განმგებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გამგებელი)

განმგებელი, გამგებელი (სამართლებრივი ისტორია) — ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელე ფეოდალურ საქართველოში. მოხსენიებულია გიორგი ბრწყინვალის სამართალში (XIV ს.). ტერმინი იხმარებოდა აგრეთვე ცენტრალური ადმინისტრაციის უმაღლესი განმკარგულებელი მოხელეებისა და სამონასტრო ხელისუფლების ფუნქციათა განსამარტავად (მაგ., ხელისუფალნი და განმგებელნი საქმისანი). XVII-XVIII საუკუნეებში განმგებლებად იწოდებოდა ქართლის მმართველი, რომელსაც სპარსეთის შაჰი მეფის ნაცვლად - ჯანიშინად ნიშნავდა (მაგ., ვახტანგ VI განმგებელი იყო 1703-1714).

ამჟამად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი საქართველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1-2, ტფ., 1928-1929;
  • ქსე, ტ. 2, გვ. 684, თბ., 1977