შინაარსზე გადასვლა

გარი ნევილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარი ნევილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გარი ალექსანდერ ნევილი
დაბადების
თარიღი
18 თებერვალი, 1975
დაბადების
ადგილი
ბერი, ინგლისი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992–2011 მანჩესტერ იუნაიტედი 400 (5)
ეროვნული ნაკრები
1995–2007 ინგლისი 85 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2012–2016 ინგლისი
2015–2016 ვალენსია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გარი ნევილი (ინგლ. Gary Neville; დ. 18 თებერვალი, 1975) — ინგლისელი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და სპორტული კომენტატორი. თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. როი კინის წასვლის შემდეგ, 2005 წლიდან 2011 წლამდე იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ინგლისელ და ევროპელ ფეხბურთელად, რომელმაც სულ 20 ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერლიგის რვა ტიტული და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტული.

მანჩესტერ იუნაიტედი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარი ნევილი მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 1991 წელს ჩაირიცხა. 1992 წელს, კი სადებიუტო თამაში ჩაატარა მოსკოვის ტორპედოსთან. 1994 წლიდან იგი გახდა მანჩესტერ იუნაიტედის რეგულარული მოთამაშე მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2004 წელს მან ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს და გააგრძელა მანჩესტერთან ერთად თამაში.

2005 წლის დეკემბერში, როი კინის გუნდიდან წასვლის შემდეგ იგი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი.

გარი ნევილს „მანჩესტერ იუნაიტედთად“ ერთად აქვს მოგებული: შვიდჯერ ინგლისის პრემიერლიგა, სამჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, ორჯერ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ ინგლისის ლიგის თასი.

გარის პირველი თამაში ინგლისის ნაკრებში შედგა 1995 წელს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ.

სამწვრთნელო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს როი ჰოჯსონმა ის ინგლისის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მიიწვია, სადაც 2016 წლამდე მის თანაშემწედ მუშაობდა. 2015–2016 წლებში წვრთნიდა ესპანურ „ვალენსიას“.

გარი არის მანჩესტერ იუნაიტედის და ევერტონის ყოფილი ფეხბურთელის ფილ ნევილის უფროსი ძმა, ხოლო მისი და ტრეისი ნევილი ინგლისის ნეტბოლის ნაკრების წევრი იყო.

გარის ჰყავს ცოლი ემა ჰალდფილდი. გარი და ემა დაქორწინდნენ 2007 წლის 16 ივნისს. მათ ჰყავთ შვილი მოლი რომელიც დაიბადა 2009 წლის 11 იანვარს.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
ინგლისი
ინგლისის დროშა
199560
1996100
199770
199880
199930
200070
200180
200250
200370
2004120
200540
200670
200710
ჯამში850
ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი

ნევილს რამდენიმე რეკორდი აქვს დამყარებული: 2002 წელს იგი შემოვიდა შეცვლაზე და ჩაატარა 51 მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზე, რის შედეგად რეკორდი მოუხსნა ფილ ნილსს. ნევილმა მის ძმასთან ერთად მოხსნა რეკორდი, ძმებმა ერთად ყველაზე მეტი მატჩი ითამაშეს. 142 ჩატარებული შეხვედრის შედეგად მათ რეკორდი მოუხსნეს ჯეკ და სერ ბობი ჩარლტონს.

ნევილმა 568 თამაშში შვიდი გოლი გაიტანა. იგი არის მეხუთე „მანჩესტერის იუნაიტედის“ მოთამაშეებს შორის, ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]