ავსტრიის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავსტრიის ისტორიული სიმბოლო.

ავსტრიის ისტორია — მოიცავს ავსტრიისა და მისი წინამორბედი სახელმწიფოების ისტორიას, ადრეული ქვის ხანიდან დღემდე. სახელი „Ostarrîchi“ (ავსტრია) ჩვ.წ. 996 წლიდან მოდის. ავსტრიაში 1273 წლიდან 1918 წლამდე, გაბატონებულნი იყვნენ ჰაბსბურგები და ჰაბსბურგ-ლოთარინგები. 1808 წელს, როდესაც ავსტრიის იმპერატორი ფრანც II გამოეყო საღვთო რომის იმპერიას, ავსტრია გახდა ავსტრიის იმპერია და ასევე იყო გერმანიის კავშირის წევრი, 1866 წლის ავსტრო-პრუსო-იტალიურ ომამდე.

1867 წელს ავსტრიამ ჩამოაყალიბა ორმაგი მონარქია უნგრეთთან და შეიქმნა ავსტრო-უნგრეთის იმპერია (1867-1918 წლები). როდესაც ეს იმპერია დაიშალა 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ავსტრის ტერიტორიები შემცირდა, ხოლო ქვეყანაში ძირითადად გერმანულენოვანი მოსახლეობა იყო, ამიტომაც მიიღო სახელი გერმანული ავსტრია. შემდგომში, 1919 წელს, გერმანული ავსტრია დაიშალა და შეიქმნა ავსტრიის პირველი რესპუბლიკა, რომელიც არსებობდა 1919 წლის 21 ოქტომბრიდან 1938 წლის 13 მარტამდე.

პირველი რესპუბლიკის შემდეგ, ავსტრიის ფედერალური სახელმწიფო შეეცადა ავსტრია დამოუკიდებელი ყოფილიყო გერმანიის რაიხისგან. ენგელბერტ დოლფუსი აღნიშნავდა, რომ ავსტრიის მოქალაქეების უმეტესობა იყო გერმანელი და ავსტრიელი, მაგრამ მას სურდა, რომ ავსტრია გერმანიისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო. 1938 წელს ავსტრიაში დაბადებულმა ადოლფ ჰიტლერმა მოახდინა ავსტრიის ანექსია და იგი გერმანიის რაიხის ტერიტორიასთან გაერთიანდა, ამ ფაქტს, რომელსაც ანშლუსს უწოდებენ, იმ დროის ავსტრიის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა. [1][2] 1955 წელს, მეორე მსოფლიო ომიდან ათი წლის შემდგომ, ავსტრია კვლავ გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა, როგორც ავსტრიის მეორე რესპუბლიკა.

1995 წლის პირველ იანვარს ავსტრია ევროპის კავშირის წევრი გახდა.[3]

პრეისტორია და ადრეული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალეოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალპები გამყინვარების პერიოდის განმავლობაში მიუწვდომელი იყო, ამიტომაც ადამიანის არსებობა ამ ტერიტორიაზე, თარიღდება შუა პალეოლითის ხანით, ნეანდერტალელების დროს. დღევანდელი ავსტრიის ტერიტორიაზე ადამიანის საცხოვრებლის უძველესი კვალი, 250 000 წელზე მეტი ხნის წინანდელია, რომელიც საპოვნია რეპოლუსტის მღვიმეში ბადლის მახლობლად, გრაც-უმგებუნგში შტირიას რაიონში. აღმოჩენა მოიცავს ქვისა და ძვლის ხელსაწყოებს და ჭურჭლის ფრაგმენტებს, ძუძუმწოვრების ნაშთებთან ერთად. გუდენუსის გამოქვაბულში ადამიანის ცხოვრება, დაახლოებით 70 000 წლით თარიღდება, გამოქვაბული მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ავსტრიაში.

