ვიეტნამის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვიეტნამის ისტორია მოიცავს ვიეტნამის არსებობის პერიოდს უძველესი ხანიდან თანამედროვე ეპოქამდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ.წ. 214 წელს, ჩინეთის იმპერატორმა ცინ შიხუანდმა თავისი იმპერიის სამხრეთი მიწების მოსაერთებლად ჯარები გაგზავნა. სწორედ ამ პერიოდში მოიხსენიება ჩრდილოეთ ვიეტნამი, როგორც სახელმწიფო. ჩინელებმა მალევე დაიმორჩილეს ვიეტნამელთა ძირითადი ტომი — ბაი-იუ. ჩინელთა გაბატონებამ და ცინის დინასტიის მკაცრმა წესებმა, ვიეტნამელები აიძულა უფრო სამხრეთით გადასახლებულიყვნენ. მასობრივი მიგრაციის შედეგაც, ვიეტნამის სამხრეთში ჩამოყალიბდა სამი ახალი პროვინცია.

ვიეტნამი 1428-1789 წლებში, ლის დინასტიის მმართველობის პერიოდში

ათ წელიწადში, ძვ.წ. 203 წელს ჩინეთში არეულობა დაიწყო, რითაც ისარგებლა ჩინეთის მხედართმთავარმა ჟაო ტუომ და ვიეტნამის ტერიტორიაზე საკუთარი ნან-იუეს სამეფო დააარსა, რომლის დედაქალაქიც გუანგჟოუს ხეობაში მდებარეობდა. პარალელურად ჩინეთში წესრიგი აღსდგა და ახლად გამეფებულმა ხანის დინასტიამ ძვ.წ. 111 წელს მეორედ დაიპყრო ჩრდილოეთ ვიეტნამი, რომელსაც 10 საუკუნის განმავლობაში განაგებდნენ ჩინელები.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

939 წელს ვიეტნამელებმა მოახერხეს მდინარე ბახ-დანგთან ჩინელების დამარცხება და 10 საუკუნის შემდეგ დამოუკიდებლობა აღიდგინეს. მომდევნო საუკუნის განმავლობაში ვიეტნამი მშვიდად ვითარდებოდა, თუმცაღა XII-XIII საუკუნეებში უწევდა მონღოლთა შემოსევების მოგერიება. მონღოლებმა ვიეტნამი სერიოზულად მხოლოდ სამჯერ დალაშქრეს, თუმცაღა შუალედებში წვრილ შემოსევებსა და ძარცვა-რბევასაც ჰქონდა ადგილი. მოგვიანებით, მონღოლეთში იუანის დინასტიის გამეფების შემდეგ ვიეტნამზე ზეწოლა შედარებით შენელდა. მონღოლებმა ვიეტნამი უკანასკნელად თოღონ თემურ-ყაენის დროს დალაშქრეს XIV საუკუნეში, რა დროსაც ისინი ვიეტნამელებმა კვლავ მდინარე ბახ-დანგთან დაამარცხეს და საბოლოოდ გააძევეს.

ამის შემდეგ ვიეტნამში იწყება ფეოდალიზმის აყვავების პერიოდი, რა დროსაც ქვეყნის სათავეში ლეს დინასტია მოდის. XV საუკუნეში ვიეტნამმა თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია, რა დროსაც დაიპყრო სამხრეთით მდებარე ტერიტორიები. ამ დროს ვიეტნამელები იპყრობენ შამპას სამეფოსა და კამბუჯადეშას იმპერიას.

XVII საუკუნიდან იწყება ვიეტნამის დასუსტების ეპოქა, რასაც XIX საუკუნეში ვიეტნამის საფრანგეთის კოლონიური იმპერიის შემადგენლობაში შესვლა მოჰყვა. ფრანგების ბატონობა II მსოფლიო ომამდე გაგრძელდა, რა დროსაც ვიეტნამის ოკუპაცია იაპონიამ მოახდინა.

ვიეტნამის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ვიეტნამის ომი.

მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, იაპონიის იმპერია იძულებული გახდა დაეთმო ოკუპირებული ტერიტორიები. ამას ინდოჩინეთში ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა, რასაც საფრანგეთი, აშშ და სსრკ მტრულად შეხვდნენ. ვინაიდან ისინი ვერაფრით შეჯერდნენ, მსგავსად კორეისა ვიეტნამიც ორად გაიყო. ჩრდილოეთ ვიეტნამში კომუნისტური წყობა დამყარდა, ხოლო სამხრეთში კაპიტალისტური.

ქვეყანა მე-17 პარალელის გასწვრივ გაიყო, შეთანხმების თანახმად, 1956 წელს მთელი ვიეტნამის ტერიტორიაზე თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს წინადადება სამხრეთ ვიეტნამის მიერ იქნა უარყოფილი, რასაც 1959 წელს მოჰყვა ვიეტნამის ომის დაწყება. სსრკ ჩრდილოეთ ვიეტნამს იარაღით ამარაგებდა, რის საპასუხოდაც სამხრეთ ვიეტნამში 600,000 ამერიკელი სამხედრო განლაგდა. პარტიზანული შეტევების გამო ამერიკული ჯარები მალევე დაიფანტა, რის გამოც 1968 წელს ჩრდილოელებმა იერიში მიიტანეს სამხრეთზე, თუმცა დიდი ზარალის ფასად ამერიკელებმა სამხრეთ ვიეტნამი გადაარჩინეს.

