მაკარიოს III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკარიოს III
მაკარიოს III
კვიპროსის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 აგვისტო, 1960 – 15 ივლისი, 1974
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე ნიკოს სამპსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 დეკემბერი, 1974 – 3 აგვისტო, 1977
წინამორბედი გლაფკოს კლირიდისი
მემკვიდრე სპიროს კიპრიანუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 დეკემბერი, 1950 – 3 აგვისტო, 1977
წინამორბედი მაკარიოს II
მემკვიდრე ქრიზოსტომოს I

დაბადებული 13 აგვისტო, 1913
პაფოსი
გარდაცვლილი 3 აგვისტო, 1977
ნიქოზია, კვიპროსი

მაკარიოს III (ბერძნ. Αρχιεπίσκοπος Μακάριος Γ', ერისკაცობაში მიხაილ ქრისტოდულოს მუსკოსი, ბერძნ. Μιχαήλ Χριστοδούλου Μούσκος; დ. 13 აგვისტო 1913 — გ. 3 აგვისტო 1977) — კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური (1950-1977 წწ.), კვიპროსის პრეზიდენტი 1960-1977 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1913 წლის 13 აგვისტოს სოფელ ანოში, ქრისტოდულოს მუსკოსისა და ელენა აფანასიუს ოჯახში. 13 წლის ასაკში გახდა კიკოსის მონასტრის გიმნაზიის მსმენელი. 1936 წელს კიკოსის ბერძნული სკოლის რექტორად დაინიშნა.

საღვთისმეტყველო განათლება მიიღო ნიქოზიასა და ათენში.

1938 წლიდან დიაკვანია. 1938-1946 წლებში ათენში სწავლობს ღვთისმეტყველებას. 1946 წლიდან არქიმანდრიტია წმნდა ირინეს ეკლესიაში. 1950 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსად. 1959 წელს პირველი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. 1974 წლის 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს, თუმცა თანამდებობას დაუბრუნდა ამავე წლის 7 დეკემბერს და ქვეყნის სათავეში იდგა გარდაცვალებამდე, 1977 წლის 3 აგვისტომდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: