თურქეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თურქეთის ისტორია — დღევანდელი გაგებით მოიცავს იმ რეგიონის ისტორიას, რომელიც ახლა აყალიბებს თურქეთის რესპუბლიკის ტეროტორიას, რომელიც ასევე მოიცავს ანატოლიის (თურქეთის აზიური ნაწილი) და აღმოსავლეთ თრაკიის (თურქეთის ევროპული ნაწილი) ისტორიას.

ოსმალეთის პერიოდამდე, უნდა გაანალიზდეს განსხვავება თურქულენოვანი ხალხების და იმ ტერიტორიების ისტორია, რომელიც ახლა აყალიბებს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიას. არსებითად უნდა განვიხილოთ უძველესი ანატოლია და თრაკია.[1][2]

თურქეთის სახელი მომდინარეობს ლათინურიდან Turchia, ანუ „თურქების მიწა“, რომელიც ისტორიულად გულისხმობდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სრულიად განსხვავებულ ტერიტორიას, რომელიც მოექცა თურქული ხალხების კონტროლის ქვეშ, ადრეულ შუა საუკუნეების პერიოდში.

იმ დრომდე, სანამ თურქებმა დაიპყრეს თანამედროვე თურქეთის ტერიტორია, თურქეთის ისტორია მოიცავს შუა საუკუნეების სელჩუკთა იმპერიის ისტორიას, ისევე, როგორც შუა საუკუნეების თანამედროვე ოსმალეთის იმპერიის ისტორიას და თურქეთის რესპუბლიკის ისტორიას, 1920 წლიდან.[1][2]

ანატოლია და თრაკია ანტიკურ ხანაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანატოლია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანატოლიის (მცირე აზია) ისტორია შეიძლება დავყოთ წინაისტორიად, ძველი ახლო აღმოსავლეთის დროთ (ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანა), კლასიკური ანატოლიის დროთ, ელინისტურ ანატოლიად, ბიზანტიურ ანატოლიად, რომელიც მოიცავს ადრეულ შუასაუკუნეებიდან ჯვაროსნული ლაშქრობებამდე და საბოლოოდ თურქულ (თურქულ/ოსმალური) დროთ, რომელიც მე-15 საუკუნეში დაიპყრეს.

ადრეული კულტურის ნიშნები ანატოლიაში თარიღდება ქვის ხანის ნივთებით. ბრინჯაოს ხანის ცივილიზაციებმა, როგორიცაა ხეთები, აქადები, ასურელები, მოგვაწოდეს ბევრი მაგალითი მათი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებისა და სავაჭრო ურთიერთობებისა. ხეთების დაცემის შემდეგ, კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე წარმოიშვა ახალი სახელმწიფოები, ფრიგიისა და ლიდიის, როგორც ბერძნული ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც აყვავება დაიწყო. ისინი და დანარჩენი ანატოლიის ყველა სახელმწიფო, მალევე შევიდა სპარსთა აქემენიდური იმპერიის შემადგენლობაში.

სანამ სპარსეთი ზრდიდა ძალას, მათი ადგილობრივი ხელისუფლების სისტემამ ანატოლიაში, მისცა ბევრ საპორტო ქალაქს ზრდისა და გამდიდრებისათვის საშუალება. მთელი ანატოლია დაყოფილი იყო სხვადასხვა სატრაპიებში, რომელსაც მართავდნენ სატრაპები (გუბერნატორი), დანიშნული სპარსეთის ცენტრალური მმართველების მიერ. პირველი სახელმწიფო, რომელსაც ეწოდა სომხეთი, იყო მეზობელი ხალხების სომხების ერვანდუნების დინასტიის სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაში, დაწყებული მე-6 საუკუნიდან შედიოდა აღმოსავლეთ თურქეთის რაიონებიც, რომელიც შემდგომში გახდა სომხეთის სატრაპია აქემენიდების მმართველობის ქვეშ. ზოგიერთი სატრაპო პერიოდულად ამბოხს აწყობდა, მაგრამ სერიოზულ საფრთხეს არ ქმნიდნენ. ძვ. წ. V საუკუნეში, დარიოსმა ააშენა სამეფო გზა, რომელიც დააკავშირა სპარსეთის ძირითადი ქალაქი სუზა, დასავლეთ ანატოლიის ქალაქ სარდისთან.[3] ანატოლიამ, აქემენიანთა ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ადრეულ ძვ. წ. V საუკუნეში, იონიის ზოგიერთი ქალაქები, აჯანყდნენ სპარსელების მმართველობას, რომლის კულმინაციაც იონიელების აჯანყება გახდა. აჯანყება, რომელიც ადვილად ჩაიხშო სპარსელების მიერ, ჩაუყარა საფუძველი შემდგომი ბერძნულ-სპარსულ ომებს, რაც საბოლოოდ აღმოჩნდა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ომებად. აქემენიდურ სპარსეთის მმართველობის შემდეგ, ალექსანდრე მაკედონელმა საბოლოოდ დაიბრუნა კონტროლის ქვეშ მთელი რეგიონი, სპარსეთთან თანმიმდევრული ბრძოლების შემდეგ, რომელიც დაამხო დარიოს III-ის იმპერია. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, მისი დაპყრობილი ტერიტორიები, მისი რამდენიმე სანდო გენერლებს შორის გაიყო, მაგრამ არსებობდა შეჭრის მუდმივი საფრთხე გალებისა და სხვა ძლიერი მმართველების მხრიდან პერგამონში, პონტოსა და ეგვიპტეში. სელევკიდების იმპერია, რომელიც ალექსანდრეს უდიდესი ტერიტორია იყო და მოიცავდა ანატოლიას, ჩაება რომთან კატასტროფულ ომში, რომლის კულმინაცია ტერმოფილისა და მაგნეზიის ბრძოლა იყო. აპამეის ხელშეკრულების შედეგად (ძვ. წ. 188), სელევკიდებმა ანატოლიიდან უკან დაიხია. პერგამონის სამეფოსა და როდოსის რესპუბლიკას, რომლებიც ომში რომის მოკავშირეები იყო, გადაეცათ სელევკიდების ყოფილი მიწები ანატოლიაში.

