დავითიანი
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
დავითიანი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ოქტომბერი |
| კოორდინატები | 42°27′24″ ჩ. გ. 41°46′42″ ა. გ. / 42.45667° ჩ. გ. 41.77833° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 40 მ |
| მოსახლეობა | 498[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
დავითიანი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე).
მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის (ენგურის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 40 მ-ზე, ზუგდიდიდან 3 კმ დაშორებით.
დავითიანის ადგილობრივი არაოფიციალური სახელია „თარგამული“. გადმოცემით, სოფლის ეს სახელწოდება მოიტანეს XIX საუკუნეში აქ ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. თარგამეულიდან (თარგამული) გადმოსახლებულებმა.[2] სახელწოდება „დავითიანი“ შესაძლოა უკავშირდებოდეს XIX საუკუნეში აქ არსებულ დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიას.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 498 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[4] | 812 | 375 | 437 |
| 2014[1] | 243 | 255 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ კეკელია ი., მარტვილის რაიონის ოიკონიმია, ქუთ., 2010. — გვ. 38-39.
- ↑ პაჭკორია მამანტი, დავით აღმაშენებლის ეკლესია, გაზ. „ოდიში“, 1991, №105. — გვ. 2.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II