ტერიტორია (ქვეყნის დანაყოფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტერიტორია — ერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციული ერთეული. ქვეყნების უმრავლესობაში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია წარმოადგენს ორგანიზებულ ნაწილს, რომელიც იმყოფება ქვეყნის კონტროლ ქვეშ, მაგრამ არ გადაიზარდა, ან შესულია ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, რომელსაც აქვს თანაბარი სტატუსი სხვა პოლიტიკურ ერთეულებთან, რომლებსაც ხშირად ეწოდებათ ისეთი ადმინისტრაციული ტერმინები, როგორებიცაა "პროვინცია" ან "შტატი". საერთაშორისო პოლიტიკაში, არასუვერენული გეოგრაფიული ზონის ტერიტორიალურ დანაყოფებს, რომლებიც იმყოფებიან სხვა სახელმწიფოების კონტროლ ქვეშ და არ აქვთ მინიჭებული თვითმმართველობის უფლებამოსილება, როგორც წესი, წარმოადგენენ მეორე დონის ადმინისტრაციულ ერთეულებს; ან ორივეს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა ტერიტორია წარმოდგება პროტო-ინდო-ევროპული ფუძე ters-დან (სიმშრალე).[1] აქედან წარმოიშვა ლათინური სიტყვა terra (დედამიწა, მიწა) და გვიანდელი ლათინური ტერმინი territorium (ქალაქის ირგვლივ მყოფი მიწა).[2][3]

ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის დანაყოფების ტერიტორიების ტიპები მიოცავენ:

დედაქალაქის ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დედაქალაქის ტერიტორია.

დედაქალაქის ტერიტორია ან დედაქალაქის ფედერალური ტერიტორია — სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორია, სადაც მდებარეობენ ქვეყნების სამთავრობო რეზიდენციები. სახელმწიფო წყობის ფედერაციული მოდელის დროს არც ერთ შტატს ან ტერიტორიულ ერთეულს არ უკავია უპირატესი ადგილი, რადგანაც დედაქალაქი მდებარეობს მის საზღვრებში. დედაქალაქის ტერიტორია შეიძლება წარმოადგენდეს ფედერალური ოლქის ერთ-ერთ კონკრეტულ ფორმას.

დამოკიდებული ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დამოკიდებული ტერიტორია.

დამოკიდებული ტერიტორია — ადმინისტრაციული ტერიტორია, რომელიც არ არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ პოლიტიკურად რჩება სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად.[4] დღეისათვის ყველა დამოკიდებული ტერიტორია ან ზღვისიქითა ტერიტორია, ან არასუვერენული ასოცირებული სახელმწიფოა. დღეისათვის მხოლოდ 4 ქვეყანა ფლობს დამოკიდებულ ტერიტორიებს: დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია და აშშ.

ფედერალური ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ფედერალური ტერიტორია.

ფედერალური ტერიტორია — ადმინისტრაციული ტერიტორია, რომელიც არ შედის ფედერაციული სახელმწიფოს არც ერთ შემადგენელ სუბიექტში და პირდაპირ ექვემდებარება ფედერაციის ცენტრალურ ხელისუფლებას.

ფედერალური ტერიტორიები მოიცავს:

ზღვისიქითა ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვისიქითა ტერიტორია — მეტროპოლიიდან შორს მყოფი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ფართე გაგებით, რომელიც მის მიერ იმართება ოკეანის გაღმიდან. ზღვისიქითა ტერიტორია შეიძლება იყოს ქვეყნის შემადგენელი ნაწილი ან დამოკიდებული ტერიტორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]