ზედა პალეოლითის ნაშთები უფრო ხშირად გვხვდება ქვემო ავსტრიაში. ყველაზე ცნობილია ვახაუს რეგიონი, კერძოდ, აქ აღმოაჩინეს ავსტრიის ტერიტორიაზე ხელოვნების ორი ყველაზე ძველი ნიმუში. ეს არის ქალის მცირე ფორმის ფიგურები, პირველია გელგენბერგის ვენერა, რომელიც ნაპოვნია 1988 წელს, შტრატცინგის ახლოს და დაახლოებით 32 000 წლისაა, ხოლო მეორე არის ვილენდორფის ვენერა, რომელიც 26 000 წლის არის, აღმოაჩინეს 1908 წელს, ვილენდორფის მახლობლად, ქვემო ავსტრიაში ქალაქ დუნაის კრემსთან.[4][5] 2005 წელს, ამავე რეგიონში,აღმოაჩინეს ჩვილების სამარხი, რომლებიც დათარიღებულია 27 000 წლით და ყველაზე ძველი სამარხია, რომელიც ამჟამად ნაპოვნია ავსტრიაში.[6][7]

ნეოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეოლითის ხანაში ავსტრიის იმ ტერიტორიების უმეტესი ნაწილი, რომლებიც სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი იყო, დასახლდა. აქ ვხვდებით ხაზოვანი კერამიკის კულტურას, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი პირველია. დღეისათვის პირველ ქალაქად, სადაც დასახლება ნეოლითის ხანით თარიღდება არის მედლინგი.

ენეოლითის ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრიაში ენეოლითის ხანის კვალი აღმოჩენილია შუა დუნაის დაბლობზე, ქვემო ავსტრიაში. ამ დროს დასახლებები გავრცელდა აღმოსავლეთ ავსტრიაში. რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად ითვლება ეცის ყინულის კაცი, მუმია, რომელიც კარგად არის შემონახული, ვინაიდან ეს ადამიანი ეცტალის ალპებში იპოვნეს გაყინული, თარიღდება ძვ.წ. დაახლოებით 3 300 წლით,[8] აღმოაჩინეს ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე,[9] ამჟამად სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება, ბოლცანოს პროვინციაში, იტალიაში.

ბრინჯაოს ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრინჯაოს ხანის დასაწყისში გამოჩნდა გალავნებიანი ციხესიმაგრეები. ადგილობრივები მოიპოვებდნენ სპილენძსა და კალას (რისგანაც შემდგომ მზადდებოდა ბრინჯაო). გვიან ბრინჯაოს ხანაში, გამოჩნდა სამარხი ურნების კულტურა, რომლის დროსაც მარილის მოპოვება დაიწყო ჰალშტატის ჩრდილოეთ მარილის მაღაროებში.

რომის ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კელტების სამებო რომის იმპერიის შემადგენლობაში.

დღევანდელი ავსტრიის ტერიტორიაზე არსებილი კელტების სამეფო[10] და რომი იყვნენ აქტიური სავაჭრო პარტნიორები და შექმნეს სამხედრო კავშირიც. ძვ.წ. 15 -დან რომმა ამ ტერიტორიების ანექსია მოახდინა და მას ეწოდა „Austria Romana“ (რომელიც ცნობილი გახდა მე-19 საუკუნეში), იგი რომის იმპერიის პროვინციად იქცა.

იმპერატორი კლავდიუსის დროს (ძვ. წ. 41–54), პროვინციას ჰქონდა თავისი საზღვრები, ჩრდილოეთით, დუნაიმდე, ჩრდილო–აღმოსავლეთით, ვენის ტყემდე, აღმოსავლეთით დაახლოებით დღევანდელ შტირიასთან, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრებოდა მდინარე ეისაკსა და დრავას. მოგვიანებით, დიოკლეტიანეს (284–305 წლები) დროს, პროვინცია დაიყო ალპური ქედის გასწვრივ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ზილერის დასავლეთით, ფორარბერგისა და ტიროლის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, მდებარეობდა რომის იმპერიის პროვინცია. აღმოსავლეთით მდებარეობდა პანონია, დღევანდელი ბურგენლანდი, ხოლო სამხრეთით იტალია (რომის პროვინცია).[11] მდინარე დუნაი გარკვეულ დამცავ ბარიერს წარმოადგენდა რეგიონში, ვინაიდან იგი მოსახლეობას ჩრდილოეთით მცხოვრები გერმანული ტომების შემოსევებისგან იცავდა.

რომაელებმა ააშენეს მრავალი ქალაქი, რომლებიც დღემდე შემორჩა. მათ შორისაა ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), ვალდიდენა (ინსბრუკი) და ბრიგანტიუმი (ბრეგენცი).[12] სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები იყო ვირუნუმი (მდებარეობდა თანამედროვე კლაგენფურტის ჩრდილოეთით) და ლაურიაქუმი (ენსი). ქრისტიანობა ავსტრიაში გავრცელება ახ. წ. II საუკუნეში დაიწყო.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივ მოსახლეობას ფრანკებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რის შედეგადაც მიაღწიეს დროებით დამოუკიდებლობას 717 წლისთვის. საბოლოოდ, კარლოს დიდმა (იმპერატორი 800–814 წლებში) გააძლიერა თავისი სამეფო, მას ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა საღვთო რომის იმპერიასთან და რომის პაპთან, ადრიანე I-თან, რომელიც 772 წელს დამპყრობლებისგან იხსნა საკუთარი ჯარით. 800 წლისთვის, „აღმოსავლეთის სამეფო“, შეუერთდა საღვთო რომის იმპერიას.[12]

862 წელს ახალი საფრთხე გაჩნდა, კერძოდ, უნგრელები დიდი რაოდენობით გადაადგილდებოდნენ აღმოსავლეთის ტერიტორიებიდან. 896 წლისთვის კი უნგრელების დიდი რაოდენობა იყო დასახლებული უნგრეთის დაბლობზე, სადაც ისინი კომფლიქტში შედიოდნენ ფრანკებთან. მათ დაამარცხეს მორავიელები და 907 წელს პრესბურგის ბრძოლაში გაიმარჯვეს ბავარიელებზე, 909 წლისთვის მათ განაახლეს მსვლელობა, რამაც ფრანკები და ბავარიელები იძულებულნი გახადა უკან დაეხიათ და მდინარე ენსთან დაბრუნებულიყვნენ. [13]

ავსტრიის მეორე რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკუპაცია მოკავშირეთა მიერ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრიის ოკუპაცია.

1945 წლის აპრილში კარლ რენერმა, ავსტრია გამოაცხადა გერმანიისგან დამოუკიდებელი ტერიტორია, რომელის მთავრობაშიც შედიოდნენ სოციალისტები, კონსერვატორები და კომუნისტები. ქვეყანა მოკავშირეებმა დაიკავეს 1945 წლის 9 მაისიდან, ხოლო 1945 წლის 4 ივლისს ავსტრიის მოკავშირეთა კომისიის მიერ შექმნილი ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა დაიყო ზონებად. ზონები ეკუთნოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაეთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს.

განსხვავებით პირველი რესპუბლიკისგან, რომლის დროსაც ქვეყანაში გახშირებული იყო კონფლიქტი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, მეორე რესპუბლიკა გახდა სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა. ძირითადად იყო ორი უმსხვილესი წამყვანი პარტია, ქრისტიან–დემოკრატიული ავსტრიის სახალხო პარტია (PVP) და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPÖ). ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური პარტია იყო ავსტრიის თავისუფლების პარტია (FPÖ).

დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდგომში ორი ძირითადი პარტია ცდილობდა მოკავშირეთა ოკუპაციის დასრულებას და ავსტრიის დამოუკიდებლობის აღდგენას. ავსტრიის სახელმწიფო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1955 წლის 15 მაისს. მოკავშირეთა ოკუპაციის შეწყვეტისთანავე, ავსტრია გამოცხადდა ნეიტრალურ ქვეყანად. მეორე რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემა ხასიათდებოდა პროპორციული სისტემით, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობის თანამდებობები თანაბრად გაიყო „SPÖ“-სა და „ÖVP“-ს წევრებს შორის.

1986 წლის გაზაფხულზე კურტ ვალდჰაიმი აირჩიეს პრეზიდენტად, მნიშვნელოვანი ნაციონალური და საერთაშორისო პროტესტის გამო იგი გადადგა, რადგანაც დაადანაშაულეს ნაცინტებთან ურთიერთობაში. 1986 წლის სექტემბერში, გერმანულ-ეროვნულ და ლიბერალურ ფრთებს შორის დაპირისპირებისას, იერგ ჰაიდერი გახდა FPÖ- ს ლიდერი. კანცლერმა გააუქმა FPÖ- სა და SPÖ- ს შორის კოალიციური პაქტი, ხოლო ახალი არჩევნების შემდეგ, ÖVP- ს ხელმძღვანელობდა ალოის მოკი. იერგ ჰაიდერის პოპულიზმმა და პროპორციული სისტემის კრიტიკამ მას საშუალება მისცა თანდათანობით გაეზარდა თავისი პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი, 1983 წელს მხარდამჭერთა რიცხვი შეადგენდა 4%-ს, ხოლო 1999 წლისთვის 27%-მდე გაიზარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Austria: A Country Study. Select the link on left for The Anschluss and World War II. Eric Solsten, ed. (Washington, D.C.: Federal Research Division of the Library of Congress, 1993).
  2. Emil Müller-Sturmheim
  3. Austria | European Union - europa.eu
  4. Venus of Willendorf Christopher L. C. E. Witcombe, 2003.
  5. John J Reich; Lawrence Cunningham (2013) Culture and Values: A Survey of the Humanities, 8th Ed., Andover, Belmont, CA ISBN 978-1-133-95122-3
  6. "Ice age 'twins' found in ancient burial ground". New Scientist. 27 September 2005. https://www.newscientist.com/article/dn8063-ice-age-twins-found-in-ancient-burial-ground.html.
  7. Einwögerer, Thomas; Friesinger, Herwig; Händel, Marc; Neugebauer-Maresch, Christine; Simon, Ulrich; Teschler-Nicola, Maria (2006). "Upper Palaeolithic infant burials". Nature 444 (7117): 285. Bibcode 2006Natur.444..285E. . PMID 17108949.
  8. Bonani, Georges; Ivy, Susan D. (1994). "AMS Age Determination of Tissue, Bone and Grass Samples from the Ötzal Ice Man". Radiocarbon 36 (2): 247–250. . http://digitalcommons.library.arizona.edu/objectviewer?o=http%3A%2F%2Fradiocarbon.library.arizona.edu%2FVolume36%2FNumber2%2Fazu_radiocarbon_v36_n2_247_250_v.pdf.
  9. Gaber, Othmar; Künzel, Karl-Heinz (1998-11-01). "Man from the Hauslabjoch". Experimental Gerontology 33 (7): 655–660. . ISSN 0531-5565. PMID 9951613.
  10. Mackensen, Michael (1975). "The state of research on the ‘Norican’ silver coinage". World Archaeology 6 (3): 249–275. .
  11. see detailed map. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 October 2007.
  12. 12.0 12.1 Gale, Thomson (1998). Worldmark Encyclopedia of the Nations (9 ed.). Farmingtom Hills, Michigan: Gale p. 27. ISBN 978-0-7876-0079-2.
  13. Beller, Steven (2006). A Concise History of Austria. Cambridge, United Kingdom: Cambridge University Press p. 13. ISBN 978-0-521-47305-7.