დარჩელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დარჩელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თემი დარჩელი
კოორდინატები 42°26′03″ ჩ. გ. 41°41′12″ ა. გ. / 42.43417° ჩ. გ. 41.68667° ა. გ. / 42.43417; 41.68667
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 10
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2781[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დარჩელი — საქართველო
დარჩელი
დარჩელი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
დარჩელი

დარჩელი სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დარჩელი, კიროვი). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ჯუმის (ენგურის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 10 მეტრი, ზუგდიდიდან 20 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარჩელი ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში, ამ დროს აქ აფხაზეთის კათალიკოსის ერთ–ერთი სასახლე იდგა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა დარჩელის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობა.[2] სოფელში ყოფილა პატარა ხის ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაუშლიათ და დარჩელში მშენებარე არასრული სკოლისათვის გადაუციათ. 2008 წელს ააგეს ახალი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.

დარჩელი ძლიერ დაზარალდა საქართველოს სამოქალაქო ომის დროს. 1993 წლის 16 ნოემბერს სოფლის მახლობლად მოხდა შეტაკება გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონის“ წევრებსა და დამხობილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის, რის შემდეგაც „მხედრიონის“ მებრძოლებმა სოფელი დაიკავეს, გაძარცვეს და 27 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2781 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 4932 2320 2612
2014[1] 2781 1332 1449

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 328.
  • ჭითანავა დ., ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში : (უძველესი დროიდან დღემდე), გვ. 161-162 — თბ., 2010.
  • არნანია ა. შონია ვ., „დარჩელი ნარკვევები სოფლის ისტორიიდან“, თბილისი, 1999

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 388.
  3. მხედრიონის მიერ გადამწვარი სახლების პატრონები კომპენსაციას დღემდე ელოდებიან. humanrights.ge. 10 ოქტომბერი, 2007.
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.