რომის კონტროლი ანატოლიაზე გაძლიერდა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება მისცა ეფექტურად დაარეგულიროს მიწები, ასევე გააძლიერა სამხედრო დაცვა. IV საუკუნის დასაწყისში, კონსტანტინე დიდმა, კონსტანტინოპოლში ახალი ადმინისტრაციული ცენტრი შექმნა, ხოლო IV საუკუნის ბოლოს, რომის იმპერია ორ ნაწილად გაიყო, აღმოსავლეთი ნაწილი თავისი დედაქალაქით კონსტანტინოპოლში, ისტორიკოსების მიერ მოიხსენიება, როგორც ბიზანტიის იმპერია თავისი თავდაპირველი სახელის მიხედვით, რომელიც ბიზანტიუმი იყო.[4]

თრაკია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თრაკიელები (ძვ. ბერძნ. Θρᾷκες, ლათ. Thraci) ინდოევროპული მოსახლე ტომების ჯგუფი, რომლებიც სახლობდნენ ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.[5] მათ ესაზღვრებოდნენ სკვითები ჩრდილოეთიდან, კელტები და ილირიელები დასავლეთიდან, ძველი საბერძნეთი სამხრეთიდან და შავი ზღვა აღმოსავლეთიდან. ისინი საუბრობდნენ თრაკიულად, რომელიც ინდოევროპული ენების ოჯახს განეკუთვნებოდა. თრაკიელების და მათი კულტურის შესწავლას თრაკოლოგია ეწოდება.

თრაკია და თრაკიის ოდრისის სამეფო ძვ.წ. 431-424 წლებში

ძვ. წ. 1200 წლიდან დაწყებული, ანატოლიის დასავლეთ სანაპიროზე კომპაკტურად დასახლდნენ ეოიელი და იონიელი ბერძნები. ბერძენმა კოლონისტებმა დააარსეს მრავალი მნიშვნელოვანი ქალაქი, როგორიცაა მილეტი, ეფესო, სმირნა და ბიზანტიუმი, ეს უკანასკნელი კი დაარსებული იყო ძვ. წ. 657 წელს, მეგარელი ბერძენი კოლონისტების მიერ. მთელი თრაკია და მკვიდრი თრაკიელები, ძვ.წ. გვიან VI საუკუნეში დარიოს I-მა დაიპყრო და ძვ.წ. 492 წელს მარდონიოსმა, სპარსელების საბერძნეთში პირველი შეჭრის დროს, ხელახლა დაიმორჩილა.[6] მოგვიანებით, თრაკიის ტერიტორია გაერთიანდა „ოდრისინის სამეფოში“, „ტერეს I“-ის მიერ,[7] სავარაუდოდ საბერძნეთში სპარსელების დამარცხების შემდეგ.[8]

ძვ. წ. V საუკუნეში, თრაკიელები საკმაოდ გავრცელებულნი იყვნენ და ამავე დროს, ჰეროდოტეს განსაზღვრით,[9] მეორე ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი, მისთვის ცნობილ მსოფლიოს ნაწილში (ინდოელების შემდეგ), ასევე პოტენციურად ყველაზე ძლიერი და ერთიანი. თრაკიელები, ანტიკურ ხანაში დაყოფილები იყვნენ დიდი რაოდენობით ჯგუფებსა და ტომებზე, თუმცა არსებობდა რიგი ძლიერი და ორგანიზებული თრაკიული სახელმწიფოებიც, როგორიცაა თრაკიის ოდრისინიის სამეფო და ბურებისტას დაკიის სამეფო. ამ პერიოდის ჯარისკაცთა სახეობას ეწოდებოდა „პელტასტი“, რომელიც სავარაუდოდ წარმოიშვა თრაკიაში.

მაკედონიის სამეფოს გაფართოებამდე, თრაკია დაყოფილი იყო სამ ნაწილად: აღმოსავლეთის, ცენტრალური და დასავლეთის. აღმოსავლეთ თრაკიის ცნობილი მმართველი იყო კერსებლეფტი, რომელიც ცდილობდა გაეფართოებინა თავისი ძალაუფლება სხვა თრაკიელ ტომებზეც. თუმცა, იგი საბოლოოდ მაკედონელთა მიერ დამარცხდა.

