყეს. სახანოები ირანთან ომმა იზოლაციაში მოაქცია და ჩრდილოურმა ტომების შემოსევებმა დაასუსტა. 1729-1741 წლებში ყველა სახანო ნადირ-შაჰის ვასალი გახდა. XIX საუკუნის დასაწყისში სახანოებს მცირე ხნით დამოუკიდებლობის პერიოდი ჰქონდათ, თუმცა XIX საუკუნის შუაწლებში რეგიონი რუსეთის იმპერიამ დაიპყრო. იმპერიის ფარგლებში სახანოებს გარკვეული ავტონომია ჰქონდათ. XIX საუკუნის ბოლოსთვის რეგიონში რუსული მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და გარკვეული ინდუსტრიალიზაცია მოხდა.[1]

ისლამის გავრცელება
  დაპყრობები მაჰმადის პერიოდში, 622–632
  დაპყრობები ოთხი მართლმორწმუნე ხალიფას პერიოდში, 632–661
  დაპყრობები ომაიანთა სახალიფოს პერიოდში, 661–750

XX საუკუნის დასაწყისში დღევანდელი უზბეკეთის ტერიტორიაზე დაიწყო ჯადიდისტური მოძრაობა, რომლის მიზანიც ცენტრალური აზიის რუსული მმართველობისგან განთავისუფლება იყო. 1916 წელს არეულობები დაიწყო, მიზეზი ცენტრალური აზიის მოსახლეობის რუსეთის იმპერიის ჯარში პირველ მსოფლიო ომში საომრად გაწვევა იყო. 1917 წელს რუსეთის იმპერიაში მეფობის გაუქმების შემდეგ ჯადიდისტებმა ხივში მცირე ხნით ავტონომიური ქვეყანის შექმნა შეძლეს. რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ ჯადიდისტები ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთი ნაწილი კომუნისტების მომხრე იყო მეორე ბასმაჩების აჯანყების. 1924 წელს შეიქმნა უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა რომლის შემადგენლობაში შედიოდა დღევანდელი ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ტაჯიკეთი გამოეყო 1926 წელს და ცალკე შეიქმნა ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. 1930-იანი წლებიდან რეგიონის აქტიური რუსიფიკაცია დაწყო.[1]

სამარყანდის დაცვა, რუსუსლი ილუსტრაცია (1872).

უზბეკეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. პირველი პრეზიდენტი გახდა ისლამ ქარიმოვი. ქვეყანამ 1992 წელს ახალი კონსტიტუცია მიიღო, თუმცა მთავარი ოპოზიციური პარტია ბირლიკი (ერთობა) აიკრძალა და დაიწყო მედია საშუალებების შევიწროვება. 1995 წელს რეფერენდუმმა ქარიმოვს საპრეზიდენტო ვადა 2000 წლამდე გაუხანგრძლივა. უზბეკეთის აღმოსავლეთში 1998-1999 წლებში მომხდარი არეულობების შემდეგ ქვეყანაში ისლამური ექსტრემისტურლი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურა. 2000 წელს ქარიმოვი პროცედურების უხეში დარღვევებით კიდევ ერთხელ აირჩიეს, რაცს საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა მოყვა. 2000-იანების შუა რიცხვებში უზბეკეთსა და მის მეზობელ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობები გამწვავდა. ადგილი ჰქონდა სასაზღვრო შეტაკებებსაც.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 "Country Profile: Uzbekistan". კონგრესის ბიბლიოთეკა Federal Research Division (February 2007). This article incorporates text from this source, which is in the საყოველთაო საკუთრება.