შინაარსზე გადასვლა

ბალეარის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ბალეარის კუნძულები
კატ. Illes Balears
ესპ. Islas Baleares
დროშა გერბი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ადმ. ცენტრი პალმა
კოორდინატები 39°30′00″ ჩ. გ. 3°00′00″ ა. გ. / 39.50000° ჩ. გ. 3.00000° ა. გ. / 39.50000; 3.00000
ფართობი 4991.66 კმ²
მოსახლეობა 1 221 403 (2024)[1]
ოფიციალური საიტი https://www.caib.es/
ბალეარის კუნძულები — ესპანეთი
ბალეარის კუნძულები
ბალეარის კუნძულები
ბალეარის კუნძულები

ბალეარის კუნძულები (კატ. Illes Balears, ესპ. Islas Baleares) — ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია 1983 წლიდან. შედგება 4 დიდი და რამდენიმე მცირე კუნძულისაგან (ფართობი კვ.კმ): მალიორკა (3.500), მენორკა (680), ივისა (572) და ფორმენტერა (115). ტურიზმი აქ ეკონომიკის საფუძველია. კუნძულებს ყოველწლიურად 4-5 მლნ უცხოელი სტუმრობს, ძირითადად ბრიტანელები, გერმანელები, სკანდინავიელები.

უძველეს დროში კართაგენელთა კოლონია იყო, შემდეგ რომაელების, არაბების. 1229-1235 – მალიორკა და ივისა არაგონმა დაიპყრო. 1287 – მინორკა დაიმორჩილა ალფონს III-მ და არაბები განდევნა. 1708 – მინორკა ინგლისელებმა დაიკავეს. 1756 – კუნძულები ფრანგებმა (ჰერცოგი რიშელიე) დაიკავეს. ლეგენდის თანახმად სწორედ ამ დროს შეიქმნა მაიონეზი, სოუსი პორტ-მაოს აღების დღეს შეიქმნა და სპეციალურ სოუსს მაონეზი უწოდეს. 1936-1939 – მალიორკა და ივისა ფრანკისტებს ემორჩილებოდა, მინორკა – რესპუბლიკელებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „Balearic Islands“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 3 (11th ed.). 1911.
  1. https://www.ine.es/jaxiT3/Datos.htm?t=2860