Jump to content

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

From ვიკიპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი ზუგდიდი
კოორდინატები 42°30′00″ ჩ. გ. 41°51′00″ ა. გ. / 42.50000° ჩ. გ. 41.85000° ა. გ. / 42.50000; 41.85000
ფართობი 682.1 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 99 500[1] კაცი (2021)
სიმჭიდროვე 93,58 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,73 %
რუსები 0,17 %
უკრაინელები 0,06 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,40 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://www.zugdidi.gov.ge
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში, 1921-დან ზუგდიდის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია.

ბუნება[edit | edit source]

მუნიციპალიტეტს უჭირავს ოდიშის ვაკე და ურთას მთიანი ზონა. ტერიტორია — 668 კმ², მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კმ². რაიონში მდინარეთა ხშირი ქსელია, ბევრია ჭაობი და მცირე ტბები. გარდა მდინარე ენგურისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მდინარეები: ჯუმი, ჩხოუში, ჭანისწყალი, რუხი და სხვა.

მოსახლეობა[edit | edit source]

რაიონში 58 დასახლებული პუნქტია. დიდი სოფლებია: ინგირი (4,0 ათასი), კახათი (4,0 ათასი), ჭითაწყარი (3,3 ათასი) და რუხი (2,8 ათასი).

რაიონი/მუნიციპალიტეტი[4] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
ზუგდიდის 96 643 112 241 120 217 125 444 126 800 167 760 105 509 105 700 104 200 103 300

ადგილობრივი თვითმმართველობა[edit | edit source]

ადმინისტრაციული ერთეულები[edit | edit source]

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირი — გამგებელი. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:

საკრებულო[edit | edit source]

პარტია 2017[5] 2021[6] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 43 20                                        
  ახალი 14                            
  ნაციონალური მოძრაობა 5 8                
  საქართველოსთვის 3      
  ევროპული საქართველო 2
სულ 50 45  
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუკა

ეკონომიკა[edit | edit source]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მთავარი როლი ეკუთვნის სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობას, კერძოდ მეჩაიეობას და მასზე დაფუძნებულ გადამამუშავებელ მრეწველობას. სოფლის მეურნეობის სხვა დარგებია მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა. მნიშვნელოვანი საწარმოებია ჩაის ფაბრიკები, ფაიფურის, ავეჯის და ღვინის ქარხნები, ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.

კულტურა[edit | edit source]

რაიონში 80 სახელმწიფო და 3 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 41 ბიბლიოთეკა.

ღირსშესანიშნაობანი[edit | edit source]

გალერეა[edit | edit source]

ლიტერატურა[edit | edit source]

რესურსები ინტერნეტში[edit | edit source]

სქოლიო[edit | edit source]