თრაკიელები, როგორც წესი ქალაქის მშენებლები არ იყვნენ, უდიდესი თრაკიული ქალაქი, ფაქტობრივად დიდი სოფელი იყო.[10][11] თრაკიელების ერთადერთი პოლისი, სევტოპოლი იყო.[12][13]

ბიზანტიური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბიზანტიის ანატოლია.
სტამბოლის აია-სოფია, თავდაპირველად ეკლესია, მოგვიანებით მეჩეთი და ახლა მუზეუმი, აშენებული მეექვსე საუკუნეში.

სპარსეთის აქემენიანთა იმპერია ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ, ძვ. წ. 334 დაეცა,[14] რამაც გაზარდა კულტურული ელინიზაცია.[15] ძვ. წ. 323 წელს, ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ, ანატოლია დაიყო რამდენიმე მცირე ელინისტურ სამეფოდ, რომლებიც შემდგომში, პირველი საუკუნის შუა რიცხვებში რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდნენ.[16] ელინიზაციის პროცესი ალექსანდრეს დაპყრობის შემდეგ, რომის მმართველობის ქვეშ უფრო დაჩქარდა, რის შედეგად, ჩვენი წელთაღრიცხვის ადრეულ საუკუნეებში ადგილობრივი ანატოლიური ენები და კულტურები გაქრა, მის ნაცვლად კი ძველი ბერძნული ენა და კულტურა აყვავდა.[17][18]

324 წელს, კონსტანტინე I-მა ბიზანტიუმი რომის იმპერიის ახალ დედაქალაქად და მას „ახალი რომი“ უწოდა. 395 წელს, თეოდოსიუს I-ის გარდაცვალების შემდეგ, რომის იმპერია მის ორ ვაჟს შორის დაიყო, ხოლო ქალაქი, რომელიც ხალხში პოპულარული იყო, როგორც კონსტანტინოპოლი, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქი გახდა. აღმოსავლეთ რომის იმპერია, რომელიც მოგვიანებით ისტორიკოსების მიერ ეწოდა ბიზანტიის იმპერია, გვიანი შუა საუკუნეებამდე, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა,[19] ხოლო დანარჩენი ტერიტორია სასანური სპარსეთის ხელში იყო.

III-IV საუკუნეებს შორის, ანატოლიისთვის ბიზანტიელებსა და მეზობელ სასანიდებს ხშირად ჰქონდათ ომი, რომელიც მნიშვნელოვნად ამოწურა ორივე იმპერიის ძალა, რაც გზა გაუხსნა მათი დაპყრობისთვის.

თურქების ადრეული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : თურქთა სახაკანო.

ისტორიკოსები ზოგადად თანხმდებიან, რომ პირველი თურქები ცხოვრობდნენ რეგიონში, რომელიც ცენტრალური აზიიდან ციმბირამდე ვრცელდება. ისტორიულად, ისინი ძვ. წ. VI საუკუნის შემდეგ ჩამოყალიბდნენ.[20] ადრეული ცალკე თურქული ტომები, ხუნუს კონფედერაციის დასარულს (ხანის დინასტიასთან ერთად),[21] ძვ.წ. 200 წელს გამოჩნდნენ.[20] პირველად თურქები ნახსენები იყვნენ ჩინურ ტექსტში, სადაც აღნიშნული იყო თურქული ტომების სავაჭრო ურთიერთობები სოგდიელებთან, აბრეშუმის გზის გასწვრივ.[22] ხშირად ვარაუდობენ, რომ ხუნუ, აღნიშნული ხანის დინასტიის ჩანაწერებში, იყო პროტო-თურქული ტომი.[23][24][25][26][27]

ჰუნების ლაშქარი ატილას მმართველობით, რომელიც V საუკუნეში შემოიჭრა და დაიპყრო ევროპის დიდი ნაწილი, შეიძლება ყოფილიყო თურქული წარმოშობის და ხუნუს შთამომავალი.[21][28][29] ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ჰუნები ერთ-ერთი პირველი თურქული ტომი იყო, ხოლო სხვები ამტკიცებენ, რომ ისინი მონღოლური წარმოშობის იყვნენ.[30]

VI საუკუნეში, ხუნუს დაშლიდან 400 წლის შემდეგ, შიდა აზიაში თურქული ხალხების ხელმძღვანელობა გადავიდა გიოქთურქების ხელში. ადრე ხუნუს კონფედერაციაში მყოფი გიოქთურქები, შეინარჩუნეს თავიანთი ტრადიციები და მმართველობითი გამოცდილება. 552 წლიდან 745 წლამდე, გიოქთურქებმა გააერთიანეს თურქი მომთაბარე ტომები გიოქთურქთა იმპერიაში. გიოქთურქების სახელი მომდინარეობს Gök, რომელიც ნიშნავს „ლურჯს“ ან „ციურს“. ხუნუსგან განსხვავებით, გიოქთურქთა სახანო ჰყავდა თავისი დროებითი ხანები, აშინის კლანიდან, რომლებიც კონტროლირდებოდენ საბჭოს ტომის მიერ. სახანომ შეინარჩუნა თავისი ორიგინალური რელიგიის ელემენტები, რომლებიც შამანიზმი და ტენგრიზმია, ხოლო მიუხედავად იმისა, ისინი მიიღეს ბუდისტი ბერების მისიონერები და მისდევდნენ პრაქტიკულ სინკრეტულ რელიგიას. გიოქთურქები პირველი თურქი ხალხები იყვნენ, რომლებიც წერდნენ ძველი თურქულით, ორხონის სკრიპტის გამოყენებით. სახანო, პირველი სახელმწიფო იყო ცნობილი, როგორც „თურქ“. თუმცა, სახაკანო საბოლოოდ დაინგრა, დინასტიური კონფლიქტების შედეგად, მაგრამ სახელი „თურქ“, მოგვიანებით ბევრმა ქვეყანამ და ხალხმა მიიღო.

