გუსტავ ლუდვიგ ჰერცი (გერმ.Gustav Ludwig Hertz; დ. 22 ივლისი, 1887, ჰამბურგი – გ. 30 ოქტომბერი, 1975, ბერლინი) — გერმანელიფიზიკოსი. გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ბერლინში. ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცის ნათესავი. სწავლობდა გეტინგენის, მიუნხენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1917 წლიდან იყო ბერლინის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. 1920-1925 წლებში მუშაობდა ეინდჰოვენში, ფილიპსის ვარვარის ნათურის ლაბორატორიაში. 1925-1927 წლებში ჰალეს უნივერსიტეტის, ხოლო 1928-1935 წლებში, ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლის პროფესორი. 1935-1945 წლებში ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს სიმენსის ქანების ლაბორატორიაში. 1945-1954 წლებში მუშაობდა სსრკ-ში. 1954 წლიდან ლაიფციგის ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი. 1913 წელს ჯეიმზ ფრანკთან ერთად ჩაატარა აირის ატომებსა და მოლეკულებთან ელექტრონების დაჯახების კლასიკური გამოკვლევები და ექსპერიმენტულად დაამტკიცა ატომის ენერგიის დისკრეტული დონეების არსებობა. შეისწავლა რენტგენის სხივების შთანთქმის სპექტრები. იყო მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1925 წელს, მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში (ჯეიმზ ფრანკთან ერთად).