ბაირამ-ფაშა
ბაირამ-ფაშა | |
---|---|
Bayram Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 თებერვალი, 1637 |
მმართ. დასასრული: | 26 აგვისტო, 1638 |
წინამორბედი: | თაბანიასი მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | თაიარ მეჰმედ-ფაშა |
სულთანი: | მურად IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დაბ. ადგილი: | ლადიკი, ანატოლია |
გარდ. თარიღი: | 26 აგვისტო, 1638 |
გარდ. ადგილი: | შანლიურფა |
რელიგია: | ისლამი |
ბაირამ-ფაშა (თურქ. Bayram Paşa; გ. 26 აგვისტო, 1638, შანლიურფა) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1637-1638 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაირამ-ფაშა დაიბადა სტამბოლში. სხვა მონაცემებით მისი ოჯახი წარმოშობით ამასიიდან იყო. სწავლობდა ენდერუნში, რის შემდეგაც შევიდა იანიჩართა კორპუსში. უპირველეს ყოვლისა კორპუსში აჰყავდათ ქრისტიანი ახალგაზრდები, მაგრამ სულთან მურად III-ის მმართველობის დროს (1574–1595) თურქებისთვის ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეწყოთ სამსახური იანიჩარის კორპუსში. 1625 წელს ბაირამ-ფაშა დანიშნეს ეგვიპტის გუბერნატორად. 1628 წელს გამოიძახეს სტამბოლში და დააწინაურეს ვეზირის თანამდებობაზე.
1635 წელს სტამბოლის კაიმაკამია. 1637 წლის თებერვალში სულთან მურად IV-ის მმართველობისას (1623–1640) ბაირამ-ფაშა დანიშნეს დიდ ვეზირად ოსმალეთის იმპერიაში.
1638 წელს დიდებულმა ვეზირმა ბაირამ-ფაშამ მონაწილეობა ირან-ოსმალეთის ომში. ის იყო გადამწყვეტ ლაშქრობაში თურქ სამხედროებთან ერთად, რომელთაც სათავეში ედგათ თვით სულთანი, მათ ილაშქრეს ბაღდადამდე, იმავე წლის 26 აგვისტოს გარდაიცვალა ურფის მახლობლად.
დაქორწინებული იყო სულთან ოსმან II-ის (1618–1622) დაზე, ჰანზადე სულთანზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.385-386
- Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5,
- Danişmend, İsmail Hami, (2011), İzahlı Osmanlı Tarihi Kronolojisi 6 Cilt, İstanbul:Doğu Kütüphanesi, ISBN 9789944397681
- Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), Sicill-i Osmani, İstanbul:Tarih Vakfı Yurt Yayınları ISBN 975-333-0383 C.1 say.36