თურქი ხალხები და მათი მონათესავე ჯგუფები, გადმოსახლდნენ თურქესტანის დასავლეთიდან, რომელიც დღეს მონღოლეთს მოიცავს, აღმოსავლეთ ევროპის, ირანის პლატოს, ანატოლიისს და თანამედროვე თურქეთის მიმართულებით, რამდენიმე დიდი ტალღით. პირველი გაფართოების თარიღი უცნობი რჩება. მრავალი ბრძოლის შემდეგ, თურქებმა შექმნეს საკუთარი სახელმწიფო, ხოლო მოგვიანებით ოსმალეთის იმპერია შექმნეს. მიგრაციის უმთავრესი ეტაპი შუა საუკუნეებში მოხდა, როდესაც თურქები აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის დიდ ნაწილზე იყვნენ გაფანთულნი.[31] ისინი ასევე მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებში.

სელჩუკთა იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სელჩუკთა სახელმწიფო.

სელჩუკელმა თურქმენებმა შექმნეს შუა საუკუნეების იმპერია, რომელიც აკონტროლებდა დიდ ტერიტორიას, გაჭიმული ჰინდუქუშიდან აღმოსავლეთ ანატოლიამდე და ცენტრალური აზიიდან სპარსეთის ყურემდე. მშობლიური მიწებიდან, რომელიც არალის ზღვასთან მდებარეობს, სელჩუკები წამოიწიეს ხორასანის ტერიტორიაზე და სანამ დაიპყრობდნენ აღმოსავლეთ ანატოლიას, დაიპყრეს სპარსეთის მატერიკულ ნაწილს.[32]

სელჩუკთა იმპერია, 1037 წელს თოღრულ-ბეგის (1016-1063) მიერ დაარსდა. თოღრული პაპამისის, სელჩუკ-ბეგის მიერ იყო აღზრდილი, რომელიც თავისი სახელი, როგორც სელჩუკთა იმპერიას, ისე სელჩუკთა დინასტიას მისცა. სელჩუკებმა გააერთიანეს აღმოსავლეთ ისლამური სამყაროს გახლეჩილი პოლიტიკური სცენა და ითამაშეს გადამწყვეტი როლი პირველ და მეორე ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. კულტურისა და ენის მაღალი სპარსიანიზაციასთან ერთად, სელჩუკებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თურქ-სპარსული ტრადიციის განვითარებაში, აგრეთვე სპარსული კულტურის ანატოლიაში გადმოტანაშიც.[33]

ოსმალეთის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ოსმალეთის იმპერია.
მეჰმედ II შედის კონსტანტინოპოლში, ფაუსტო ზონაროს ნახატი.

ოსმალეთის ბეილიქის პირველი დედაქალაქი, 1326 წელს, ქალაქ ბურსაში მდებარეობდა. ედირნე, რომელიც 1361 წელს დაიპყრეს,[34] ოსმალეთის შემდეგი დედაქალაქი გახდა. დიდწილად ევროპასა და ანატოლიაში გაფართოების შემდეგ, 1453 წელს, ოსმალეთმა თითქმის დაასრულა ბიზანტიის იმპერიის დაპყრობა, მას შემდეგ, რაც მეჰმედ II-მ დაიპყრო მისი დედაქალაქი — კონსტანტინოპოლი. ედირნეს შემდეგ, კონსტანტინეპოლი იმპერიის დედაქალაქად გადაიქცა. XV, XVI, XVII საუკუნეებში, ოსმალეთის იმპერიამ გააგრძელა გაფართოება აღმოსავლეთ ანატოლიის, ცენტრალურ ევროპის, კავკასიის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის, ხმელთაშუა ზღვის, დიდი სირიის, მესოპოტამიისა და არაბეთის ნახევარკუნძულის მიმართულებით.

ოქროს ხანის სულთანი სულეიმან I.

