ბაჰრეინის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰრეინი (Bahrein)
დედაქალაქიმანამა
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
ფართობი
 -  სულ 741 კმ2 
მოსახლეობა
 -  შეფასება 1,425,171
 -  სიმჭიდროვე 2,007.1 კაცი/კმ2 
ვალუტა ბაჰრეინის დინარი
სასაათო სარტყელი UTC+03:00

ბაჰრეინი იგივე ბაჰრეინის სამეფო - აზიის მესამე ყველაზე პატარა ქვეყანაა მალდივის და სინგაპურის შემდეგ. მდებარეობს სპარსეთის ყურეში. მოსახლეობა სხვადასხვა ხალხებისგან შედგება. იქ სახლობენ სპარსელები, შუმერები, ასურელები, ბაბილონელები, პორტუგალიელები, არაბები და ბრიტანელები. ქვეყანას დიდი დროის განმავლობაში ჰქონდა უახლოესი ეკონომიკური ურთიერთობა ინდოელებსა და სამხრეთ-აზიელებთან.

ბაჰრეინი უძველესი დილმანის ცივილიზაციის მთავარი ადგილია. არსებობს როგორც ლიტერატურული, ისე არქეოლოგიური მტკიცებულებები ვრცელ ვაჭრობაზე ძველი მესოპოტამიისა და ინდუსის ველის ცივილიზაციებს შორის.


სპარსეთის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ.წ. VI საუკუნიდან, ძვ.წ. III საუკუნემდე ბაჰრეინი იყო სპარსეთის იმპერიის უდიდესი ნაწილი.[1] ძვ.წ. III საუკუნიდან მე-7 საუკუნემდე, ისლამის მოსვლამდე, ბაჰრეინს აკონტროლებდა ორი სხვადასხვა ირანული დინასტია, პართიელები და სასანიანები. დაახლოებით ძვ.წ. 130 წლისთვის, პართიელთა დინასტიამ სპარსეთის ყურე თავის დაქვემდებარებაში მოაქცია და გავლენის სფერო გააფართოვა. ვინაიდან მათ სჭირდებოდათ სპარსეთის ყურის სავაჭრო გზის გაკონტროლება, პართიელებმა შექმნეს გარნიზონები სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ. [2]

არდაშირ I-ის მონეტა

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში სასანიანებმა წარმატებას მიაღწიეს და ტერიტორია გააფართოვეს. არდაშირ I, ირანის სასანიანთა დინასტიის პირველი მმართველი, მიემართებოდა ომანისა და ბაჰრეინისკენ, როდესაც დაამარცხა სანატრუკი, [3] რომელიც დიდი ალბათობით ბაჰრეინის პარტიული მმართველი იყო. [4]მან ბაჰრეინის გამგებლად დანიშნა თავისი ვაჟი შაპურ I. შაპურმა იქ ააგო ახალი ქალაქი და დაარქვა ბათან არდაშირი. [5]ამ დროს ბაჰრეინს შეუერთდა სამხრეთ სასანიური პროვინცია, რომელიც ფარავდა სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროს და ბაჰრეინის არქიპელაგს. სასანიანების სამხრეთ პროვინცია სამ ნაწილად იყო დაყოფილი; ჰაგარი (ახლანდელი ალ-ჰაფუფის პროვინცია, საუდის არაბეთი), ბატან არდაშირი (ახლანდელი ალ-ქატიფის პროვინცია, საუდის არაბეთი) და მიშმაჰიგი (ახლანდელი ბაჰრეინის კუნძული).

კუნძული ტილოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ბერძნები ბაჰრეინში მდებარე კუნძულ ტილოსს მარგალიტის ვაჭრობის ცენტრად თვლიდნენ. როდესაც საბერძნეთის ადმირალი, ნეარჩუსიც დაეთანხმა ამ თვალსაზრისს, როცა აქ პირველად მოხვდა. ნეარჩუსი მსახურობდა ალექსანდრე დიდთან, [6]რომელმაც დაამარცხა ალ ჰამარის მმართველი ტომი.

