ტყაია
იერსახე
ტყაია — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჩხორიის თემი. მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 125 მეტრი, ზუგდიდიდან 17 კილომეტრის დაშორებით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 683 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 1332 | 614 | 718 |
| 2014[1] | 330 | 353 |
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის დღევანდელი ტერიტორია დადიანების მმართველობის ჟამს მთლიანად ტყით ყოფილა დაფარული და იგი მთავართა საყვარელ სანადირო ადგილს წარმოადგენდა. მიუთითებენ სოფლის სახელწოდებასაც აქედან წარმოიშვაო — ტყაია, მეგრულად — ტყიანი ადგილი.
სოფელში დგას XIX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II