ოსმალეთის ძალაუფლება და პრესტიჟი პიკს XVI და XVII საუკუნეში მიაღწია, კერძოდ სულეიმან I-ის მმართველობისას. ცენტრალური ევროპის, ბალკანეთისა და ჟეჩ პოსპოლიტას სამხრეთ ნაწილისკენ გაფართოებასთან ერთად, იმპერიას ხშირად კონფლიქტი ჰქონდა საღვთო რომის იმპერიასთან.[35] გარდა ამისა, ტერიტორიული დავის გამო, ოსმალები ხშირად სპარსელებთან ომის პირას იყვნენ. ზღვაზე, ხმელთაშუა ზღვაზე კონტროლის გამო, იმპერია ებრძოდა წმინდა ლიგას, რომელიც შედგებოდა ჰაბსბურგის ესპანეთისგან, ვენეციის რესპუბლიკისგან და ჰოსპიტალიერებისგან. ინდოეთის ოკეანეში, ოსმალეთის ფლოტი ხშირად უპირისპირდება პორტუგალიის ფლოტს, რომ დაეცვა თავისი ტრადიციული მონოპოლია აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ ევროპას შორის არსებულ სავაჭრო მარშრუტებზე. ეს მარშრუტი ახალი კონკურენციის წინაშე დადგა, მას შემდეგ, რაც პორტუგალიელებმა 1488 წელს, კეთილი იმედის კონცხი აღმოჩენის.

1699 წლის კარლოვიწის ხელშეკრულებით, ოსმალეთმა ტერიტორიების დაკარგვა დაიწყო. ხელშეკრულებით, ოსმალეთმა ზოგიერთი ტერიტორია დაკარგა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ავსტრიამ მიიღო მთლიანი უნგრეთი და ტრანსილვანია, გარდა ბანატისა; ვენეციამ მიიღო დალმატია, მორეასთან ერთად; ხოლო პოლონეთმა პოდოლია მიიღო.[36] მთელი XIX და XX საუკუნეების განმავლობაში, ოსმალეთის იმპერია აგრძელებმა ტერიტორიების დაკარგვას, მათ შორის დაკარგა საბერძნეთი, ალჟირი, ტუნისი, ლიბია და 1912-1913 წლების ბალკანეთის ომების შემდეგ, ბალკანეთიც. XX საუკუნის დასაწყისამდე, ანატოლია რჩებოდა მრავალეთნიკურ რეგიონად. რეგიონი გამოირჩეოდა მკვიდრი მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნებით, მათ შორის იყვნენ თურქები, სომხები, ასურელები, ქურთები, ბერძნები, ფრანგები და იტალიელები (განსაკუთრებით გენუასა და ვენეციიდან). ყველა მხრიდან ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ, ოსმალეთის იმპერიამ სამი ფაშის მმართველობის ქვეშ, ალიანსი დაამყარა გერმანიასთან, რომელიც ოსმალეთს ჯარისა და აღჭურვილობით დაეხმარა. ოსმალეთის იმპერია ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში (1914-1918) ცენტრალური ძალების მხარეს და საბოლოოდ დამარცხდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დიდი ტერიტორიებისა და ხალხების იმპერიამ, რამდენიმე ახალ სახელმწიფოებად დაიყო.[37]

1918 წლის 30 ოქტომბერს, ხელი მოეწერა მუდროსის დროებითი ზავი, რასაც 1920 წლის 10 აგვისტოს, სევრის ხელშეკრულება მოჰყვა, მოკავშირეების მიერ, რომელიც არასდროს რატიფიცირებული იყო. სევრის ხელშეკრულებამ დაშალა ოსმალეთის იმპერია და აიძულა იგი დიდ ტერიტორიულ დათმობებზე საბერძნეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სასარგებლოდ.

თურქეთის რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის მიერ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, თურქეთის გარკვეული ტერიტორიების ოკუპაციამ, აიძულა თურქეთში ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება.[35] სამხედრო მეთაურ ქემალ ათათურქის ხელმძღვანელობით, რომელმაც თავი გამოიჩინა გალიპოლის ბრძოლისას, თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ომის მიზანი, სევრის ხელშეკრულების პირობების გაუქმება იყო.[38] 1922 წლის 18 სექტემბერისათვის, თურქებმა საოკუპაციო ჯარები გააძევეს. 1 ნოემბერს, ახლად დაარსებულმა პარლამენტმა, ფორმალურად გააუქმა სასულთნო, რითაც ბოლო მოეღო ოსმალეთის 623 წლის არსებობას. 1923 წლის 24 ივლისს, ლოზანის ხელშეკრულებით საერთაშორისოდ აღიარეს ახლადდაფუძნებული „თურქეთის რესპუბლიკის“ სუვერენიტეტი, როგორც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე სახელმწიფო, ხოლო 1923 წლის 29 ოქტომბერს, რესპუბლიკა ოფიციალურად გამოცხადდა, ახალი დედაქალაქით ანკარაში.[35] შემდგომში, თურქეთის პირველი პრეზიდენტი მუსტაფა ქემალი გახდა, რომელმაც მრავალი რადიკალური რეფორმა გაატარა, რომლის მიზანი, ოსმალეთის მემკვიდრეობიდან, ახალი სეკულარული რესპუბლიკის ჩამოყალიბება იყო.[35] ოსმალური თავსაბურავის ტარება გაუქმდა, დამყარდა ქალთა სრული პოლიტიკური უფლებები და შეიქმნა ახალი დამწერლობის სისტემა, დაფუძნებული ლათინურ დამწერლობაზე.[39] 1934 წელს, პარლამენტის გვარების შესახებ კანონის თანახმად, მუსტაფა ქემალს მიენიჭა საპატიო გვარი „ათათურქი“ (თურქების მამა).[38]

რუზველტი, ინენიუ და ჩერჩილი კაიროს მეორე კონფერენციაზე, რომელიც 1943 წლის 4-6 დეკემბერს გაიმართა.