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა

სულ მალე ომი მეზობელ ლაოსსა და კამბოჯაზეც გავრცელდა. 1973 წლის 27 იანვარს დადებულმა პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებამ ორივე მხარის უფლებამოსილება აღიარა. ხელშეკრულების თანახმად, 1973 წლის 29 მარტს ამერიკული ჯარების ვიეტნამიდან გაყვანა უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის მცირე ბრძოლები კვლავ გაგრძელდა. 1975 წლის 30 აპრილს ჩრდილოეთის არმია შეიჭრა სამხრეთში და დაიმორჩილა იგი. ამას მოჰყვა 1976 წლის 2 ივლისს ვიეტნამის გაერთიანება და მისი სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადება, რითაც დასრულდა ვიეტნამის ომი.

თანამედროვე ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანების შემდეგ ვიეტნამში სასტიკად აიკრძალა არა-სოციალისტური პარტიების არსებობა. პარალელურად, ძალიან ნელა და რთულად მიმდინარეობდა ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის რეკონსტრუქცია. კომუნისტური რეჟიმის დამყარებამ ვიეტნამში მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. 1978 წელს ვიეტნამის სამხედრო არმია შეიჭრა კამბოჯაში და გაანთავისუფლა ომის დროს დატყვევებული ვიეტნამელები. ამ მოქმედებამ ჩინეთთან ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია, რასაც 1979 წელს ჩინური არმიის ჩრდილოეთ ვიეტნამში შესვლა მოჰყვა. ამ კონფლიქტმა ვიეტნამი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახადა საბჭოთა კავშირზე.

1986 წელს ვიეტნამის კომუნისტურმა მთავრობამ განახორციელა თავისუფალი ბაზრის რეფორმა. პარალელურად ქვეყანაში გაიზარდა სოფლის მეურნეობა და კერძო საკუთრების უფლება, დარეგულირდა და შემოვიდა უცხოური ინვესტიციები. სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში, სამშენებლო ბიზნესსა და უცხოური ინვესტიციების ზრდამ, განაპირობა ვიეტნამის ეკონომიკის გამოცოცხლება. დღეისათვის ვიეტნამს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს.

ვიეტნამი მსოფლიოს იმ ერთეულ ქვეყანათა რიცხვშია, სადაც დღემდეა შემორჩენილი სოციალისტური წყობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vietnamese National Bureau for Historical Record (1998), Khâm định Việt sử Thông giám cương mục (in Vietnamese), Hanoi: Education Publishing House
  • Ngô Sĩ Liên (2009), Đại Việt sử ký toàn thư (in Vietnamese) (Nội các quan bản ed.), Hanoi: Cultural Publishing House, ISBN 978-6041690134
  • Trần Trọng Kim (1971), Việt Nam sử lược (in Vietnamese), Saigon: Center for School Materials
  • Phạm Văn Sơn (1960), Việt Sử Toàn Thư (in Vietnamese), Saigon
  • Taylor, Keith Weller (1983), The Birth of Vietnam, University of California Press, ISBN 978-0-520-07417-0
  • Andaya, Barbara Watson. (2006). The Flaming Womb: Repositioning Women in Early Modern Southeast Asia (illustrated ed.). University of Hawaii Press. ISBN 0824829557. Retrieved 7 August 2013.
  • Cœdès, George. (1966). The Making of South East Asia (illustrated, reprint ed.). University of California Press. ISBN 0520050614. Retrieved 7 August 2013.
  • Dardess, John W. (2012). Ming China, 1368–1644: A Concise History of a Resilient Empire. Rowman & Littlefield. ISBN 1442204907. Retrieved 7 August 2013.
  • Hall, Kenneth R., ed. (2008). Secondary Cities and Urban Networking in the Indian Ocean Realm, C. 1400–1800. Volume 1 of Comparative urban studies. Lexington Books. ISBN 0739128353. Retrieved 7 August 2013.
  • Nguyen Ba Khoach (1978). "Phung Nguyen". ScholarSpace – University of Hawaii.
  • Taylor, K. W. (2013). A History of the Vietnamese (illustrated ed.). Cambridge University Press. ISBN 0521875862. Retrieved 7 August 2013.
  • Taylor, Keith Weller. (1983). The Birth of Vietnam (illustrated, reprint ed.). University of California Press. ISBN 0520074173. Retrieved 7 August 2013.
  • Tsai, Shih-shan Henry. (1996). The Eunuchs in the Ming dynasty (illustrated ed.). SUNY Press. ISBN 1438422369. Retrieved 7 August 2013.
  • Contributor: Far-Eastern Prehistory Association Asian Perspectives, Volume 28, Issue 1. (1990) University Press of Hawaii. Retrieved 7 August 2013.