ოირემე
იერსახე
ოირემე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ინგირის თემი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. ზღვის დონიდან 55 მეტრი, ზუგდიდიდან 6 კმ, ინგირიდან 4 კმ.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 785 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 936 | 437 | 499 |
| 2014[1] | 379 | 406 |
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოირემე მეგრული სიტყვაა და ქართულად საირმეს ნიშნავს. დოკუმენტებით დადასტურებული არაა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით ოირემეში დადიანებს ირმები ჰყავდათ. სოფლის ტყეს დღესაც დადიანების ბაღჩას ეძეხიან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II