პაკისტანის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პაკისტანის ისტორია მოიცავს პაკისტანისა და მისი ტერიტორიის ისტორიას უძველესი პერიოდიდან დღემდე. თავად პაკისტანი, როგორც სახელმწიფო მხოლოდ 1947 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა მისი ისტორია ჯერ კიდევ ნეოლითური ხანიდან იწყება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე ადამიანთა პირველი დასახლებები დაახლოებით 1,9 მილიონი წლის წინ გაჩნდა. უკვე ძვ.წ. 3,300 წლიდან აქ განვითარებას იწყებს ინდუსების კულტურა. ინდუსების კულტურა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და იგი პაკისტანში წარმოიშვა დაახლოებით 5,000 წლის წინ. ბალუჯისტანში აღმოჩენილია იმდროინდელი სასოფლო-სამეურნეო კულტურის ნაშთებით. უკვე 2,500-1,600 წლის წინ დაიწყო ჰარაპანის კულტურა, სადაც აქტიურად ფიგურირებენ ისეთი უცხო ერები, როგორებიცაა: ბერძნები, სპარსელები, თურქები, ასირიელები, სკვითები და არაბები. ჰარაპანის კულტურა განსაკუთრებით ძვ.წ. IV საუკუნიდან იწყებს აყვავებას.

ამ პერიოდში პაკისტანის ტერიტორია ჯერ აქემენიანთა სპარსეთის, შემდეგ კი ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის შემადგენლობაში შედის. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ პაკისტანის ადგილას უამრავი პატარა სამეფო ჩამოყალიბდა, რომელთაც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იარსებეს. ჩვ.წ. 711 წელს არაბთა ხალიფატმა დაიმორჩილა პაკისტანური სამეფოები, რითაც დაიწყო მისი გამუსულმანება. უკვე 712 წელს, ისლამი ამ რეგიონში დომინანტ რელიგიად იქცა. მალევე პაკისტანი არაბთა სახალიფოს ერთ-ერთ პროვინციად იქცა, რომლის დედაქალაქიც ალ-მანსური გახდა. არაბთა იმპერიის დაცემის შემდეგ, პაკისტანის ტერიტორია ხელიდან ხელში გადადიოდა. 997 წელს იგი მაჰმუდ ღაზნმა დაიპყრო. მისი შთამომავლები 1160 წელს დელის სულთანმა გააძევა. ამის შემდეგ, პაკისტანი დელის სასულთნოს შემადგენლობაში შევიდა, რა დროსაც აქ მნიშვნელოვნად გაიზარდა ინდოელთა გავლენა.

დიდ მოგოლთა იმპერია თავისი ძლიერების მწვერვალზე

დელის სასულთნოში გამუდმებული ქაოსი მძვინვარებდა, რის შედეგადაც 1526 წელს მან არსებობა შეწყვიტა. ამგვარ პირობებში ჩამოყალიბდა დიდ მოგოლთა იმპერია, რომლის შემადგენლობაშიც მალევე შევიდა მთელი ინდოეთი, პაკისტანი და ავღანეთი. მოგოლთა მმართველობისას პაკისტანში განსაკუთრებით გაძლიერდა ინდური კულტურა და მის პარალელურად ისლამი.

1799 წელს, პაკისტანის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სიკჰის იმპერია, რომელმაც 1849 წლამდე ძლივს შეძლო არსებობა. მის შემდეგ, სულ მალე, 1857 წელს არსებობა შეწყვიტა მოგოლთა იმპერიამაც. ამის შემდეგ ინდოეთი, პაკისტანი, ბირმა და ცეილონი დიდი ბრიტანეთის კოლონიები გახდნენ. დედოფალმა ვიქტორიამ ეს ქვეყნები გააერთიანა და „ბრიტანეთის ინდოეთი“ უწოდა, თავისი თავი კი ინდოეთის იმპერატორად გამოაცხადა. მოგვიანებით, ეს ტიტული გადაეცემოდა მის მემკვიდრეებსაც.

ბრიტანეთის ინდოეთის ქვეყნები: მწვანედ პაკისტანი, ნარინჯისფრად ინდოეთი, ლურჯად ბირმა, ხოლო ყვითლად ცეილონი. დაზოლილია პაკისტან-ინდოეთის სადავო მხარე — ქაშმირი

ბრიტანელებს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ როგორც ინდუსებთან, ისე მუსულმანებთან. ამის გამო ხშირი იყო რელიგიური შევიწროვებისა და დევნის ინცინდენტები. 1885 წელს შეიქმნა ინდუსი ნაციონალების ლიგა, რომელიც დევნიდა მუსულმანებსაც და ბრიტანელებსაც. ამის საპასუხოდ, 1901 წელს პაკისტანელებმა დააარსეს „ინდოელ მაჰმადიანთა ლიგა“.

ამ პერიოდში მუსულმანები დაუპირისპირდნენ ინდუსებს და მათგან გამოყოფის მოთხოვნაც პირველად წამოაყენეს. შეიქმნა სამოქალაქო ომის საფრთხე, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად ინდუსები და მუსულმანები საერთო მტრის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ. უკვე 1930-იანი წლებიდან დაიწყო საპროტესტო გამოსვლები ბრიტანული ოკუპაციის წინააღმდეგ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად, ბრიტანეთს გამოეყო ინდოეთიც. 1947 წელს ინდოეთი ორად გაიყო: მუსულმანებით დასახლებულ პაკისტანად (მასში მოიაზრებოდა თავად პაკისტანი და მასთან ერთად ბანგლადეშიც) და ინდუსებით დასახლებულ ინდოეთად.

დამოუკიდებლობის მოპოვებისთანევე, ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაიწყო ომი სადავო ქაშმირის რეგიონისათვის. ეს არის ჩრდილოეთი პროვინცია, რომელიც ძირითადად მუსულმანებითაა დასახლებული, მაგრამ ადგილობრივი რაჯას ნებასურვილით გაყოფისას ინდოეთის შემადგენლობაში მოექცა. ომი 1965 წელს კვლავ განახლდა.

ინდოელთა ხელშეწყობით, 1971 წელს პაკისტანს გამოეყო აღმოსავლეთ პაკისტანი და იგი ბანგლადეშის დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. 1973 წელს, პაკისტანმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც მანამდე არსებულ საპარლამენტო რესპუბლიკის სტატუსს ინარჩუნებდა, ფედერალური მთავრობით ისლამაბადში. იგი შედგებოდა ოთხი პროვინციისა და ოთხი ფედერალური ტერიტორიისგან. ახალმა კონსტიტუციამ ასევე დაადგინა, რომ ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ისლამის წესებს, როგორც ყურანს, ასევე სუნას.

1980-იან წლებში პაკისტანის აქტიური მონაწილეობა სსრკ-ს წინააღმდეგ ავღანეთის ოკუპაციის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარებით იქნა წახალისებული, რაც „ცივი ომის“ დასრულებისთანავე საგრძნობლად შემცირდა. 1999 წლის 12 ოქტომბერს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა მოახდინა სამხედრო გადატრიალება.

პაკისტანს კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვს ინდოეთთან, რასაც ემატება ავღანელ ლტოლვილთა პრობლემა და ეთნო-რელიგიური კონფლიქტები სინდის პროვინციაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Allchin, Bridget; Allchin, F. Raymond (1982). The rise of civilization in India and Pakistan. Cambridge; New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-24244-8.
  • Baluch, Muhammad Sardar Khan (1977). History of the Baluch race and Baluchistan. Quetta: Gosha-e-Adab.
  • Weiner, Myron; Ali Banuazizi (1994). The Politics of social transformation in Afghanistan, Iran, and Pakistan. Syracuse, New York: Syracuse University Press. ISBN 978-0-8156-2608-4.
  • Bhutto, Benazir (1988). Daughter of the East. London: Hamilton. ISBN 978-0-241-12398-0.
  • Bosworth, Clifford Edmund (1963). The Ghaznavids; their empire in Afghanistan and eastern Iran, 994 : 1040. Edinburgh: University Press.
  • Bosworth, Clifford Edmund (1977). The later Ghaznavids: splendour and decay. New York: Columbia University Press. ISBN 978-0-231-04428-8.
  • Bryant, Edwin F. (2001). The quest for the origins of Vedic culture : the Indo-Aryan migration debate. Oxford; New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-513777-4.
  • Esposito, John L. (1999). The Oxford history of Islam. New York, N.Y.: Oxford University Press. ISBN 978-0-19-510799-9.
  • Gascoigne, Bamber (2002). A Brief History of the Great Moguls. New York: Carroll & Graf Publishers. ISBN 978-0-7867-1040-9.
  • Gauhar, Altaf (1996). Ayub Khan, Pakistan's first military ruler. Oxford; New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-577647-8.
  • Hardy, Peter (1972). The Muslims of British India. London: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-08488-8.
  • Hopkirk, Peter (1992). The Great Game : the struggle for empire in Central Asia. New York: Kodansha International. ISBN 978-4-7700-1703-1.
  • Iqbal, Muhammad (1934). The reconstruction of religious thought in Islam. London: Oxford University Press.
  • Kahn, Yasmin. The Great Partition: The Making of India and Pakistan (2008)
  • Kenoyer, Jonathan Mark (1998). Ancient cities of the Indus valley civilization. Karachi: Oxford University Press. ISBN 978-0-19-577940-0.
  • Moorhouse, Geoffrey (1992). To the frontier: a journey to the Khyber Pass. New York: H. Holt. ISBN 978-0-8050-2109-7.
  • Raja, Masood Ashraf. Constructing Pakistan: Foundational Texts and the Rise of Muslim National Identity, 1857–1947, Oxford 2010, ISBN 978-0-19-547811-2
  • Sidky, H. (2000). The Greek kingdom of Bactria : from Alexander to Eucratides the Great. Lanham, Maryland: University Press of America. ISBN 978-0-7618-1695-9.