კორცხელი
სოფელი | |
---|---|
კორცხელი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | კორცხელი |
კოორდინატები | 42°33′39″ ჩ. გ. 41°56′37″ ა. გ. / 42.56083° ჩ. გ. 41.94361° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 883[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
კორცხელი კოცხერი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კორცხელი, ბაში, ნაცატუ). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე. ზუგდიდ–წალენჯიხის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 200 მეტრი, ზუგდიდიდან 10 კმ.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელი კორცხელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. კორცხელში არის XVII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი – ღვთისმშობლის ეკლესია. წერილობითი საბუთების თანახმად იგი 1624–1639 წლებში აუგია ოდიშის მთავარს ლევან II დადიანს. 1815 წელს ეკლესია შეაკეთებინა ნიკოლოზ დადიანმა. 1859 წელს კვლავ განაახლეს.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 883 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1431 | 678 | 753 |
2014[1] | ![]() |
429 | 454 |
კორცხელის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ღვთისმშობლის ტაძარი კორცხელში ― წარმოადგენს ქვის გუმბათოვან ნაგებობას სამი შვერილი აფსითა და ღია თაღოვანი სტოით დასავლეთ მხარეს. გუმბათი საკურთხევლის კედლების კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა, ფასადები მოპირკეთებულია ქვის მცირე კვადრატებით. ეკლესიაში ინახებოდა ლევან II დადიანის შეწირული რამდენიმე ხატი და სხვა სიძველეები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბერიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 682.
- თაყაიშვილი ე., – არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წგნ. 2, ტფ. 1914, გვ. 200–208
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II