ალბანეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალბანეთი 1916 წელს.

ალბანეთის ისტორია ბალკანეთის ნახევარკუნძულის პრეისტორიული პერიოდიდან (დაახ. ძვ. წ. 3000) იწყება. ილირიელების შესახებ პირველი ჩანაწერები ჩნდება ბერძნულ ისტორიოგრაფიაში. ანტიკურ ხანაში ალბანეთის დღევანდელ ტერიტორიას აქ ჰქონდა რაიმე ცალკე ერთეულის სტატუსი. მოგვიანებით რომის იმპერიაში დღევანდელი ალბანეთის ტერიტორია შედიოდა შემდეგი პროვინციების შემადგენლობაში: დალმაცია (სამხრეთი ილირიკუმი), მაკედონია, მეზია. VII საუკუნეში სლავების მიგრაციამდე ტერიტორია შედიოდა ჯერ რომის შემდეგ ბიზანტიის შემადგენლობაში. IX საუკუნეში შევიდა ბულგარეთის იმპერიის შემადგენლობაში.

ალბანეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება შუა საუკუნეებში არბერის სამთავროს ირგვლივ დაიწყო, ხოლო შემდგომ სიცილიის გავლენის ქვეშ მყოფ ალბანეთის სამეფოში გაგრძელდა. XV საუკუნეში ტერიტორია შედიოდა სერბეთის იმპერიაში, ხოლო შემდეგ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. მას შემდეგ 1912 წლამდე პროვინცია რუმელიას შემადგენლობაში აგრძელებდა არსებობას. 1912 წლის 28 დეკემბერს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოყვა სერბეთის სამეფოსგან მცირე ხნით ოკუპაცია.[1] ალბანეთის ნაციონალური გამოღვიძება დაიწყო XIX საუკუნეში და წარმოადგენდა ოსმალეთის იმპერიაში ნაციონალიზმის გაღვივების ნაწილს.

1914–1925 წლებში არსებობდა ალბანეთის სამთავრო, რომელიც ჩაანაცვლა ალბანეთის რესპუბლიკამ (1925–1928). შემდგომ 1939 წლამდე ქვეყანას ისევ მონარქია განადებდა და მას ალბანეთის სამეფო ეწოდებოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იტალიის სამეფომ მოახდინა ალბანეთის ანექსია, ომის დასრულების შემდეგ კი ის მოექცა კომუნისტური ბლოკის გავლენაში და ენვერ ხოჯას მეთაურობით ჩამოყალიბდა ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკა.

ალბანეთში კომუნისტური რეჟიმი 1990 წელს დასრულდა, თუმცა 90-იანები გამოირჩეოდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით რასაც 1997 წილს აჯანყება მოყვა. 2009 წელს ალბანეთი გახდა ნატოს სრულუფლებიანი წევრი და 2014 წლიდან არის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bushkoff, Leonard. "Albania, history of", Collier's Encyclopedia. vol. 1. NY: P.F. Collier, L.P, 1996.
  • Oxford Encyclopedic World Atlas 5th Edition, Ed. Keith Lyle, Copyright 2000, Printed in Spain
  • Rodgers, Mary M. (ed.). Albania...in Pictures. Minneapolis: Lerner Publications Company, 1995.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Miranda Vickers (1999). The Albanians: A Modern History. I.B.Tauris, გვ. 66. ISBN 978-1-86064-541-9. წაკითხვის თარიღი: 10 May 2012.