კოსმონავტთა ზღვა
იერსახე
| კოსმონავტთა ზღვა | |
|---|---|
| კოსმონავტთა ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
| ზოგადი ინფორმაცია | |
| ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
| ტიპი | განაპირა ზღვა |
| ფართობი | 698,6 კმ² |
| უდიდესი სიღრმე | 4798 მ |
კოსმონავტთა ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში. ვრცელდება კონტინენტ ანტარტიდის ნაპირებთან, ენდერბის მიწასა და რისერ-ლარსენის ზღვას შორის, რომლისგანაც გამოყოფილია გუნერუსის წყალქვეშა ქედით. კოსმონავტთა ზღვის აღმოსავლეთით გაწოლილია თანამეგობრობის ზღვა, დასავლეთით რისერ-ლარსენის ზღვა. ფართობი 698,6 ათ. კმ². სიღრმე 4798 მ-მდე. მთელი წლის განმავლობაში დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. სახელი უწოდეს 1962 წელს საბჭოთა ანტარქტიდული ექსპედიციის წევრებმა პირველი კოსმონავტების პატივსაცემად. ნაპირებზე მოქმედებს რუსეთის, იაპონიისა და ბელარუსის სამეცნიერო სადგურები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოსმონავტთა ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)