ყულიშკარი
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ყულიშკარი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ყულიშკარი |
კოორდინატები | 42°30′19″ ჩ. გ. 41°58′03″ ა. გ. / 42.50528° ჩ. გ. 41.96750° ა. გ. |
ადრეული სახელები | ორჯონიკიძე |
ცენტრის სიმაღლე | 160 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1305[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ყულიშკარი (ყოფ. ორჯონიკიძე) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ყულისწყლის (ჯუმის მარცხენა შენაკადი), ზუგდიდიდან 10 კმ. სოფელში გავრცელებული იყო მეჩაიეობა და მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1305 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1934 | 923 | 1011 |
2014[1] | ![]() |
645 | 660 |
ყულიშკარის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ახლოს მდებარეობს გუმბათოვანი ეკლესია.[3] ეკლესია დაახლოებით XVIII საუკუნისაა. მასში ინახებოდა ადგილობრივი მოსახლეობის რწმენით სასწაულთმოქმედი ჯვარი. ჯვარი სვანეთიდან სამეგრელოში ჩაიტანა გლეხმა ეგნატე როგავამ, რომელიც გაექცა სვანეთის მთავარს, დადეშქელიანს და დასახლდა ყულიშკარში. როგავამ ააშენა პატარა ეკლესია და კოშკი.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 590.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8394
- ↑ თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 199-200.