ამუნდსენის ზღვა
იერსახე
| ამუნდსენის ზღვა | |
|---|---|
| აისბერგი ამუნდსენის ზღვაში | |
| ზოგადი ინფორმაცია | |
| ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
| ტიპი | განაპირა ზღვა |
| ფართობი | 98,000 კმ² |
| უდიდესი სიღრმე | 585 მ |
ამუნდსენის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
ამუნდსენის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, დასავლეთ ანტარქტიდის ნაპირებთან. აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია კუნძულ ტარსტონით, დასავლეთიდან დარტის კონცხით. ფართობი შეადგენს 98,000 კმ²-ს, მაქსიმალური სიღრმე 585 მეტრს. სანაპირო ზონებში გავრცელებულია შელფური და კონტინენტური მყინვარები. წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა 0°С-ზე დაბალია, მარილიანობა ზაფხულში დაახლოებით 33,5 ‰.
ზღვა თითქმის მთლიანად დაფარულია მოტივტივე ყინულებით, რომელთა სისქე 3 კმ აღწევს. ზღვას სახელი ეწოდა ნორვეგიელი პოლარეთის მკვლევრის რუალ ამუნდსენის პატივსაცემად, რომლის ექსპედიციაც აქ გამოკვლევებს ატარებდა 1928-1929 წლებში. ამუნდსენის ზღვა გვხვდება როსის სელაპი, უედელის სელაპი, ზღვის ლეოპარდი, ვეშაპები, პინგვინები, ალბატროსები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამუნდსენის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ამუნდსენის ზღვის ყინულქვეშა ტოპოგრაფია დაარქივებული 2008-06-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)