პოლ სკოულზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პოლ სქოულზი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ სკოულზი
P Scholes.jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
16 ნოემბერი, 1974
დაბადების
ადგილი
სელფორდი, ინგლისი
სიმაღლე 168
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1993-2013 მანჩესტერ იუნაიტედი 499 (107)
ეროვნული ნაკრები
1997-2004 ინგლისი 66 (14)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

პოლ სკოულზი (ინგლ. Paul Scholes; დ. 16 ნოემბერი, 1974; სელფორდი, დიდი მანჩესტერი) — ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც მთელი საფეხბურთო კარიერა გატარებული აქვს პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“.

დაიბადა სელფორდში, მოგვიანებით წავიდა ლენგლიში, სადაც დადიოდა ფეხბურთზე და კრიკეტზე. ის „მანჩესტერში“ აღმოჩნდა 14 წლის ასაკში მას შემდეგ, რაც შენიშნა სკაუტმა მისი სკოლაში თამაშისას. მისი დებიუტი შედგა 1994-95 წლების სეზონში. მალე ის გახდა კლუბის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, მოიგო ოქროს ჰეთ-თრიქი კლუბთან ერთად 1998-99 წლების სეზონში, მოიგო ათი პრემიერ ლიგის, სამი ინგლისის თასის და ორი ჩემპიონთა ლიგის მედლები.

სკოულზი ინგლისის ნაკრებში 1997 წლიდან 2004 წლამდე. ნაკრებთან ერთად იასპარეზა 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, 2000 და 2004 წლების ევროპის ჩემპიონატებზე. კარიერის მანძილზე სკოულზს მიღებული აქვს 120 ყვითელი ბარათი და გაძევებული იყო მოედნიდან ათჯერ.[1][2]

სკოულზს „მანჩესტერის“ მაისურით ჩატარებული აქვს 677 შეხვედრა, ამ მაჩვენებლით ის მეოთხე ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში. სკოულზმა დიდი ფეხბურთიდან წასვლა დაგეგმა 2011 წლის 31 მაისს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ ეთამაშა 2011-12 წლების სეზონის ბოლომდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]