კირონ დაიერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კირონ დაიერი
KeironDyerWHU21082010.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი კირონ კორტნი დაიერი
დაბადების
თარიღი
29 დეკემბერი, 1978
დაბადების
ადგილი
იპსვიჩი, ინგლისი
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
ნომერი 7
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
ვესტ ჰემ იუნაიტედი
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

კირონ დაიერი (ინგლ. Kieron Dyer) — ინგლისელი ფეხბურთელი.

კარიერა[რედაქტირება]

იპსვიჩ ტაუნი[რედაქტირება]

დაიერის საფეხბურთო კარიერა მისი მშობლიური ქალაქის კლუბში იპსვიჩ ტაუნში დაიწყო, რომელთანაც პირველი კონტრაქტი კირონმა 17 წლის ასაკში 1996 წელს გააფორმა. მან სწრაფადვე მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და საკმაოდ კარგი რეპუტაცია შეექმნა არა მარტო პრემიერ ლიგაში, მის საზღვრებს გარეთაც კი. პორტმენ როუდზე გატარებული 3 წლის შემდეგ დაიერმა არჩია უფრო ძლიერ კლუბში გადასვლა, მას შემდეგ რაც 1999 წელს იპსვიჩ ტაუნი პრემიერ ლიგის პლეი-ოფში დამარცხდა.

ნიუკასლ იუნაიტედი[რედაქტირება]

1999 წლის ივლისში დაიერი £6 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა ნიუკასლ იუნაიტედში, რაც დღემდე რეკორდული თანხაა იპსვიჩის ისტორიაში. მას გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რუდ გულიტმა გადასცა 7 ნომრიანი მაისური, რომლითაც აქამდე გუნდის კაპიტანი რობერტ ლი ასპარეზობდა. დაიერმა ნიუკასლის შემადგენლობაში თავისი საგოლე აქტივის გახსნა სანდერლენდთან მატჩში დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მან გოლი გაიტანა, კაჭკაჭები მაინც დამარცხდნენ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კი გულიტმა ნიუკასლი დატოვა.

2005 წლის 2 აპრილს ასტონ ვილასთან მატჩისას, დაიერმა ხელჩართული ბრძოლა გააჩაღა მის თანაგუნდელთან ლი ბოიერთან. ის და ბოიერი თანაგუნდელებმა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა გააშველეს. საბოლოოდ ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენეს, დაიერმა — სამმატჩიანი, ხოლო ბოიერმა — ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ამას გარდა, ორივე ფეხბურთელი ჯარიმის სახით £200 000-ით დასაჯეს.

2005-06 წლების სეზონის დასაწყისში დაიერმა მძიმე ტრავმა მიიღო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ნიუკასლმა კიდევ რამდენიმე ახალი ნახევარმცველი დაიმატა ემრე ბელოზოღლუს, სკოტ პარკერის, ალბერტ ლუკესა და ნოლბერტო სოლანოს სახით.

დაიერი გუნდს 2006 წლის 4 თებერვალს დაუბრუნდა, როდესაც ნიუკასლი პორტსმუტს ხვდებოდა. 2006 წლის 18 თებერვალს დაიერმა ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა FA თასის მეხუთე რაუნდში საუთჰემპტონის წინააღმდეგ.

2007 წლის ზაფხულში კირონის მიმართ დაინტერესება ვესტ ჰემ იუნაიტედმა გამოხატა. 4 აგვისტოს ვესტ ჰემმა საბოლოოდ დაასრულა დაიერის ტრანსფერი და 29 წლის კირონი აპტონ პარკზე გადაბარგდა.