ნეარჩუსი ბაჰრეინს ეწვია და იპოვა მდიდარი მიწა, რომელიც ფართო სავაჭრო ქსელის ნაწილი იყო. მან ჩაწერა: ”რომ კუნძულ ტილოსში, რომელიც მდებარეობს სპარსეთის ყურეში, არის ბამბის ხის დიდი პლანტაციები, საიდანაც იწარმოება ტანსაცმელი. ამ ტანსაცმელს ეწოდება სინდონები, რომელიც წარმოდგენილია განსხვავებული ხარისხის მაჩვენებლებით. ზოგიც ძვირი ღირს, ზოგიც უფრო ძვირი. ამით მხოლოდ ინდოეთი არ შემოიფარგლება, ვრცელდება არაბეთშიც. ”[7] ბერძენი ისტორიკოსი, თეოფრასტუსი, ამბობს, რომ ამ ბამბის ხეებში ბევრი კუნძული იყო დაფარული. ასევე ამბობს იმასაც, რომ ტილოს კუნძული ემბლემებით ამოტვიფრული მოსიარულე ლერწმების ექსპორტს აწარმოებდა ბაბილონში. [8]

არ არის ცნობილი, იყო, თუ არა ბაჰრეინი სელევკიდების იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა ერთ-ერთი არქეოლოგიური ადგილი ბაჰრეინში იქნა წარმოდგენილი, როგორც სელევკიდების ბაზა სპარსეთის ყურეში.[9] ტილოსი ბერძნული ათლეტური შეჯიბრების ადგილად იქცა. [10]

სტრაბონმა, ბერძენმა ისტორიკოსმა, გეოგრაფმა და ფილოსოფოსმა აღნიშნა, რომ ფინიკიელები ბაჰრეინიდან ჩამოვიდნენ, სადაც მათ ჰყავთ მსგავსი ღმერთები და აქვთ მსგავსი სასაფლაოები და ტაძრები. ეს თეორია მიიღო მე-19 საუკუნის გერმანელმა კლასიკოსმა არნოლდ ჰერენმა. ტირესის, კერძოდ, ლიბანის, ხალხმა დიდი ხანია, შეინარჩუნა სპარსეთის ყურე და მსგავსება აღმოაჩინეს სიტყვებში "ტილოსი" და "ტირე".

სტრაბონი

ჰეროდოტეს მოხსენება (დაწერილი ძვ. წ. 440 წ.) ეხება ბაჰრეინიდან წარმოშობილ ფინიკიელებს.

ისტორია გვიამბობს, რომ ხალხი, რომლებიც ადრე ერითრეის ზღვის ნაპირებზე ცხოვრობდა (არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი), გადავიდა ხმელთაშუა ზღვაში და დასახლდა იმ ნაწილებში, სადაც ახლაც ბინადრობენ. შემდეგ დაიწყეს მოგზაურობები, გემების დატვირთვა ეგვიპტისა და ასურეთის საქონლით და ა.შ.

ტერმინ ,,ტილოსს" ჩვეულებრივ იყენებდნენ კუნძულებზე პტოლემეს გეოგრაფიამდე, სანამ მოსახლეობა მოიხსენიებოდა როგორც "თილუანოი".

ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII საუკუნიდან XVII დასაწყისამდე, ისლამის გაჩენის პერიოდში ბაჰრეინის სახელი მოიხსენიებოდა უფრო ფართო ისტორიულ რეგიონში, რომელიც გადაჭიმული იყო ბასრადან ჰორმუზის სრუტემდე, სპარსეთის ყურის სანაპიროს გასწვრივ. ეს იყო იკლიმ ალ-ბაირინი, ანუ ბაჰრეინის პროვინცია. პროვინციაში მცხოვრები არაბები იყვნენ არაბული ტომის ბანი აბდ ალ-ქისის შთამომავლები.[11]

ბაჰრეინმა ისლამი მიიღო 629 წელს (ჰიჯრის მეშვიდე წელი); წინასწარმეტყველი მუჰამედი განაგებდა ბაჰრეინს მისი ერთ-ერთი წარმომადგენლის მეშვეობით. უმარ I - ის დროს, წინასწარმეტყველის ცნობილი თანამგზავრი აბუ ჰურაირა იყო ბაჰრეინის მმართველი. ალ ხამის მეჩეთი, რომელიც დაარსდა 692 წელს, იყო ერთ-ერთი ადრეული მეჩეთი, რომელიც აშენდა ბაჰრეინში, უმაიადის ხალიფის, უმარ II- ის ხანაში. ისლამამდე ბაჰრეინი ნესტორიანული ქრისტიანობის ცენტრი იყო.

