მეფე ჰოკონ VII-ის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეფე ჰოკონ VII-ის ზღვა
მეფე ჰოკონ VII-ის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი სამხრეთის ოკეანე

მეფე ჰოკონ VII-ის ზღვა (ნორვ. Kong Haakon VII Hav) — ზღვა სამხრეთის ოკეანეში, აღმოსავლეთი ანტარქტიდის ნაპირებთან.[1] საერთაშორისო თვალსაზრისით, გაწოლილია პრინცესა მართას ნაპირის გასწვრივ, უედელისა და ლაზარევის ზღვებს შორის. ნორვეგია, რომელიც არ აღიარებს ლაზარევის ზღვას, მიიჩნევს, რომ მეფე ჰოკონ VII-ის ზღვა განლაგებულია დედოფალ მოდის მიწის მთელი სიგრძის გასწვრივ. წლის მეტ დროს დაფარულია ყინულებით. ზღვაში ბინადრობს როსის სელაპი (ლათ. Ommatophoca rossii).[2] სახელი ეწოდა ნორვეგიის მეფის ჰოკონ VII-ის პატივსაცემად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]