არაბეთის ზღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაბეთის ზღვა
კოლვას პლაჟი. გოა, ინდეოთი

არაბეთის ზღვა (არაბ. بحر العرب‎) წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის ნაწილს. ესაზღვრება: აღმოსავლეთით — ინდოეთი, ჩრდილოეთით — პაკისტანი და ირანი, დასავლეთით — არაბეთის ნახევარკუნძული. ზღვის ძველი სახელწოდებებია სინდჰის ზღვა და ერიტრეის ზღვა.

არაბეთის ზღვის ზედაპირის ფართობია 3 862 000 კმ² მაქსიმალური სიგანე შეადგენს 2 400 კმ-ს, მაქსიმალური სიღრმე — 4 652 მეტრს. ყველაზე დიდი მდინარე, რომელიც ამ ზღვაში ჩაედინება, არის ინდი. სხვა მდინარეთაგან აღსანიშნავია: ნეტრავატჰი, შარავატჰი, ნარმადა, ტაპტი, მაჰი და ინდოეთის შტატ კერალას სხვა მრავალი მდინარე.

არაბეთის ზღვა მოიცავს ორ მნიშვნელოვან განშტოებას — ჩრდილო-დასავლეთით ადენის ყურეს, რომელიც თავის მხრივ ბაბ-ელ-მანდების სრუტით დაკავშირებულია წითელ ზღვასთან და ჩრდილო აღმოსავლეთით — ომანის ყურეს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია სპარსეთის ყურესთან.

არაბეთის ზღვის უდიდესი კუნძულებია სოკოტრა (აფრიკის რქასთან), მასირა (ომანის სანაპიროსთან), ასევე ლაქშადვიპის არქიპელაგი ინდოეთის სანაპიროსთან.

ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს სახელმწიფოები: სომალი, ჯიბუტი, იემენი, ომანი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი და მალდივის კუნძულები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]