ისლამის გავრცელებას გავლენა არ მოუხდენია ბაჰრეინის ვაჭრობის დამოუკიდებულებაზე. მისი ვაჭრობა ჩვეული რეჟიმით მიმდინარეობდა მესოპოტამიის ბაზრებზე. 750 წელს ბაღდადი ხალიფის ადგილად იქცა და ისლამური ცივილიზაციის მთავარ ცენტრი გახდა, რის შემდეგაც, ბაჰრეინს დიდი მოგება მოუტანა ქალაქის გაზრდილმა მოთხოვნილებებმა, განსაკუთრებით ჩინეთიდან და სამხრეთ აზიიდან. [12] ბაჰრეინი ინტელექტუალთა კერა გახდა ასობით წლის განმავლობაში, რაც გრძელდებოდა ისლამის ადრეული პერიოდიდან, მე-6 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე, რასაც ბაჰრეინის ფილოსოფოსები ძალიან აფასებდნენ.

ბაჰრეინი და პორტუგალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე ნახეთ: https://en.wikipedia.org/wiki/Portuguese_Empire

არაბი აღმომჩენი და მოგზაური, აჰმად იბნ მაჯიდი, 1489 წელს ეწვია ბაჰრეინის. აღნიშნა, რომ 360 სოფელია და ასევე ისიც, რომ უამრავ ადგილას შეიძლება შეგვხვდეს მტკნარი წყალი. ბაჰრეინის გარშემო არის უამრავი კუნძული, სადაც აქტიურად ვაჭრობენ მარგალიტებით. ამ საქმიანობით 1000 ხომალდი მაინცაა დაკავებული.

მე-16 საუკუნის დასაწყისში, ინდოეთის ოკეანეში მიმდინარეობდა ვასკო და გამას საძიებო მოგზაურობები, რომლებშიც პორტუგალიელები ოსმალებს გამუდმებით ებრძოდნენ სპარსეთის ყურის სანაპიროებზე. 1485 წელს პორტუგალიის გემები პირველად შემოვიდნენ ყურეში. პირველი ცნობილი პორტუგალიელი მოგზაური, რომელიც ბაჰრეინს ეწვია, იყო დუარტე ბარბოსა. 1507 წელს ჰორმუზის სამეფო დაეცა, რის შედეგადაც დასრულდა პოლიტიკური კონტროლი ბაჰრეინზე. ანტონიო კორრეიას მეთაურობით გაერთიანებულმა ძალებმა 1521 წელს დაიპყრო ბაჰრეინი. ამის საპასუხოდ, პორტუგალიელებმა კიდევ ერთი ექსპედიცია გაგზავნეს ბაჰრეინსა და არაბეთის სანაპიროებზე. [13]

მოგვიანებით პორტუგალიამ გააძლიერა კუნძულის პოზიცია და აღადგინა ბაჰრეინის ციხე, რომელიც უნდა ემსახურებოდეს პორტუგალიის გარნიზონს. [14]ითვლება, რომ პორტუგალიელები კუნძულებს მართავდნენ ძალის გამოყენებით [15] ოთხმოცი წლის განმავლობაში, მიუხედავად მრავალი აჯანყებისა და პროტესტის განხორციელებისა. (რომელთაგან ერთ – ერთმა დროებითი დამოუკიდებლობა მიიღო 1534 წელს). ერთ-ერთი ასეთი აჯანყება მოხდა 1529 წელს.

