გურჯი იუსუფ-ფაშა
გურჯი იუსუფ-ფაშა (დ. 1652 — გ. 1713, როდოსი) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი, მხედართმთავარი, დიპლომატი. წარმოშობით ქართველი.
ბავშვობაში ტყვედ წაუყვანიათ, გაუყიდიათ და იენიჩართა კორპუსში ჩაურიცხავთ. მალე დაწინაურდა. 1702 წელს იენიჩართა ერთ-ერთი ოდის (ნაწილის) უფროსი გახდა. მისი მოვალეობა იყო ნადირობისას სულთნის თანხლება და მომსახურება. მსახურობდა კრეტაზე, შემდეგ — კვიპროსზე. 1707 წელს პენსიაზე გავიდა. 1710 წელს სამსახურში დააბრუნეს და იენიჩართა აღად (უფროსად) დანიშნეს, 1711 წელს კი ვეზირობა უბოძეს. იმავე წელს წარმატებით ხელმძღვანელობდა რუსეთის წინააღმდეგ პრუტის ლაშქრობას, თუმცა დიდი ვეზირი ბალთაჯი მეჰმედ-ფაშა რუსეთის მეფე პეტრე I-ს ქრთამის სანაცვლოდ ზავზე დათანხმდა. 1711 წლის 9 ნოემბერს ბალთაჯი მეჰმედ-ფაშა გადააყენეს და ცოტა ხნის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. 20 ნოემბერს დიდ ვეზირად გურჯი იუსუფ-ფაშა დანიშნეს. სულთანმა მას გამარჯვებულის ტიტული უბოძა. 1712 წელს წავიდა რუსეთთან ომის განახლების წინააღმდეგ, რის გამოც 1712 წლის 12 ნოემბერს გადააყენეს, თუმცა საზავო შეთანხმების მის მიერ შემუშავებული პუნქტები 1713 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს. გადაყენების შემდეგ იუსუფ ფაშა როდოსზე გადაასახლეს და მალევე სიკვდილით დასაჯეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სვანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 232.