ჩუკოტკის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩუკოტკის ზღვის მდებარეობა

ჩუკოტკის ზღვაჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებთან. გარს აკრავს ჩუკოტკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და ალასკის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირებს. დასავლეთით ლონგის სრუტით უკავშირდება აღმოსავლეთ ციმბირის ზღვას, სამხრეთით ბერინგის სრუტით ბერინგის ზღვას. ჩრდილოეთი საზღვარი არქტიკულ აუზთან და აღმოსავლეთ საზღვარი ბოფორტის ზღვასთან პირობითია და გადის ბაროუს კონცხის მერიდიანზე. ფართობი 582 ათ. კმ2. წყლის მოცულობა 45,4 ათ კმ3, სიღრმე 77 მეტრი. დიდი ყურეებია:კოცებუ, კოლიუჩინი; კუნძულები:ვრანგელი, ჰერალდი და კოლიუჩინი. ჩუკოტკის ზღვაში ჩადის მდინარეები: ამგუემა, კობუკი, ნოატაკი. სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული. ნაპირები უმთავრესად მთიანია. სანაპიროზე ბევრგან არის ლაგუნები და მონალექი ცელები. ჩუკოტკის ზღვაში ბინადრობს:ვეშაპი, სელაპი, მორჟი, თეთრი დათვი, სარეწაო მნიშვნელობის ტევზები. ზაფხულობით ბევრია ზღვის ფრინველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]