დიურვილის ზღვა
იერსახე
| დიურვილის ზღვა | |
|---|---|
| დიურვილის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
| ზოგადი ინფორმაცია | |
| ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
| ტიპი | განაპირა ზღვა |
| საშუალო სიღრმე | 500 მ |
| უდიდესი სიღრმე | 3610 მ |
| მარილიანობა | 33,7-33,8 ‰ |
დიურვილის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის ნაპირებთან. ეკვრის ადელის მიწას. ზღვის სამხრეთი ნაწილი იმყოფება კონტინენტური მეჩეჩის ფარგლებში, სადაც 500 მ-ზე ნაკლები სიღრმეებია, ხოლო ჩრდილიოეთ ნაწილში სიღრმე 3610 მ აღწევს. წლის დიდ დროს დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. მარილიანობა 33,7-33,8 ‰. აღმოაჩინა ავსტრალიურმა ანტარქტიკულმა ექსპედიციამ დაგლას მოუსონის ხელმძღვანელობით 1914 წელს. სახელი ეწოდა ფრანგი ზღვაოსანის ჟიულ დიუმონ-დიურვილის პატივსაცემად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიურვილის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)