თურქეთი, მეორე მსოფლიო ომის (1939-45) მანძილზე ნეიტრალური იყო, თუმცა 1939 წლის ოქტომბერში, ქვეყანამ ბრიტანეთთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ბრიტანეთი ვალდებული იყო დაეცვა თურქეთი იმ შემთხვევაში, თუ გერმანია თავს დაესხმოდა. 1941 წელს შეჭრის საფრთზე იყო, მაგრამ ასე არ მოხდა, ხოლო ანკარამ გერმანიის მოთხოვნას უარი განუცხადა, რომელიც მოითხოვდა თავისი ჯარის გადაყვანას სირიასა და სსრკ-ს ტერიტორიაზე, თურქეთის ტერიტორიის გავლით. გერმანია, ომამდე თურქეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო, ხოლო თურქეთი ომის დროს, განაგრძობდა ბიზნესის კეთებას ორივე მხარესთან. ქვეყანა იარაღს ორივე მხარესგან ყიდულობდა. მოკავშირეებმა, ამ პერიოდში ცდილობდნენ შეაჩერონ გერმანელების მიერ ქრომის შესყიდვები (უკეთესი ფოლადის მიღებისთვის). 1942 წლის დასაწყისიდან, მოკავშირეებმა თურქეთს სამხედრო ძალით ეხმარებოდნენ. 1943 წლის ნოემბერში, თურქეთის ლიდერებმა რუზველტან და ჩერჩილთან კაიროს კონფერენციაზე მოლაპარაკების შემდეგ, ომში ჩართვის პირობა დადეს. 1944 წლის აგვისტოში, როდესაც გერმანიის დამარცხება უახლოვდებოდა, თურქეთმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. 1945 წლის თებერვალში, თურქეთმა გერმანიასა და იაპონიას სიმბოლური ომი გამოუცხადა, რომელიც შემდგომში მას უფლება მისცა შეუერთდეს გაეროს.[40][41]

ამავდროულად, ურთიერთობები მოსკოვთან გაუარესდა, რაც შექმნა მიზეზი ცივი ომი დაწყებისთვის. საბჭოთა კავშირის მიერ თურქულ სრუტეებზე სამხედრო ბაზების განთავსების მოთხოვნამ, 1947 წელს, აიძულა აშშ-ის გამოაცხადოს ტრუმენის დოქტრინა. დოქტრინამ გამოხატა ამერიკის გეგმა, თურქეთისა და საბერძნეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შედეგად განხორციელდა ამერიკის ფართომასშტაბიანი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა.[42]

თურქეთის გაეროს ძალების შემადგენლობაში კორეის ომში მონაწილეობის შემდეგ, 1952 წელს, თურქეთი ნატოს წევრი გახდა, რითაც იგი სსრკ-ის მიერ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ექსპანსიის წინ აღუდგა. კვიპროსში ათწლიანი ეთნიკური ძალადობისა და 1974 წელს, ბერძენი ბოევიკების მიერ მოწყობილი გადატრიალების შემდეგ, როდესაც დაამხეს პრეზიდენტი მაკარიოს III და დანიშნეს ნიკოს სამპსონი, როგორც დიქტატორი, თურქეთმა 1974 წელს შეიჭრა კვიპროსში, თურქი ეთნოსის დასაცავად. ცხრა წლის შემდეგ, დაარსდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა. თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აღიარა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.[43]

1945 წელს, ქვეყანამ ერთპარტიული სისტემიდან მრავალპარტიულ დემოკრატიულ სისტემაზე გადავიდა. თურქული დემოკრატია რიგი სამხედრო გადატრიალების შედეგად დაირღვა, კერძოდ 1960 წლის, 1971 წლისა და 1980 წლის შემდეგ.[44] 1984 წელს, ქურთისტანის მუშათა პარტიამ თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ ამბოხი წამოიწყო. კონფლიქტი, რომლის შედეგად 40,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დღესაც გრძელდება.[45] თურქეთის ეკონომიკა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ყველაზე ძლიერია. ეკონომიკაში ლიბერალური პოლიტიკის გატარების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად სწრაფად განვითარდა. დღეს თურქეთის ეკონომიკის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, ტექსტილი და ტურიზმი.[46] ბოლო დროს თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა (გადატრიალების მცდელობამ და ტერორიზმის მაღალი მაჩვენებელმა), სერიოზული ზიანი მიაყენა თურქეთის ეკონომიკას, კერძოდ ტურიზმს, რომელსაც ეკონომიკაში ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უკავია. ამის აღმოსაფხვრად, ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დგამს, რაც უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაშია გამოხატული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სვანიძე, მიხეილ. თურქეთის ისტორია (არტანუჯი, 2007).
  • Ahmad, Feroz. The Making of Modern Turkey (Routledge, 1993),
  • Barkey, Karen. Empire of Difference: The Ottomans in Comparative Perspective. (2008) 357pp excerpt and text search
  • Findley, Carter V. The Turks in World History (2004) ISBN 0-19-517726-6
  • Findley, Carter V. Turkey, Islam, Nationalism, and Modernity: A History (2011)
  • Finkel, Caroline. Osman's Dream: The History of the Ottoman Empire (2006), standard scholarly survey excerpt and text search
  • Freeman, Charles (1999). Egypt, Greece and Rome: Civilizations of the Ancient Mediterranean. Oxford University Press. ISBN 0198721943.
  • Goffman, Daniel. The Ottoman Empire and Early Modern Europe (2002) online edition
  • Goodwin, Jason. Lords of the Horizons: A History of the Ottoman Empire (2003) excerpt and text search
  • Hornblower, Simon; Antony Spawforth (1996). The Oxford Classical Dictionary. Oxford University Press.
  • Hale, William. Turkish Foreign Policy, 1774-2000. (2000). 375 pp.
  • Inalcik, Halil and Quataert, Donald, ed. An Economic and Social History of the Ottoman Empire, 1300-1914. 1995. 1026 pp.
  • Kedourie, Sylvia, ed. Seventy-Five Years of the Turkish Republic (1999). 237 pp.
  • Kedourie, Sylvia. Turkey Before and After Ataturk: Internal and External Affairs (1989) 282pp
  • E. Khusnutdinova, et al. Mitochondrial DNA variety in Turkic and Uralic-speaking people. POSTER NO: 548, Human Genome Organisation 2002
  • Kinross, Patrick). The Ottoman Centuries: The Rise and Fall of the Turkish Empire (1977) ISBN 0-688-03093-9.
  • Kosebalaban, Hasan. Turkish Foreign Policy: Islam, Nationalism, and Globalization (Palgrave Macmillan; 2011) 240 pages; examines tensions among secularist nationalism, Islamic nationalism, secular liberalism, and Islamic liberalism in shaping foreign policy since the 1920s; concentrates on era since 2003
  • Kunt, Metin and Woodhead, Christine, ed. Süleyman the Magnificent and His Age: The Ottoman Empire in the Early Modern World. 1995. 218 pp.
  • Lloyd, Seton. Turkey: A Traveller’s History of Anatolia (1989) covers the ancient period.
  • Mango, Andrew. Ataturk: The Biography of the Founder of Modern Turkey (2000) ISBN 1-58567-011-1
  • Mango, Cyril. The Oxford History of Byzantium (2002). ISBN 0-19-814098-3
  • Marek, Christian (2010), Geschichte Kleinasiens in der Antike C. H. Beck, Munich, ISBN 9783406598531 (review: M. Weiskopf, Bryn Mawr Classical Review 2010.08.13).
  • Ostrogorsky, George. History of the Byzantine State (1969). excerpt and text search
  • Quataert, Donald. The Ottoman Empire, 1700-1922 (2005), standard scholarly survey excerpt and text search
  • Shaw, Stanford J., and Ezel Kural Shaw. History of the Ottoman Empire and Modern Turkey. Vol. 2, Reform, Revolution, and Republic: The Rise of Modern Turkey, 1808–1975. (1977). excerpt and text search ISBN 0-521-29163-1
  • Thackeray, Frank W., John E. Findling, Douglas A. Howard. The History of Turkey (2001) 267 pages online
  • Vryonis, Jr., Speros. The Decline of Medieval Hellenism in Asia Minor and the Process of Islamization from the Eleventh through the Fifteenth Century (1971).
  • Zurcher, Erik J. Turkey: A Modern History (3rd ed. 2004) excerpt and text search

