ყაზახეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანამედროვე ყაზახეთის მდებარეობა
სახაკანო პერიოდის გამოსასვლელი აბჯარი

ყაზახეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამინების ისტორია დაახლოებით 1 მილიონი - 800 000 წლის წინ კარატაუს მთებში მცხოვრები პიტეკანტროპებით (ადამიან-მაიმუნი) იწყება. კარატაუს რეგიონში და ცენტრალური ყაზახეთის ტერიტორიაზე ნეანდერტალელები დაახლოებით 140 – 40 ათასი წლის წინ გამოჩნდნენ, ხოლო თანამედროვე ჰომო-საპიენსები 40 – 12 წლის წინ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ყაზახეთში.

ყაზახეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 5000 წლის წინ დაიწყეს ცხოველთა მოშინაურება და მიწის დამუშავება. ბოტაიურ კულტურაში (ქრისტეშობამდე: 3600–3100 წ.) მოიშინაურეს პირველი ცხენი. ასევე 4-3 ათასწლეულებში დაიწყო რკინის დამუშავება და 2 ათასი წლის წინ ძველი წელთაღრიცხვით უკვე განვითარებული იყო მადნეულის მოპოვება და მომთაბარე ცხოვრების წესი ყაზახეთის ველებში.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში ყზახეთის ტერიტორია მთლიანად შედიოდა ჰუნების იმპერიაში, საიდანაც იწყება მისი ისტორიული პერიოდი. ჰუნების იმპერიამ გააერთიანა დაახლოებით 26 დამოუკიდებელი ტომობრივი კავშირი. იმპერიის დაშლის შემდეგ ყაზახეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ტიელებმა შექმნეს ტომობრივი კავშირი, რომელიც მიიჩნეოდა ჰუნების იმპერიის მემკვიდრედ.

ჩვენი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში ყაზახეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები მოექცნენ თურქთა სახაკანოში. ადრეულ შუა საუკუნეებში ყაზახეთის ტერიტორიაზე არსებობდა რამდენიმე დამოუკიდებელი ქვეყანა, მათ შორის ყველაზე ცნობილები არიან: კანგარის კავშირი, ოღუზების ქვეყანა და ყარახანიდების სახელმწიფო. XIII საუკუნეში ყაზახეთი მოექცა მონღოლთა იმპერიის გავლენის ქვეშ. XVI საუკუნეში ყაზახეთის ნაწილი დაიპყრო რუსეთის იმპერიამ. თანამედროვე ყაზახეთი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1930 წელს ჩამოყალიბდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hiro, Dilip, Between Marx and Muhammad: The Changing Face of Central Asia, Harper Collins, London, 1994, pp 112–3.
  • Mike Edwards: "Kazakhstan – Facing the nightmare" National Geographic March 1993

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]