ვესტ ჰემ იუნაიტედი[რედაქტირება]

საბოლოოდ დაიერი ვესტ ჰემ იუნაიტედის შემადგენლობაში 2007 წლის 16 აგვისტოს £6 მილიონის სანაცვლოდ ჩაირიცხა და კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა ლონდონურ კლუბში მისი კარიერა ძალიან ცუდად წარიმართა. დებიუტიდან 10 დღეში ქარლინგის თასის შეხვედრაში ბრისტოლ როვერსის წინააღმდეგ ის ჯო იაკობსონს შეეჯახა და პრაქტიკულად მთელი 2007/08 წლების სეზონის გამოტოვება მოუწია. საბოლოოდ დაიერი 2008 წლის აგვისტოში გამოჯანმრთელდა და კლუბს სეზონისათვის მოსამზადებელ მატჩებში შეუერთდა. 2009 წლის 3 იანვარს, 17 თვიანი პაუზის შემდეგ დაიერი ბარნსლის წინააღმდეგ მატჩში მეორე ტაიმში შეცვალზე შევიდა. 2009 წლის მაისში დაიერმა კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. 2009/10 წლების სეზონში დაიერმა პირველი მატჩი ვულვერჰემპტონის წინააღმდეგ გამართა, მაგრამ მატჩის შემდეგ ტრავმა გაურთულდა. კიდევ ერთი მატჩი მან ბლექბერნ როვერსის წინააღმდეგ ჩაატარა, მაგრამ მაყურებელს თავი ვერც იქ დაამახსოვრა. საბოლოოდ დაიერი სექტემბერში გამოჯანმრთელდა და სარეზერვო შემადგენლობაში დაიწყო თამაში, სადაც სტოკ სიტის წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა.

2010 წლის იანვარში კლუბის ხელმძღვანელობა შეიცვალა. სათავეში მოვიდნენ დევიდ სალივანი და დევიდ გოლდი, რომლებსაც მემკვიდრეობით £110 მილიონის ვალი ერგოთ. მათი მოსვლის შემდეგ კარიერა დაასრულა დინ ეშტონმა, ხოლო დაიერს კი, რომელსაც 3 წელიწადში მხოლოდ 18 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ხელფასი შეუმცირდა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

ინგლისის 21 წლამდელთა და B ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ დაიერის დებიუტი ინგლისის ნაკრებშიც შედგა 1999 წლის 4 სექტემბერს, როდესაც ინგლისის ნაკრებმა ლუქსემბურგი 6–0 გაანადგურეს. მან მეორე ტაიმში მარჯვენა ფლანგზე გარი ნევილი შეცვალა, თუმცა ტრავმა მიიღო. ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც ფრედ 0–0 დასრულდა, დაიერმა სტივ მაკმანამანი შეცვალა. ინგლისის ნაკრები 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, თუმცა დაიერი ნაკრებში არ გამოიძახეს, რადგან უკრაინასთან და არგენტინასთან გამართულ მატჩებში მან კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა.

დაიერი ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნდა და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ. ინგლისელები საკუთარ უემბლიზე 0–1 დამარცხდნენ და ნაკრების მენეჯერმა კევინ კიგანმა პოსტი დატოვა.

ნაკრების ახალმა მენეჯერმა სვენ გორან ერიქსონმა დაიერი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა. შემადგენლობის გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ დაიერმა ლიგის ბოლო მატჩში საუთჰემპტონის წინააღმდეგ, ტაჰარ ელ ხალეჯთან შეჯახების შედეგად მუხლის ტრავმა მიიღო, მაგრამ შემადგენლობაში მაინც დარჩა. დაიერმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი ჩაატარა და სამივე შეცვლაზე.

დაიერმა ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების მხოლოდ 7 წუთი ითამაშა, როცა შვეიცარიის ნაკრებთან მატჩში, უეინ რუნი შეცვალა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიერი არ წასულა, რადგან შემადგენლობის გამოცხადებამდე მიდლსბროსთან მატჩში ტრავმა მიიღო.

ორწლიანი პაუზის შემდეგ სტივ მაკლარენმა დაიერი ნაკრებში გამოიძახა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისათვის. დაიერის ბოლო მატჩი ინგლისის ნაკრებში 2007 წლის აგვისტოთი თარიღდება, როდესაც გერმანიის წინააღმდეგ მატჩში კირონმა ალან სმიტი შეცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]