შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:მკვდარი ბმული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალხმობა:
ვპ:მბ

როგორც უმეტესი სხვა დიდი საიტებისა, ვიკიპედია განიცდის ბმულების ე.წ. „სიკვდილს“, რომლის დროსაც გარე ბმულები არ მუშაობენ, რადგან დაკავშირებული ვებ-გვერდები ან საიტები მთლიანად ქრება, იცვლის შინაარსს ან გადადის სხვა მისამართზე HTTP გადამისამართების გარეშე. URL-ების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წელია.

ბმულების სიკვდილი ვიკიპედიისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს სანდოობის პოლიტიკისა და წყაროს მითითების პრინციპების გამო.

ზოგადად კი, არ წაშალოთ მითითებული წყარო მხოლოდ იმიტომ, რომ წყაროს URL აღარ მუშაობს, რადგან არსებობს ინსტრუმენტები, პროცედურები და პროცესები, რომლებიც აღწერილია ამ გვერდზე, ამ პრობლემის თავიდან აცილებისთვის.

მკვდარი ბმულის თავიდან აცილება

[წყაროს რედაქტირება]

ავტომატური არქივიზაცია

[წყაროს რედაქტირება]

2020 წლიდან, ქართულენოვან ვიკიპედიაში არსებობს ბოტი — InternetArchiveBot, რომელიც ავტომატურად აღადგენს მკვდარ გარე ბმულებს. ის მუდმივად მუშაობს და ამოწმებს ვიკიპედიის ყველა სტატიას და თუ გარე ბმული მკვდარია, ამატებს არქივებს „Wayback Machine“-ში (თუ მისი არქივი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი) და ვიკიტექსტში (სტატიაში) მკვდარ ბმულებს არქივირებული ვერსიით ცვლის. ბოტი ავტომატურად მუშაობს, მაგრამ მისი მართვა მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ვებ-ინტერფეისის მეშვეობით. მის სამართავად გადადით ნებისმიერი გვერდის ისტორიის სექციაში და მოძებნეთ გვერდის ზედა ნაწილში „გარე ხელსაწყოების“ ხაზი, სადაც არის ღილაკი „მკვდარი ბმულების გასწორება“, მასზე დაწკაპუნებით თქვენ გექნებათ მკვდარი ბმულების გასწორების საშუალება.

ხელით არქივიზაცია

[წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები ხელით არქივიზაციის განსახორციელებლად:

  • შეეცადეთ წყაროს მითითებისას მხოლოდ ლინკი და სათაური არ გამოიყენოთ (მაგ.: <ref>[https://www.radiotavisupleba.ge/a/33465430.html ილონ მასკმა ახალი პარტიის - “ამერიკის” შექმნა გამოაცხადა]</ref>). გამოიყენეთ წყაროს მისათითებლად განკუთვნილი თარგები, როგორიცაა {{Cite web}} და {{webarchive}} გარე ბმულის დაარქივებული ლინკის მისათითებლად.
  • წყაროების დასაარქივებლად გამოიყენეთ ვებ არქივიზაციის სერვისები, როგორიცაა Internet Archive. წყაროს მისათითებელ თარგებში აუცილებლად ჩასვით და შეავსეთ |archive-url= და |archive-date= ველები.
  • თუ უკვე არსებულ წყაროებში ლინკები მუშაა, მაგრამ არ არის დაარქივებული, გადადით ვებ არქივიზაციის სერვისზე და დაარქივეთ აღნიშნული წყარო.
  • მომხმარებლის ინტერფეისის გამოყენებით, ჩართეთ და აამუშავეთ InternetArchiveBot-ი სტატიებში.

მკვდარი ბმულის აღდგენა

[წყაროს რედაქტირება]

მკვდარი ბმულის აღდგენის რამდენიმე გზა არსებობს, რაც ქვემოთ არის აღწერილი. ზოგადად, მოერიდეთ წყაროს (ან ციტირებული მასალის) წაშლას მხოლოდ იმიტომ, რომ URL მისამართი აღარ მუშაობს, განსაკუთრებით თუ წყარო შეიცავს სხვა დამატებით ინფორმაციასაც (მაგალითად, წყაროს დასახელებას, ავტორს, თარიღს და გამოცემის დასახელებას), რომლის გამოყენებით შესაძლებელია წყაროს მოძიება.

თუ მკვდარი ბმული შეიცავს საკმარის ინფორმაციას (სტატიის სათაურს, სახელებს და ა.შ.), ხშირად შესაძლებელია მისი გამოყენება ახალი ბმულის მოსაძებნად, იმავე საიტზე ან სხვაგან.

თუ თქვენ იპოვეთ ახალი URL, მაშინ შეგიძლიათ წყაროს პარამეტრების გასწორება. თუ წყარო იყენებს წყაროს ტარგის ერთ-ერთ თარგს (მაგ. {{Cite web}}, {{cite news}}), თქვენ შეგიძლიათ:

  • შეცვალოთ |url= და ახალი URL მისამართი მიუთითოთ;
  • შეცვალოთ ან დაამატოთ |access-date= მიმდინარე თარიღი.

ინტერნეთ-არქივი

[წყაროს რედაქტირება]

წყაროს დაარქივირებული ვერსიების მოძიება შეგიძლიათ მრავალ ვებ-არქივის სერვისებს შორის. ყველაზე დიდი სამი საარქივო სერვისებია wweb.archive.org, webcitation.org და archive.today. ისინი ვიკიპედიაში არსებული არქივების 90%-ზე მეტს შეადგენენ, ხოლო web.archive.org-ი არქივის ბმულების 80%-ზე მეტს.

თუ იპოვეთ საჭირო არქივის URL, მაშინ თქვენ შეგიძლიათ არქივის წყაროს მისამართი დაამატოთ ციტირების თარგში. თუ წყაროს თარგი იყენებს ზოგად ციტირების თარგებს (მაგ. {{cite web}}, {{cite news}}, {{Citation}}), მაშინ თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი:

  • დატოვეთ |url= ცვლილების გარეშე, რომელიც თავდაპირველ წყაროს მიგვითითებს.
  • დაამატეთ |archive-url= ველი ციტირების თარგში, სადაც უნდა დაამატოთ არქივის ლინკი.
  • დაამატეთ |archive-date=, სადაც უნდა დაამატოთ არქივის შექმნის თარიღი. დღე-თვე-წელი თარიღის მითითების საერთო მიღებული ფორმატია.
  • დაამატეთ ან შეცვალეთ |url-status=. გამოიყენეთ |url-status=dead თუ ძველი URL მისამართი არ მუშაობს. გამოიყენეთ |url-status=unfit ან |url-status=usurped თუ ძველი URL მისამართი გამოყენებულია სპამ, რეკლამის ან სხვა მიზნებისთვის. გამოიყენეთ |url-status=live თუ |url= მისამართი ისევ მუშაობს და გვაძლევს სწორ ინფორმაციას, მაგრამ თქვენ მაინც გსურთ |archive-url= დამატება.
  • დატოვეთ |access-date= ცვლილების გარეშე, რომელიც მიგვითითებს თარიღზე, როდესაც ორიგინალი წყარო მიეთითა სტატიას.

მკვდარი ბმულის დატოვება

[წყაროს რედაქტირება]

ზოგჯერ, შესაძლოა ბმულის აღდგენის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში, შეეცადეთ იპოვოთ ალტერნატიული წყარო, რათა თავდაპირველი წყაროს დაკარგვამ არ დააზიანოს სტატიის გადამოწმებადობა. ზოგად თემებთან დაკავშირებული ალტერნატიული წყაროების პოვნა, როგორც წესი, მარტივია. საძიებო სისტემის მარტივი მოთხოვნით შეიძლება შესაბამისი ალტერნატივის პოვნა.

ზოგჯერ, შესაბამისი წყაროს პოვნა შეუძლებელია ან საჭიროებს უფრო ფართომასშტაბიან კვლევით საქმიანობას, როგორიცაა ბიბლიოთეკაში ვიზიტი ან ფასიან მონაცემთა ბაზების გამოყენებას. შეეცადეთ ამ შემთხვევაში გამოიყენოთ „ვიკიპედიის ბიბლიოთეკა“ ან მიმართოთ უფრო გამოცდილ ვიკიპედიის რედაქტორებს.

ზოგჯერ ბმული მკვდარია, რადგან ვებ-საიტის URL გადავიდა ახალზე (მაგ. http://example.com გადავიდა http://example.co.uk-ზე). ამ შეთხვევაში, შეცვალეთ თავდაპირველი (ორიგინალი) წყაროს URL მისამართი ციტირების თარგში.

ზოგადად, ის ფაქტი, რომ URL მისამართი არ მუშაობს და მკვდარია, არ ნიშნავს, რომ წყარომ მთლიანად დაკარგა არსი და ციტირებაში მკვდარი URL მისამართი არ ნიშნავს, რომ ის უნდა წაიშალოს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ წიგნები, ჟურნალები, გაზეთები და სხვა ბეჭდური წყაროები არსებობენ ოფლაინში და აგრძელებენ არსებობას მაშინაც კი, თუ ვებ-საიტები გაითიშება ან შეცვლიან მისამართს. წიგნისთვის მოქმედი URL-ის არარსებობა არანაირად არ ამცირებს მის ღირებულებას, როგორც ვიკიპედიის კონტენტის (შინაარსის) წყაროს. ბეჭდური წყაროებისთვის მუდმივად მიუწვდომელი URL წყაროს ბმულების წაშლა შესაძლებელია, მაგრამ თვით ციტირება (წყარო) უნდა შენარჩუნდეს. მკვდარი URL-ის მქონე წყაროს წაშლამდე, დაფიქრდით, შესაძლებელია თუ არა წყაროს მოძიება URL-ის გამოყენების გარეშე: თუ ეს ასეა, ის ალბათ უნდა დატოვოთ.

მკვდარი ბმულის წაშლა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • წაშალეთ მკვდარი ბმული, თუ მასალა გამოქვეყნებულია ბეჭდურ წყაროში (მაგ., აკადემიური ჟურნალი, გაზეთის სტატია, ჟურნალი, წიგნი), მაშინ მკვდარი URL მისამართი საჭირო არ არის. უბრალოდ წაშალეთ მკვდარი URL მისამართი, მაგრამ თვით წყარო დატოვეთ (ანუ, წიგნის, გაზეთის, ჟურნალის და ა.შ. სახელი, გამოცემა, წელი და ა.შ.).
  • წაშალეთ საერთოდ (უიმედოდ) მკვდარი, მხოლოდ ვებ-საიტზე დაყრდნობილი წყარო. თუ წყაროს მასალა და ვებ-მისამართის დაარქივებული ვერსია რეალურად არ არსებობს (წაშლამდე აუცილებლად დაელოდეთ დაახლოებით 24 თვე) და თუ ვერ პოულობთ მასალის სხვა ასლს, მაშინ მკვდარი ბმული და წყარო უნდა წაიშალოს და მის მიერ შეტანილი ინფორმაცია უნდა ჩაითვალოს დაუდასტურებლად, თუ არ არსებობს სხვა დამხმარე წყარო. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეგიძლიათ მონიშნოთ {{ფაქტი}}-ს თარგით ან საერთოდ ინფორმაცია წაშალოთ და სტატიის განხილვის გვერდზე მიუთითოთ შესაბამისი საფუძველი წაშლისა.

მკვდარი ბმულის შენარჩუნება

[წყაროს რედაქტირება]