ჩილეს ზღვა
Jump to navigation
Jump to search
ჩილეს ზღვა (ესპ. Mar Chileno) წარმოადგენს წყნარი ოკეანის ნაწილს, გადაჭიმულია კონტინენტური ჩილეს დასავლეთით, ქვეყნის მთელს სიგრძეზე. ამ ზღვის სტატუსი განისაზღვრა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს 1974 წლის 30 მაისის #346 ბრძანებულებით, რომლის მიხედვითაც, "წყლები, რომლებიც გარს აკრავს ან ეხება ჩილეს სანაპიროებს, ეწოდოს ჩილეს ზღვა".[1]