იაპონიის ზღვა
იერსახე

იაპონიის ზღვა – წყნარი ოკეანის უკიდურესი დასავლეთით მდებარე ზღვა, რომელიც შემოსაზღვრულია იაპონიით, სამხრეთ კორეით, ჩრდილოეთ კორეითა და რუსეთით. ხმელთაშუა ზღვის მსგავსად, ისიც თითქმის არ განიცდის მიმოქცევას, რადგან ოკეანისგან თითქმის მთლიანადაა გამოყოფილი.[1] ზღვის იზოლაცია გავლენას ახდენს ფაუნის მრავალფეროვნებაზეც და მარილიანობაზეც, რომლებიც ოკეანის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ზღვაში დიდი კუნძულები, ყურეები და კონცხები არ მდებარეობს.
იაპონიის ზღვის ოფიციალურ სახელწოდებასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იყო დისკუსია. გადაწყვეტილება, რომ ეწოდოს „იაპონიის ზღვა“, დაფიქსირებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტში 2004 წლის მარტში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fukuoka N. (1966). "On the distribution patterns of the so-called Japan Sea elements confined to the Sea of Japan region". Journal of Geobotany 15: 63-80.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tides in Marginal, Semi-Enclosed and Coastal Seas – Part I: Sea Surface Height. ERC-Stennis at Mississippi State University. ციტირების თარიღი: 2 February 2007

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: