დეივიდ ბეკჰემი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დეივიდ რობერტ ჯოზეფ ბეკჰემი | ||
დაბადების თარიღი | 2 მაისი, 1975 | ||
დაბადების ადგილი |
ლეიტონსტოუნი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი | ||
სიმაღლე | 180 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
1988–1989 | ბრიმსდაუნ როვერსი | ||
1991–1993 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1993–2003 | მანჩესტერ იუნაიტედი | 265 | (62) |
1994–1995 | → პრესტონი | 5 | (2) |
2003–2007 | რეალ მადრიდი | 116 | (13) |
2007–2012 | ლოს-ანჯელეს გალაქსი | 98 | (18) |
2009 | → მილანი | 18 | (2) |
2010 | → მილანი | 11 | (0) |
2013 | პარი სენ-ჟერმენი | 10 | (0) |
სულ | 523 | (97) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1992–1993 | ინგლისი 18 წლ. | 3 | (0) |
1994–1996 | ინგლისი 21 წლ. | 9 | (0) |
1996–2009 | ინგლისი | 115 | (17) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დეივიდ რობერტ ჯოზეფ ბეკჰემი (ინგლ. David Robert Joseph Beckham; დ. 2 მაისი 1975)[2] — ინგლისელი ფეხბურთელი. 2000-2006 წლებში ინგლისის ეროვნული გუნდის კაპიტანი. 2005 წლის დეკემბრისთვის ბეკჰემი ერთ-ერთი იყო სულ ოთხი ფეხბურთელიდან, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგაში 100-ჯერ ითამაშა. ის ასევე ერთადერთი ინგლისელია, რომელსაც გოლი აქვს გატანილი სამ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე. ბეკჰემის პოპულარობა საფეხბურთო მოედანს სცილდება; მისი სახელი ასევე უკავშირდება მულტიეროვნული კომპანიების პეპსისა და IBM-ის სარეკლამო სახეს.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბეკჰემის კარიერა დაიწყო „მანჩესტერ იუნაიტედში“ პროფესიონალური კონტრაქტის მოწერიდან, სადაც პირველად ჩნდება გუნდში 1992 წელს 17 წლის ასაკში. მისი დებიუტი პირველ გუნდში 1995 წელს შედგა. პირველივე სეზონში პოლ სქოულზთან, ფილ და გარი ნევილებთან და ნიკი ბატთან ერთად თავი დაიმკვიდრა ძირითად გუნდში. 1996–97 წლების სეზონში პირველივე მატჩში „უიმბლდონის“ წინააღმდეგ თავი გოლით გამოიჩინა, რომელიც მოედნის შუიდან გაიტანა.
ბეკჰემმა სქოულზთან, როი კინთან და რაიან გიგზთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა კლუბის მიერ 1999 წელს მიღწეულ წარმატებაში. „იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში ერთი ქულით გაასწრო „არსენალს“ პირველ ადგილზე, ასოციაციის ტასის ფინალში დაამარცხა „ნიუკასლი“ და რაც ყველაზე მთავარი იყო, მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. ლიგის ფინალში, რომელიც ბარსელონაში გაიმართა, ბეკჰემის მიერ ჩაწოდებულმა ორმა კუთხურმა გამოიწვია ქაოსი ბაიერნის“ რიგებში და გუნდს მოუტანა ორი გოლი მატჩის ბოლო ორ წუთში.
2001 წელს ის მსოფლიოს წლის მეორე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2002 წელს კი უეფას თასის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. 2002–03 წლების სეზონში ბეკჰემმა მოუკლო, იზრდებოდა ჭორები მისი „რეალ მადრიდში“ გადასვლის შესახებ. 2003 წლის თებერვალში, ასოციაციის თასზე „არსენალის“ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელიც მათ 2–0 წააგეს, მასა და ფერგიუსონს შორის დაპირისპირება მოხდა. ბეკჰემი მცველებს არ დაეხმარა სილვაინ ვილტორის გოლისას. მაგრამ ის შეცდომას არ აღიარებდა. გასახდელში გაბრაზებულმა ფერგიუსონმა ბუცს ფეხი დაარრტყა და ბეკჰემს თვალში მოხვდა. მეორე დღეს ფერგიუსონმა ბეკჰემის გუნდიდან წასვლა მოითხოვა. ამის შემდეგ ბეკჰემმა ცუდად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, რომელიც მანჩესტერელებმა 1–3 წააგეს. შემდგომ მატჩში „ნიუკასლთან“ ფერგიუსონმა ბეკჰემის ნაცვლად ოლე გუნარ სოლსკიაერი ათამაშა და მატჩი 6-2 მოიგო, ამიტომ მან „რეალ მადრიდთან“ საშინაო შეხვედრაში ბეკჰემი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მხოლოდ 63-ე წუთზე შეუშვა ხუან სებასტიან ვერონის ნაცვლად. 85-ე წუთზე ბეკჰემმა საჯარიმო დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ 4–3 გამარჯვება „იუნაიტედს“ არ ეყო და ლიგას გამოეთიშა. „იუნაიტედიდან“ წასვლამდე ბეკჰემი დაეხმარა კლუბს ჩემპიონობის მოპოვებაში. გაიტანა გოლები „ჩარლტონთან“ 4–1 მოგებულ და „ევერტონთან“ 2–1 მოგებულ მატჩებში. ამ უკანასკნელ მატჩში ბეკჰემმა საჯარიმო დარტყმა 20 იარდიდან გაიტანა.
2003 წლის ზაფხულში ბეკჰემი 24,5 მილიონ ფუნტად „რეალ მადრიდში“ გადავიდა. მადრიდში ბეკჰემმა მოიგო ესპანეთის სუპერთასი და ლა ლიგა 2007 წელს. 2007 წლის ზაფხულის დასაწყისში მან „ლოს-ანჯელეს გალაქსისთან“ დადო კონტრაქტი. 2009 და 2010 წლებში „გალაქსიდან“ ოჯარის წესით თამაშობდა „მილანში“. ამერიკაში ფეხბურთის თამაშის შემდეგ ბეკჰემი კვლავ ევროპას დაუბრუნდა და კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ დაასრულა. ის ფრანგულ კლუბს 2013 წლის იანვარში სეზონის ბოლომდე შეუერთდა და დაეხმარა მოეპოვებინა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული 19 წლიანი შესვენების შემდგომ.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნულ ნაკებში ბეკჰემის დებიუტი შედგა მოლდოვასთან, როცა მწვრთნელი გლენ ჰოდლი იყო. მუნდიალი 1998-ის პირველი ორი მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო, მაგრამ ძირითადში ითამაშე მესამე, გადამწყვეტი მატჩი კოლუმბიასთან, რომელიც ინგლისმა 2–0 მოიგო და ბეკჰემმა საჯარიმო დარტყმით თავისი პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა. მერვედფინალურ მატჩში არგენტინის წინააღმდეგ, 2–2 ანგარიშის დროს, მეორე ტაიმში მან დაარტყა დიეგო სიმეონეს და მიიღო წითელი ბარათი. ინგლისი კი პენალტების სერიაში დამარცხდა. ბეკჰემის კაცრად გააკრიტიკეს საქციელისა და ნაკრების მარცხის გამო.
2000 წელს ის ნაკრების კაპიტნად დაინიშნა. 2001 წლის ოქტომბერში ბეკჰემმა ნაკრები გაიყვანა მუნდიალი 2002-ზე მას შემდეგ, რაც გაიტანა გოლი საჯარიმო დარტყმით საბერძნეთის კარში და ანგარიში გაათანაბრა 2–2. მუნდიალის წინ ბეკჰემმა ტერფი მოიტეხა. მას ტრავმა საბოლოოდ მოშუშებული არ ჰქონდა. ეს აისახა მის თამაშზე შიძუოკაში, მეოთხედფინალურ მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგ, სადაც ბეკჰემმა ფიზიკურ ორთაბრძოლას თავი აარიდა, რასაც ინგლისელთა კარში გოლი და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. საბოლოოდ ინგლისელებმა მატჩი წააგეს.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ინგლისის გავარდნის შემდეგ 31 წლის ასაკში ინგლისის გუნდის კაპიტნობას თავს ანებებს. 2009 წლის მარტში სლოვაკეთის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი იყო 115-ე მის სანაკრებო კარიერაში. ეს ინგლისელი მინდვრის მოთამაშისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ბეკჰემზე მეტი მატჩი მხოლოდ მეკარე პიტერ შილტონს (125) აქვს ჩატარებული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- დეივიდ ბეკჰემი Facebook-ზე
- დეივიდ ბეკჰემი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- დეივიდ ბეკჰემის აკადემია დაარქივებული 2010-03-25 საიტზე Wayback Machine.
- პროფილი mlssoccer.com-ზე
- პროფილი Realmadrid.com-ზე
- პროფილი ManUtd.com-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „David Beckham“. Soccerbase. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 9 September 2008.
- ↑ „David Beckham – Rise of a footballer“. BBC. 19 August 2003. ციტირების თარიღი: 9 September 2008.
- დაბადებული 1975
- დაბადებული 2 მაისი
- ინგლისელი ფეხბურთელები
- ინგლისის საფეხბურთო ლიგის ფეხბურთელები
- პრესტონ ნორტ ენდის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- მადრიდის რეალის ფეხბურთელები
- ლოს-ანჯელეს გალაქსის ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- მილანის ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელები
- ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები
- 1998 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ფიფას 100-ეული
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები
- ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრები