შინაარსზე გადასვლა

ჭაქვინჯი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჭაქვინჯი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თემი ჭაქვინჯი
კოორდინატები 42°29′04″ ჩ. გ. 41°58′46″ ა. გ. / 42.48444° ჩ. გ. 41.97944° ა. გ. / 42.48444; 41.97944
ცენტრის სიმაღლე 130 მ
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 996[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭაქვინჯი — საქართველო
ჭაქვინჯი
ჭაქვინჯი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჭაქვინჯი
ჭაქვინჯი — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ჭაქვინჯი

ჭაქვინჯი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ჭაქვინჯი ამავე სახელწოდების თემის ცენტრია. თემში ასევე შედის სოფ. ბაღმარანი. მდებარეობს სამეგრელოს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციაში, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ქ. ზუგდიდიდან 16 კმ, ზღვის დონიდან 130 მ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 996 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1908[2]3399
1911[3] 4626
2002[4] 1089507582
2014[1] 996481515

ჭაქვინჯის მახლობლად არის ციხესიმაგრე, რომელიც შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. ციხის ეზოში სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ბევრი ნანგრევია. გვიან შუა საუკუნეებში ციხე დადიანთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, აქვე დაიბადა დავით დადიანი, სამეგრელოს მთავარი (1846-1853 წწ.).

  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 409.
  3. ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
  4. ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II