მალიორკა
იერსახე
| მშობ. სახელი: Mallorca | |
|---|---|
| გეოგრაფია | |
|
| |
| მდებარეობა | ბალეარის კუნძულები |
| კოორდინატები | 39°30′00″ ჩ. გ. 3°00′00″ ა. გ. / 39.50000° ჩ. გ. 3.00000° ა. გ. |
| ფართობი | 3640,16 კმ² |
|
ესპანეთი | |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 3640,16 (2005) |
| სიმჭიდროვე | 213,678 /კმ² |
მალიორკა ან მაიორკა — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, უდიდესია ბალეარის კუნძულთა ჯგუფში. ეკუთვნის ესპანეთს. ფართობი 3640,16 კმ². რელიეფი უმთავრესად ტალღოვანი ვაკეა. ჩრდილო-დასავლეთით არის 1445 მეტრამდე სიმაღლის მთები, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთ ნაპირები დანაწევრებულია დიდი უბეებით. ლანდშაფტი ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. მისდევენ მეხილეობას, თევზჭერას. კუნძულზე არის საკურორტო ზონები. განვითარებულია ტურიზმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 389.