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Library of Congress. U.S. Govt
  2. 2.0 2.1 Douglas Arthur Howard. The History of Turkey. Greenwood Publishing Group. ISBN 978-0-313-30708-9. წაკითხვის თარიღი: 2 April 2013. 
  3. A modern study is D.F. Graf, The Persian Royal Road System, 1994.
  4. http://www.ushistory.org/civ/6f.asp
  5. Christopher Webber, Angus McBride (2001). The Thracians, 700 BC–AD 46. Osprey Publishing. ISBN 1-84176-329-2. 
  6. Joseph Roisman,Ian Worthington. "A companion to Ancient Macedonia" John Wiley & Sons, 2011. ISBN 144435163X pp 135-138, p 343
  7. (1994) The Cambridge Ancient History. Cambridge University Press, გვ. 444. ISBN 978-0-521-23348-4. წაკითხვის თარიღი: 7 April 2013. 
  8. The Expedition of Cyrus. წაკითხვის თარიღი: 24 December 2014.
  9. Herodotus. Histories, Book V.
  10. John Boardman, I.E.S. Edwards, E. Sollberger, and N.G.L. Hammond. The Cambridge Ancient History, Volume 3, Part 2: The Assyrian and Babylonian Empires and Other States of the Near East, from the Eighth to the Sixth Centuries BC. Cambridge University Press, 1992, p. 612. "Thrace possessed only fortified areas and cities such as Cabassus would have been no more than large villages. In general the population lived in villages and hamlets."
  11. John Boardman, I.E.S. Edwards, E. Sollberger, and N.G.L. Hammond. The Cambridge Ancient History, Volume 3, Part 2: The Assyrian and Babylonian Empires and Other States of the Near East, from the Eighth to the Sixth Centuries BC. Cambridge University Press, 1992, p. 612. "According to Strabo (vii.6.1cf.st.Byz.446.15) the Thracian -bria word meant polis but it is an inaccurate translation."
  12. Mogens Herman Hansen. An Inventory of Archaic and Classical Poleis: An Investigation Conducted by The Copenhagen Polis Centre for the Danish National Research Foundation. Oxford University Press, 2005, p. 888. "It was meant to be a polis but this was no reason to think that it was anything other than a native settlement."
  13. Christopher Webber and Angus McBride. The Thracians 700 BC-AD 46 (Men-at-Arms). Osprey Publishing, 2001, p. 1. "They lived almost entirely in villages; the city of Seuthopolis seems to be the only significant town in Thrace not built by the Greeks (although the Thracians did build fortified refuges)."
  14. Hooker, Richard. (6 June 1999) Ancient Greece: The Persian Wars. Washington State University, Washington, United States. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 November 2010. წაკითხვის თარიღი: 22 December 2006.
  15. (15 September 2011) The Oxford Handbook of Ancient Anatolia: (10,000-323 BCE). Oxford University Press. ISBN 978-0-19-537614-2. წაკითხვის თარიღი: 23 March 2013. 
  16. The Metropolitan Museum of Art, New York. (October 2000) Anatolia and the Caucasus (Asia Minor), 1000 B.C. – 1 A.D. in Timeline of Art History.. New York: The Metropolitan Museum of Art. დაარქივებულია ორიგინალიდან - 14 December 2006. წაკითხვის თარიღი: 21 December 2006.
  17. (2000) Eerdmans Dictionary of the Bible. Wm. B. Eerdmans Publishing, გვ. 61. ISBN 978-0-8028-2400-4. წაკითხვის თარიღი: 24 March 2013. 
  18. Theo van den Hout (27 October 2011). The Elements of Hittite. Cambridge University Press, გვ. 1. ISBN 978-1-139-50178-1. წაკითხვის თარიღი: 24 March 2013. 
  19. Daniel C. Waugh. (2004)Constantinople/Istanbul. University of Washington, Seattle, Washington. წაკითხვის თარიღი: 26 December 2006.
  20. 20.0 20.1 Peter Zieme: The Old Turkish Empires in Mongolia. In: Genghis Khan and his heirs. The Empire of the Mongols. Special tape for Exhibition 2005/2006, p. 64
  21. 21.0 21.1 Findley (2005), p. 29.
  22. "Etienne de la Vaissiere", Encyclopædia Iranica article:Sogdian Trade, 1 December 2004.
  23. Silk-Road:Xiongnu
  24. Yeni Türkiye
  25. The Rise of the Turkic People
  26. Early Turkish History
  27. "An outline of Turkish History until 1923."
  28. Chinese History – The Xiongnu
  29. G. Pulleyblank, "The Consonantal System of Old Chinese: Part II", Asia Major n.s. 9 (1963) 206–65
  30. The Origins of the Huns
  31. Carter V. Findley, The Turks in World History (Oxford University Press, October 2004) ISBN 0-19-517726-6
  32. Jackson, P. (2002). "Review: The History of the Seljuq Turkmens: The History of the Seljuq Turkmens". Journal of Islamic Studies (Oxford Centre for Islamic Studies) 13 (1): 75–76. .
  33. Grousset, Rene, The Empire of the Steppes (Rutgers University Press, 1991), 574.
  34. Inalcık, Halil (1978). The Ottoman Empire: conquest, organization and economy. Variorum ReprintsPress. ISBN 0-86078-032-5. 
  35. 35.0 35.1 35.2 35.3 Jay Shaw, Stanford (1977). History of the Ottoman Empire and Modern Turkey. Cambridge University Press. ISBN 0-521-29163-1. 
  36. Robert Bideleux, Ian Jeffries, A History of Eastern Europe, 1998, p. 86.
  37. Roderic H. Davison; Review "From Paris to Sèvres: The Partition of the Ottoman Empire at the Peace Conference of 1919–1920" by Paul C. Helmreich in Slavic Review, Vol. 34, No. 1 (Mar. 1975), pp. 186–187
  38. 38.0 38.1 Mango, Andrew (2000). Ataturk. Overlook. ISBN 1-58567-011-1. 
  39. Kinross, John (2001). Atatürk: A Biography of Mustafa Kemal, Father of Modern Turkey. Phoenix Press. ISBN 1842125990. 
  40. Erik J. Zurcher, Turkey: A Modern History (3rd ed. 2004) pp 203-5
  41. A. C. Edwards, "The Impact of the War on Turkey," International Affairs (1946) 22#3 pp. 389-400 in JSTOR
  42. Huston, James A. (1988). Outposts and Allies: U.S. Army Logistics in the Cold War, 1945–1953. Susquehanna University Press. ISBN 0-941664-84-8. 
  43. Timeline: Cyprus“, British Broadcasting Corporation, 2006-12-12. წაკითხვის თარიღი: 2006-12-25. 
  44. Hale, William Mathew (1994). Turkish Politics and the Military. Routledge, UK. ISBN 0-415-02455-2. 
  45. Turkey's PKK peace plan delayed“, BBC, 2009-11-10. წაკითხვის თარიღი: 2010-02-06. 
  46. Nas, Tevfik F. (1992). Economics and Politics of Turkish Liberalization. Lehigh University Press. ISBN 0-934223-19-X.