შინაარსზე გადასვლა

რუხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუხი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
რუხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თემი რუხი
კოორდინატები 42°33′17″ ჩ. გ. 41°51′24″ ა. გ. / 42.55472° ჩ. გ. 41.85667° ა. გ. / 42.55472; 41.85667
ცენტრის სიმაღლე 100
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2784[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რუხი — საქართველო
რუხი
რუხი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
რუხი
რუხი — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
რუხი

რუხისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე, ზუგდიდი–გალის სავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 100 მეტრი, ზუგდიდიდან 5 კმ.

რუხი დასავლეთ საქართველოს ერთი უძველესი ქალაქი იყო. არქანჯელო ლამბერტის ცნობით, XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოში მხოლოდ ერთი ქალაქი – რუხი არსებობდა, ამასვე ადასტურებს ფ. ელჩინის ცნობაც:სამეგრელოში სავაჭრო ადგილები არ არის, ერთი ადგილია, სადაც სომეხთა 40 სახლია და 10 სახლი ებრაელებისა[2]. ამ შემთხვევაში, რუხი იგულისხმება, რომელსაც ლამბერტიიც სომხების ქალაქს უწოდებდა. რუხი, როგორც მნიშვნელოვანი პუნქტი, ცნობილია აგრეთვე შარდენისთვისაც[3]. აღსანიშნავია, რომ რუხს სამეგრელოს მთავარ ქალაქად ასახელებს ნ. ვინტსენი [4]

შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ აქ 1930 წელს ვერცხლის მონეტის მთელი განძი იქნა მოპოვებული, [5]ამაზე ადრე კიდევ, 1920 წელს, რუხში, მდინარე ენგურის მახლობლად შემთხვევით მიგნებულ სამარხში ოქროს ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერი და ოქროსავე მიმბაძველობა ლოისიმისის სტატერისადმი[6]. ამ, თავისი დროის მნიშვნელოვანი პუნქტის შესახებ ძველ ქართულ და უცხოურ მწერლობას, არავითარი ცნობა არ შემოუნახავს. ეს უძველესი მნიშვნელოვანი პუნქტი, ლევან II დადიანმა განაახლა. ვახუშტის სიტყვით, „რუხის ციხე დიდშენი“ ლევან II დადიანმა 1647 წ. ააშენა [7]. მაგრამ იგი მარტო ციხის აშენებით არ დაკმაყოფილებულა. აქ მან იმერეთის სამეფოდან (ჩხარიდან) წამოყვანილი ვაჭრები დაასახლა და რუხი ქალაქად აქცია.

ფარსადან გორგიჯანიძე წერს: „რაც ჩხარში ვაჭარნი გაასახლნეს სომხები...დადიანმან რუხის ქალაქი იმაებით ააშენა[8] მაგრამ რუხის სიძლიერე დიდხანს არ გავრცელებულა. 1725 წელს ოსმალეთმა იგი როგორც სამეგრელოს შიდა სიმაგრე, სასტიკად დაანგრიეს და მის ხარჯზე შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც თვითონ ბატონობდნენ, ანაკლია გააძლიერეს.[7]. ამის შემდეგ რუხის მნიშვნელობა, როგორც ჩანს დაეცა. იაზიკოვის ცნობით, XVIII საუკუნის 70=იანი წლებისათვის იგი მხოლოდ სიმაგრე იყო[9], მაგრამ საინტერესოა, რომ 1770 წელს ერთი საბუთში „რუხის ქალაქია“ მოხსენიებული.[10]

მნიშვნელოვანი სიმაგრები ჰქონდა XVII საუკუნის მცირე ქალაქ რუხს. მას ეყოფოდა ძლიერი კედლებით და კოშკებით გამაგრებული ციხე, რომელსაც სამი მხრიდან აგრეთვე პატარა მდინარე რუხი უვლიდა. მდინარე რუხის დინება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ იგი ხელოვნურად უნდა იყოს ციხეს შემოვლებული. ქონგურებიან კედლებს შიგნით მოთავლებულ ტერიტორიას რუხის 1770 წლის გეგმის შემდგენელი „ციხეს“ უწოდებს, რომელში ცალკე გამოყოფილი იყო „კრემლი ციხეში“. „ციხეც“ და „კრემლიც“ სათანადო კოშკებით იყო გამაგრებული. როგორც ამავე გეგმიდან ჩანს, XVIII საუკუნის 70-იან წლებში რუხი უფრო ციხე იყო, ვიდრე ქალაქი. ქალაქის როლი მან ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დამდეგს დაკარგა. ციხის ტერიტორიაზე XVIII საუკუნის 70-იან წლებში ყოფილა: „კარავი, სადაც თურქული ხორბლისაგან გამომცხვარ პურს ინახავდნენ“ და „თურქების საცხოვრებელი ადგილი“. ციხის გარეთ, გარდა წისქვილებისა, ქალაქის მოსახლეობის ნაგებობა არ ჩანს.[11]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2784 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[12]546625172949
2014[1] 278413461438
  • მესხია შ. – საისტორიო ძიებანი, ტ.II, გამომ. მეცნიერება, 1983 წ. გვ. 237–238.
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Посольство дьяка Ф. Елчина, с. 337.
  3. შარდენი, მოგზაურობა საქართველოში, გვ. 31, 35
  4. Nic. Witsen, Op. cit., c. 516
  5. Е. А. пахомов, Монетные клади, с. 5.
  6. Е. А. пахомов, Монетные клади, с. 7
  7. 1 2 ვახუშტი, აღწერა, გვ. 167–168
  8. ფარსადან გორგიჯანიძე, ისტორია, გვ. 241
  9. А. Цагарели, Грамоти I, с. 261
  10. М. Броссе, Переписка грузинских царей, с. 228
  11. შოთა მესხია – საისტორიო ძიებანი, ტ.II, გამომ. მეცნიერება, 1983 წ. გვ.621–622
  12. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რუხი&oldid=4891682“-დან