1559 წლის ხანმოკლე პერიოდში ოსმალეთის გუბერნატორი ალ-ჰასა ცდილობდა კუნძულების ოკუპაციას, მაგრამ მოიგერიეს. [16] [17]პორტუგალიელები კუნძულზე დარჩნენ მანამ, სანამ ისინი 1602 წელს არ გამოიყვანეს. აჯანყებამ რუქნ ად-დინის მეთაურობით აიღო ბაჰრეინის ციხესიმაგრე. აჯანყება მოხდა გუბერნატორის ბრძანებით. პორტუგალიის მცდელობები ბაჰრეინის ხელში ჩაგდებისა ჩაიშალა შირაზის თავადის დახმარების გამო. აჯანყება დაემთხვა ევროპულ ძალებს შორის რეგიონულ დავებს.

დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს, როდესაც ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სპარსეთის ყურესთან შეთანხმების დამთავრების შესახებ, ბაჰრეინი შეუერთდა კატარსა და შვიდ სახელმწიფოს (რომლებიც ახლა ქმნიან არაბთა გაერთიანებულ საემიროებს). ბაჰრეინი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა, როგორც ცალკეული სუბიექტი.

1970 წლის დასაწყისში ირანის მთავრობამ გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვა, შეეფასებინა ბაჰრეინის ხალხის სურვილი სუვერენიტეტის თაობაზე. გამოკითხვის (ზოგჯერ "რეფერენდუმსაც" უწოდებენ [18]) ძირითადი მიზანი იყო, რომ გაეგოთ, კუნძულები დამოუკიდებლობას ანიჭებდნენ უპირატესობას თუ - ირანულ კონტროლს. ამ გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ბაჰრეინის ხალხს სურდა სრული დამოუკიდებლობა.

შედეგად, 1970 წლის 11 მაისს, გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია. იმავე თვეში ირანმა უარი თქვა კუნძულზე.[19] ბაჰრეინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1971 წლის 15 აგვისტოს, ხოლო ოფიციალურად დამოუკიდებელი გახდა 1971 წლის 16 დეკემბერს.

დამოუკიდებლობის დროს, სამეფო საზღვაო ძალების მუდმივი ყოფნა ბაჰრეინში დასრულდა.

ნავთობის ფასის ზრდა დაიწყო 1973 წლის იომ-ქიფურის ომის შემდეგ; ბაჰრეინის საკუთარი რეზერვები იწურებოდა, ნავთობის მაღალი ფასი იმას ნიშნავდა, რომ სამეფოს მეზობელ სახელმწიფოებში მასიური კაპიტალიზაცია მოხდა. სამეფომ შეძლო სიტუაციის აღმოფხვრა 1975 წელს ლევანტის კიდევ ერთი ომის წყალობით, რომელიც ლიბანის სამოქალაქო ომის სახელითა ცნობილი. ბეირუთი დიდი ხანია არაბული სამყაროს ფინანსური ცენტრი იყო, მაგრამ ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყებამ უშუალო გავლენა მოახდინა საბანკო ინდუსტრიაზე. ფინანსური ცენტრის შექმნის შესაძლებლობის გაცნობიერებამ განაპირობა ქვეყნის სხვა ინდუსტრიების ზრდა.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  • Mouthed-Zadeh, Pirouz (5 November 2013). Security and Territoriality in the Persian Gulf: A Maritime Political Geography. Taylor & Francis. pp. 119 and others. ISBN 978-1-136-81724-3
  • Bahrain by Federal Research Division, page 7
  • Robert G. Hoyland, Arabia and the Arabs: From the Bronze Age to the Coming of Islam, Routledge 2001p28
  • Conflict and Cooperation: Zoroastrian Subalterns and Muslim Elites in ... By Jamsheed K. Choksy, 1997, page 75
  • Mouthed-Zadeh, Pirouz (5 November 2013). Security and Territoriality in the Persian Gulf: A Maritime Political Geography. Taylor & Francis. pp. 119 and others. ISBN 978-1-136-81724-3
  • Larsen, Curtis E. (1983). Life and Land Use on the Bahrain Islands: The Geoarchaeology of an Ancient Society. University of Chicago Press. p. 13. ISBN 978-0-226-46906-5
  • Arnold Hermann Ludwig Heeren, Historical Researches into the Politics, Intercourse, and Trade of the Principal Nations of Antiquity, Henry Bohn, 1854 p38
  • Arnold Heeren, ibid, p441
  • Classical Greece: Ancient histories and modern archaeologies, Ian Morris, Routledge, p184
  • W. B. Fisher et al. The Cambridge History of Iran, Cambridge University Press 1968 p40
  • Usmani, editor, Muzaffar Husain Syed ; co-editors, Syed Saud Akhtar, Babuddin (2011). A concise history of Islam(unabridged ed.). Vij Books India Pvt Ltd. pp. 421–3. ISBN 9789382573470 Retrieved 1 September 2015.
  • Robinson, edited by Francis (1998). The Cambridge illustrated history of the Islamic world (Repr. ed.). Cambridge: Cambridge University Press. p. 132. ISBN 9780521669931. Retrieved 1 September 2015.
  • Larsen, Curtis E. (1983). Life and Land Use on the Bahrain Islands: The Geoarchaeology of an Ancient Society. University of Chicago Press. p. 68. ISBN 978-0-226-46906-5
  • Larsen, Curtis E. (1983). Life and Land Use on the Bahrain Islands: The Geoarchaeology of an Ancient Society. University of Chicago Press. p. 69. ISBN 978-0-226-46906-5
  • According to the Cambridge History of Islam, it conflictingly states that the Ottomans conquered Bahrain in 1554, contradicting other sources.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]



სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. Mouthed-Zadeh, Pirouz (5 November 2013). Security and Territoriality in the Persian Gulf: A Maritime Political Geography. Taylor & Francis. pp. 119 and others. ISBN 978-1-136-81724-3
  2. Bahrain by Federal Research Division, page 7
  3. Robert G. Hoyland, Arabia and the Arabs: From the Bronze Age to the Coming of Islam, Routledge 2001p28
  4. Conflict and Cooperation: Zoroastrian Subalterns and Muslim Elites in ... By Jamsheed K. Choksy, 1997, page 75
  5. Mouthed-Zadeh, Pirouz (5 November 2013). Security and Territoriality in the Persian Gulf: A Maritime Political Geography. Taylor & Francis. pp. 119 and others. ISBN 978-1-136-81724-3
  6. Larsen, Curtis E. (1983). Life and Land Use on the Bahrain Islands: The Geoarchaeology of an Ancient Society. University of Chicago Press. p. 13. ISBN 978-0-226-46906-5
  7. Arnold Hermann Ludwig Heeren, Historical Researches into the Politics, Intercourse, and Trade of the Principal Nations of Antiquity, Henry Bohn, 1854 p38
  8. Arnold Heeren, ibid, p441
  9. Classical Greece: Ancient histories and modern archaeologies, Ian Morris, Routledge, p184
  10. W. B. Fisher et al. The Cambridge History of Iran, Cambridge University Press 1968 p40
  11. Usmani, editor, Muzaffar Husain Syed ; co-editors, Syed Saud Akhtar, Babuddin (2011). A concise history of Islam(unabridged ed.). Vij Books India Pvt Ltd. pp. 421–3. ISBN 9789382573470 Retrieved 1 September 2015.
  12. Robinson, edited by Francis (1998). The Cambridge illustrated history of the Islamic world (Repr. ed.). Cambridge: Cambridge University Press. p. 132. ISBN 9780521669931. Retrieved 1 September 2015.
  13. Larsen, Curtis E. (1983). Life and Land Use on the Bahrain Islands: The Geoarchaeology of an Ancient Society. University of Chicago Press. p. 68. ISBN 978-0-226-46906-5
  14. Larsen, Curtis E. (1983). Life and Land Use on the Bahrain Islands: The Geoarchaeology of an Ancient Society. University of Chicago Press. p. 69. ISBN 978-0-226-46906-5
  15. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-09. ციტირების თარიღი: 2020-05-12.
  16. According to the Cambridge History of Islam, it conflictingly states that the Ottomans conquered Bahrain in 1554, contradicting other sources.
  17. http://digitool.library.mcgill.ca/webclient/StreamGate?folder_id=0&dvs=1463879906969~482
  18. https://fpc.state.gov/documents/organization/159344.pdf
  19. https://www.bbc.com/news/world-middle-east-14541322