შინაარსზე გადასვლა

კალიარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კალიარი
Cagliari
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი სარდინია
შიდა დაყოფა Pirri
კოორდინატები 39°14′47″ ჩ. გ. 09°03′27″ ა. გ. / 39.24639° ჩ. გ. 9.05750° ა. გ. / 39.24639; 9.05750
მმართველი Paolo Truzzu
ფართობი 85,45 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4
მოსახლეობა 156 000 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 832,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 070
საფოსტო ინდექსი 09100
საავტომობილო კოდი CA
ოფიციალური საიტი comune.cagliari.it/portale/
კალიარი — იტალია
კალიარი
კალიარი — სარდინია
კალიარი
კალიარის აერო ხედი

კალიარი (იტალ. Cagliari; სარდ. Casteddu) — ქალაქი იტალიაში, კუნძულ სარდინიის დედაქალაქი. მისი სარდინიული სახელწოდება კასტედუ ციხესიმაგრეს ნიშნავს. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 156 000 ადამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლიური არეალის — 480 000 -ს.

ხანგრძლივი ისტორიის მქონე უძველესმა ქალაქმა მრავალი ცივილიზაციის მმართველობის ქვეშ გამოიარა. ის იყო სარდინიის სამეფოს დედაქალაქი (რომელიც 1861 წელს იტალიის სამეფო გახდა) 13241720 და 17981815 წლებში. ქალაქში მდებარეობს კალიარის უნივერსიტეტი და სარდინიის რომანულ-კათლიკური არქისაეპისკოპოსო,[1] შესაბამისად ის რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო, პოლიტიკური და ხელოვნების ცენტრია, ცნობილია არტ-ნუვოს არქიტექტურითა და მრავალი მონუმენტით.[2] ამავე დროს, ის სარდინიის ეკონომიკური და ინდუსტრიული კვანძია, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგური მთელს ხმელთაშუა ზღვაზე, საერთაშორისო აეროპორტი და შემოსავლების ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელი იტალიაში, რითაც ის ჩრდილოეთის ისეთ ქალაქებს უტოლდება, როგორებიცაა ტურინი, ვიჩენცა და გენუა.[3]

კალიარი მდებარეობს სარდინიის მერიდიანულ ზონაში. მის სამხრეთით იშლება კალიარის ყურე, აღმოსავლეთით — შვიდი ძმის მთები (monti dei Sette Fratelli), დასავლეთით — კაპოტერის მთები, ჩრდილოეთით კი კამპიდანოს ვაკე. იგი იტალიის მასშტაბით მე-8 და სამხრეთ იტალიის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.

კალიარის კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია, ძალიან ცხელი ზაფხულით. ივლისის ტემპერატურა ხშირად 40 °C-ს უტოლდება. წვიმიანი სეზონი გრძელდება ოქტომბრიდან მარტამდე. ზამთრის საშუალო ტემპერატურა 10 °C-ია.

ვილიანოვას რაიონის პანორამა


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. David M. Cheney. Cagliari (Archdiocese). [Catholic-Hierarchy]. ციტირების თარიღი: 2010-04-20.
  2. Cagliari art (Italian Language Schools and Courses to Learn Italian in Italy.). It-schools.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-27. ციტირების თარიღი: 2010-04-20.
  3. La classifica dei redditi nei comuni capoluogo di provincia. Il Sole 24 ORE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-12. ციტირების თარიღი: 2010-04-20.